Translate

Sunday, October 9, 2016

მწერლობის პროფესიონალიზაციის პროცესის დაწყება და XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლიტერატურული ცხოვრების თავისებურებანი

ნინო ვახანია, ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის     ასოცირებული პროფესორი

რას ნიშნავს მწერლობის პროფესიონალიზაცია და ვინ უნდა ვიგულისხმოთ ქართული პროფესიული მწერლობის სათავეებთან? შევეცდები ამ კითხვებს ვუპასუხო.
    ამთავითვე უნდა ითქვას, რომ მწერლობის, როგორც პროფესიის სათავის ძებნა გაცილებით ახლო წარსულიდანაა შესაძლებელი, ვიდრე საერთოდ ლიტერატურის არსებობას ავითვლიდეთ. ფართო გაგებით, პროფესიონალ მწერლად შეიძლება მივიჩნიოთ ქართული ლიტერატურის ყველა სახელოვანი წარმომადგენელიჩვენამდე მოღწეული პირველი მხატვრული ნაწარმოების `შუშანიკის წამების~ ავტორიდან, იაკობ ხუცესიდან დაწყებული დღემდე. მაგრამ ვიწრო გაგებით, სიტყვა `პროფესიონალი~ მწერლობაში გულისხმობს რამდენიმე რამეს. როგორც უილიამ ტოდი განმარტავს წერილში `დოსტოევსკი, როგორც პროფესიონალი მწერალი~ (ТОД  2002: НЛО  58), უპირველესად `პროფესია~ გულისხმობს `მოწოდებას~. სწორედ ამ ნიშნით (ერთადერთი ნიშნით) მივიჩნიეთ პროფესიონალებად ყველა ქართველი მწერალი, რადგან მწერლობა მათი უდავო მოწოდება გახლავთ. ეს ის საქმიანობაა, რომელსაც ცხოვრების გარეგნული მდინარება კი არ მოითხოვდა მათგან, არამედსულის შინაგანი მდგომარეობა. უფრო მნიშვნელოვანი და ამავე დროს აუცილებელი ასპექტი მწერლის პროფესიონალად მისაჩნევად ის გარემოება გახლავთ, რომ სამწერლო საქმიანობა უნდა იყოს ავტორის შემოსავლის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) წყარო, არსებობის, ცხოვრების ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) საშუალება. ამ მეორე ნიშნის მიხედვით, დამეთანხმებით, პროფესიონალ მწერლებად ვერ მივიჩნევთ ძველი ქართული ლიტერატურის წარმომადგენლებს, რაოდენ უცნაურადაც უნდა ისმოდეს, თვით რუსთაველსაცვერა.
       მიღებულია შეხედულება (და სამართლიანადაც), რომ მწერლობა, როგორც პროფესია, ბურჟუაზიული ეპოქის ნაყოფია (თუმცა პარადოქსული აზროვნების ოსტატი _ ემილ ჩორანი _ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა: `პროფესიონალი მწერალი _ ბურჟუაზიული ეპოქის გამომგონებელი~, _ წერდა ის (ჩორანი 2016: 172) ).
     ერთ-ერთ პროფესიონალ მწერლად ჩვენში მიჩნეულია აკაკი წერეთელი. ნონა კუპრეიშვილს აქვს მრავალმხრივ საყურადღებო წერილი `აკაკი წერეთელი და ქართული მწერლობის პროფესიონალიზაციის პროცესი~(კუპრეიშვილი 2016), რომელმაც დიდად შემიწყო ხელი კვლევაში.
     სათავე მწერლობის პროფესიონალიზაციისა კი გაცილებით უფრო ადრეა საგულვებელი, ვიდრე აკაკი წერეთლის მოღვაწეობის ხანაა.
     საქმე ისაა, რომ მწერალს თავისი საქმიანობით მატერიალური სახსრების მოპოვებისთვის აუცილებლად უნდა ეხმარებოდეს სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტიგამომცემელი, გამავრცელებელი, პრესა თუ სხვა. რადგან ეს ინსტიტუციები ჩვენში გვიან (XIX საუკუნის მეორე ნახევარში) ჩამოყალიბდა, ამიტომ, ერთი შეხედვით, გამოირიცხა პროფესიონალი მწერლის არსებობა მანამდე. Dდა ეს მართლაც ასეა, თუმცა ჩანასახი მწერლობის პროფესიად ქცევისა XIX საუკუნის დასაწყისშივე შეინიშნება. Eეს კი პრესის დაარსებასა და განვითარებას უკავშირდება. ერთ-ერთი სახეობა პროფესიული მწერლობისა სწორედ ჟურნალისტიკაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენში მწერლობის პროფესიონალიზაციის დაწყება პრესის გაჩენასთან, ჟურნალისტური საქმიანობის დაწყებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
    პირველი ქართული გაზეთი, მოგეხსენებათ, 1819 წლის 8 მარტს გამოიცა თბილისში, მაგრამ რადგან არც რედაქტორი ჰყავდა და არც ჩვენი ხალხის ცხოვრებას ასახავდა, ცხადია, ამ გაზეთს ვერავინ გაიხდიდა ლიტერატურული შრომით მიღებული შემოსავლის წყაროდ. `საქართველოს გაზეთის~ (იმავე `ქართული გაზეთის~) შესახებ აქ ვრცლად აღარ შევჩერდებით, მისი დეტალური განხილვა არ გახლავთ ჩვენი მიზანი. 1828 წლიდან გამოსვლას იწყებს `ტფილისის უწყებანი~ სოლომონ დოდაშვილის რედაქტორობით და 1832 წელს გამოდის `სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანის~ იმავე სოლომონ დოდაშვილის თაოსნობითა და რედაქტორობით. თუ გაზეთი მაინც რუსული დედნის არსებითად მთლიანად თარგმანი იყო და ამდენად დიდად ზღუდავდა რედაქტორის საქმიანობას, პირდაპირ ხელ-ფეხს უბორკავდა მას და, ცხადია, სხვა ავტორებსაც, ჟურნალი იძლეოდა საშუალებას, სრულად გამოვლენილიყო სარედაქციო პოლიტიკა. კაცმა რომ თქვას, ერთი პიროვნების, სოლომონ დოდაშვილის ნება, გემოვნება, მიზანი, გამოცდილება... განაპირობებდა ჟურნალის მთელ შინაარსს. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ სოლომონ დოდაშვილი უკვე გვევლინება პროფესიონალ რედაქტორად და მწერლად.
     უკვე ვთქვი, რომ `სალიტერატურონი ნაწილნის~ საქმიანობას მთლიანად წარმართავდა მისი რედაქტორი. მართალია, ჟურნალის გამოცემის იდეა მისთვის ელიზბარ ერისთავსა და ალექსანდრე ორბელიანს შტაუგონებიათ, მაგრამ არსაიდან ჩანს, რომ ეს ადამიანები მერე ან შედგენაში, ან მასალების მოძიებაში, ან გავრცელებაში ეხმარებოდნენ. თუმცა გამორიცხული არ არის, მცირე წვლილი მათაც მიუძღოდეთ თუნდაც წვრილმანი საქმეების მოწესრიგებაში. ძირითადად კი მაინც მარტო რედაქტორს უწევდა ჟურნალის იერსახის განსაზღვრა, განყოფილებების შემოღება, მასალების შერჩევა-მოძიება, ყველა ფინანსური საკითხის გადაწყვეტა. ზუსტად არ ვიცით, რა შემოსავალს აძლევდა ჟურნალი გამომცემელს. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ბევრს _ არა. მეტიც, ფინანსური პრობლემები (ხელისმომწერთა სიმცირე) აღმოჩნდა საბოლოოდ ის მთავარი მიზეზი, რომელმაც ჟურნალის დახურვა გამოიწვია. თუმცა ის ხუთი ნომერი, რომელიც გამოვიდა, ჩანს, როგორც იტყვიან, საკუთარ ხარჯებს ინაზღაურებდა. ეს დაბრკოლება (ხელის მომწერთა სიმცირე) ვერც დოდაშვილმა გადალახა ისე, როგორც ვერც შემდგომი დროის რედაქტორებმა XIX-ის 60-70-იან წლებამდე. რატომ, რა მიზნით ისურვა და მოკიდა ხელი დოდაშვილმა ჟურნალის გამოცემას? პასუხი თითქოს ნათელია: ჟურნალს უნდა მოემზადებინა საზოგადოებრივი აზრი მომავალი აჯანყებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც, ამჟამად ჩვენი კვლევისთვის მნიშვნელოვანი. საქმე ისაა, რომ თავის ერთ-ერთ ჩვენებაში . დოდაშვილი აღნიშნავს: ჟურნალის გამოცემა სასარგებლოდ მიმაჩნდა... `იმიტომ, რომ ვფიქრობდი გამოვასწორებდი ჩემს უმწეო მდგომარეობას, რადგან ჩემს ჯამაგირს მუდამ წინასწარ ვართმევდი ოჯახის გამოსაკვებად~ (გოზალიშვილი 1970: 206). მართალია, დაკითხვაზე გაცემული პასუხები, გასაგები მიზეზის გამო, ხშირად სანდო არ არის ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ შეთქმულთა მეთაურის გულწრფელობაში.
     დოდაშვილი არ გახლდათ არისტოკრატიული წრიდან, არც მამულები გააჩნდა და არც მემკვიდრეობით მიღებული სხვა რამ ქონება, რომ საარსებო სახსრით უზრუნველყოფილად ეგრძნო თავი. მიუხედავად ამისა, ლიტერატურისა და მეცნიერების სიყვარულმა იგი პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიყვანა. იქ, პეტერბურგში, მფარველად, შემწედ, დამხმარედ გამოუჩნდა ცნობილი ქართველი მოღვაწე იონა ხელაშვილი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, მამობრივი მზრუნველობა გაუწია ახალგაზრდა სოლომონს. მატერიალური შეჭირვება იმდენად საგრძნობი იყო, რომ სტუდენტი დოდაშვილი, მიუხედავად ჯანმრთელობის კატასტროფულად გაუარესებისა, იძულებულია, კერძო მასწავლებლად იმუშაოს და ისე ირჩინოს თავი (იონა ხელაშვილის რეკომენდაციით, ზრდიდა ბაგრატ ბატონიშვილის სამ შვილს).
     უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გაითქვა სახელი, როგორც მეცნიერ-ფილოსოფოსმა. სადიპლომო ნაშრომად დაწერილმა და გამოცემულმა მისმა `ლოგიკამ~ მაშინვე მიიპყრო მეცნიერთა ყურადღება, კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და დამტკიცდა კიდეც სახელმძღვანელოდ რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის. ამ წიგნმა გაუთქვა სახელი მის ავტორს საქართველოშიც. პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულ 24 წლის ყმაწვილს ფეხზე დაუდგა მთელი ქალაქი. გამარჯვებული მთავარსარდლის დაბრუნებას შეადარა სოლომონ დოდაშვილის საქართველოში ჩამოსვლა როსტომ ჩხეიძემ (ჩხეიძე 2016: 187). ფაქტობრივად, ამ წიგნით უკვე მოიხვეჭა ის სახელი და ხალხის ისეთი სიყვარული, როგორიც აკაკი წერეთელს ჰქონდა 40-45 წლისას. ასე, რომ . დოდაშვილს უკვე ჰქონდა დამწყები პროფესიონალი მწერლისთვის საჭირო ყველა ნიშანი: ნიჭი, განათლება, მოწოდება და ჯერჯერობით იონა ხელაშვილის ფინანსური დახმარება. ეს კულტურული და მატერიალური კაპიტალი კი საკმარისი აღმოჩნდა პროფესიონალი მწერლის კარიერის დასაწყებად.
     სხვათა შორის, სწორედ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ესწრაფვოდა . დოდაშვილი, როცა თავისი დაწერილი სახელმძღვანელოები გიმნაზიელებს შეაძენინა. ცნობილია, რომ დოდაშვილი გიმნაზიაში რამდენიმე საგანს ასწავლიდა. თვალნათლივ დაინახა სახელმძღვანელოების სიმწირე და ზოგჯერ სულაც არარსებობა, გაიცნობიერა სწავლებისა და მოსწავლეთა მხრიდან საგნის ათვისების მთელი სირთულე სახელმძღვანელოს გარეშე და ამიტომ ყველა საგნის (რომელსაც თვითონ ასწავლიდა) სახელმძღვანელო დაწერა. მთავარი მიზანი ამ წიგნების შექმნისა, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო გახლდათ. ამით მასწავლებელმა გაუადვილა მოსწავლეებს სხვადასხვა მეცნიერების შესწავლა, მაგრამ ამჟამად ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ რუსული და ევროპული ცხოვრების მცოდნე დოდაშვილმა ეს წიგნები შემოსავლის წყაროდაც გაიხადა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ მწერლობას დოდაშვილი უყურებდა, როგორც პროფესიას და ამ ფაქტს ვერ გააბათილებს ის, რომ იგი გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდა. სხვათა შორის, შემოსავლის წყაროს, რომელიც მუდამ აკლდა, იგი სხვა რამეშიც ეძებდა. იონა ხელაშვილს უზიარებდა, რომ სიღნაღში კარგი იქნებოდა დუქნის (დუქნების) შეძენა და ზედ სასტუმროს დაშენება, რომ საკუთარი ეტლი დაუზოგავდა ფულსა და დროს და სხვა. და საწყისი თანხა რომ ჰქონოდა, ვინ იცის, დიდი კომერციული საქმიანობაც გაეშალა.
     აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მკითხველთა აუდიტორია მრავალრიცხოვანი არ იყო, თუმცა, როგორც თამაზ ჯოლოგუა აღნიშნავს, `სალიტერატურო ნაწილის~ ... გავრცელების გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ფართო იყო. დოკუმენტურად დასტურდება, რომ, გარდა თბილისისა, ჟურნალს იწერდნენ და კითხულობდნენ მოსკოვში, პეტერბურგში, გორში, მუხრანში, ქვათახევში, შუამთაში...~ (ჯოლოგუა 2011: 61). დავძენ, რომლოგიკისგავრცელების არეალი კიდევ უფრო ფართო გახლდათ, (მთელი რუსეთის იმპერია), ხოლო სახელმძღვანელოების მკითხველები, ძირითადად, გიმნაზიელები იყვნენ.
     ამასთანავე, სოლომონ დოდაშვილი, ამჟღავნებდა პროფესიონალიზმის მესამე ნიშანსაცროგორც რედაქტორი, ხაზგასმულ პატივისცემას ავტორის ტექსტისადმი და როგორც კრიტიკოსი, პასუხისმგებლობას მკითხველის წინაშე. ჟურნალში დაბეჭდილი არცერთი მასალა არ შეუცვლია, არ გადაუკეთებია საკუთარი შეხედულებისა და გემოვნებისამებრ. რადგან ჟურნალის იდეოლოგია იმთავითვე მტკიცედ (მყარად) იყო განსაზღვრული, ბუნებრივია, რედაქტორი გამოსაქვეყნებლად არჩევდა ეროვნული იდეოლოგიის გამომხატველ ნაწარმოებებს. ამით იყო განპირობებული თუნდაც ის ფაქტი, რომ დაიბეჭდა გიორგი ერისთავის პოემა `ოსური მოთხრობის~ მარტო პირველი, ისტორიული ნაწილი. რედაქტორი არსად, არასდროს ჩარეულა ავტორის ნაწერში (როგორც ამას სჩადიოდა ზოგი რუსი რედაქტორი, მაგალითად, სენკოვსკი, რომელიც სარედაქციო პოლოტიკის შესაბამისად ამატებდა, აკლებდა, ცვლიდა მხატვრულ ნაწარმოებებს, სამეცნიერო გამოკვლევებსა თუ პუბლიცისტურ წერილებს).
     `სალიტერატურონი ნაწილნის~... გამოცემამდე საქართველოში არავითარი ასპარეზი არ არსებობდა საჯარო კრიტიკისა და პოლემიკისა (`საქართველოს (იგივე ქართული) გაზეთი~ და `ტფილისის უწყებანი~ ამის საშუალებას არ იძლეოდა). სოლომონ დოდაშვილმა თავის ჟურნალში პოლემიკა გაუმართა `ტიფლისსკიე ვედომოსტის~ რედაქტორ გრიგოლ გორდეევს. ეს იყო საქართველოს ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ წამოწყებული ბრძოლა, რომელიც შემდეგ ღირსეულად განაგრძეს ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა. სოლომონ დოდაშვილის პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ წერილი მკითხველთა ფართო მასისთვის იყო განკუთვნილი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით დაწერილი. მიუხედავად მწიგნობრული სტილისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს, ასე ვთქვათ, სახალხო წერილი გახლდათ. საქმე ისაა, რომ, როგორც პროფესიონალი, სოლომონ დოდაშვილი, რა თქმა უნდა, გრძნობდა, რომ ჟურნალი (და, საერთოდ, ლიტერატურა) მარტო სავაჭრო, გასაყიდი საქონელი კი არაა, არამედ უდიდესი, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეა. ნებისმიერ პუბლიკაციას მკითხველზე სათანადო ესთეტიკური და იდეური გავლენა უნდა მოეხდინა, მოემზადებინა მომავალი აჯანყებისათვისეს გახლდათ რედაქტორის უპირველესი მიზანი და ამ მიზანს კიდეც ასრულებდა წარმატებით. ამას მოწმობს ბოლო, მეხუთე ნომერში გამოქვეყნებული ლექსი თადეოზ გურამიშვილისა, რომელიც ეხმიანება . დოდაშვილის ზემოდასახელებულ წერილს და სიამოვნებასა და სიხარულს გამოთქვამს იმის გამო, რომ უპასუხოდ არ დარჩა რუსი პუბლიცისტის სიყალბის შემცველი სტატია. თადეოზ გურამიშვილის ხმა ამ შემთხვევაში შეგვიძლია ხალხის ხმად მივიჩნიოთ.
       სოლომონ დოდაშვილი ინტერესდებოდა ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებით, სწავლობდა, აკვირდებოდა და მწერლის თვალთახედვით გაიაზრებდა ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტს. სწორედ მწერლის ნიჭი, ალღო და ევროპული განათლება ეხმარებოდა მას, რომ გაერჩია და დაელაგებინა მეორეხარისხოვანი და უპირველესი. ათას წვრილმანში, მოგეხსენებათ, მხოლოდ მწერალს აქვს უნარი, შეამჩნიოს ტენდენციის ამრეკლავი დეტალი და თავის მხრივ ან მხარი დაუჭიროს, ან სრულიად გაეიჯნოს ამა თუ იმ მოვლენას. ამ მსჯელობას ადასტურებს თუნდაც ძმასთან, სტეფანესთან მიმოწერა, რომელიც `სალიტერატურო ნაწილში~ გამოქვეყნდა. როსტომ ჩხეიძე ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, ლიტერატურულ მისტიფიკაციასთან გვქონდეს საქმე და სტეფანეს წერილიცა და საკუთარი პასუხიც სოლომონის შეთხზული იყოს. ასეთ შემთხვევაშიც (ამ შემთხვევაში უფრო) თვალსაჩინოდ იკვეთება სოლომონ დოდაშვილის, როგორც პროფესიონალი მწერლის თვისებები.
     და შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. მისი სახელით სულ ორიოდე მოთხრობაა ჩვენამდე მოღწეული. ორივე ჟურნალში გამოქვეყნდა (გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება `ჟინევრა~ ნათარგმნი იყოს). ორივე მხატვრულ ნაწარმოებსმოთხრობებს `ჟინევრა~ და `ელენა~ – ატყვია პროფესიონალი ავტორის ხელი. `ჟინევრა~ აშკარად ამჟღავნებს მისტიფიკაციით, ფანტაზიით, ლიტერატურული თამაშით გატაცებას. `ელენაში~ კი დასმულია XIX საუკუნის ქართული (და არა მარტო ქართული) მწერლობისთვის საყურადღებო თემა ქალთა ემანსიპაციისა, ქალის უფლებებისა. მაშასადამე, სოლომონ დოდაშვილი, XIX საუკუნის ჩვენს მწერლობაში პირველია, ვინც ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს მიაქცია ყურადღება (იმაზე, თუ როგორ უნდა თხოვდებოდეს ქალისაკუთარი თუ მშობლის სურვილით, ჯერ კიდევ `ვეფხისტყაოსნის~ ავტორი დაგვაფიქრებს. თუმცა იქ მარტო სამეფო ოჯახზეა საუბარი და ამიტომ საზოგადოდ ყველა ქალის მდგომარეობას, იქნებ, არც ასახავდეს).
     აშკარაა, რომ დოდაშვილი ამჟღავნებს პროფესიონალი მწერლის ყველა ნიშანს, ოღონდსრულყოფილად ვერა. ამის შემდეგ (1832 წლის შემდეგ) ქართული კულტურის (ლიტერატურის) განვითარებაში ხანგრძლივი წყვეტა გვაქვს. ამიტომ ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ მწერლობა, როგორც პროფესია, უკვე არსებობს და ვითარდება ჩვენში. თუმცა ის ჩანასახი უკვალოდ არ დაკარგულა და მწერლობის პროფესიონალიზაციის პროცესი კვლავ გაგრძელდა ოცი წლის შემდეგ. თუ ამ პერიოდის ჩვენი ყოფის თავისებურებებს გავითვალისწინებთ, გასაგები გახდება, რომ სრულყოფილად ეს მოვლენა ამ დროსაც ვერ გამოვლინდა. მეტიც, ფაქტობრივად, ხელახლა დაიწყო და სოლომონ დოდაშვილის გავლილი გზა მხოლოდ მორალურ დახმარებას თუ გაუწევდა 50-იანი წლების მწერალსა თუ საზოგადო მოღვაწეს. რასაკვირველია, არც ესაა უმნიშვნელო და ამიტომაც მოხდა ისე, რომ XIX საუკუნის შუა ხანებში მწერლობის პროფესიონალიზაციის ხელახლა დაწყება დაკავშირებულია დოდაშვილის ყოფილ მოსწავლეებთან, დოდაშვილის ინტელექტუალური და მორალური საგანძურის მემკვიდრეებთან. აქ, უპირველესად, გიორგი ერისთავი უნდა ვახსენოთ და მისი დიდი ღვაწლი ქართული კულტურის განვითარებაში. თუმცა გიორგი ერისთავი უშუალოდ სოლომონ დოდაშვილის მოსწავლე არ ყოფილა გიმნაზიაში, მაგრამ, 32-ის სამზადისში მასთან დაახლოებულა (ერთად მონაწილეობდნენ 32 წლის შეთქმულებაში) მისი სასიკეთო გავლენაც განუცდია.
     ორი წლის განმავლობაში (1852-54 წლებში) ედგა სათავეში და გამოსცემდა ჟურნალ `ცისკარს~ გიორგი ერისთავი. Mასაც მოუხდა იმ წინააღმდეგობების გადალახვა, რომელთა დაძლევისთვის ენერგიას არ იშურებდა პირველი ქართველი რედაქტორი. `ცისკრის~ რედაქტორსაც უამრავი საქმე აწვა კისერზე და მათ შორის, ფინანსური პრობლემების მოგვარებაცხელის მომწერთა მოძიება, ჟურნალის ფასის განსაზღვრა დედაქალაქსა და რეგიონებში და სხვა. საბოლოოდ ეს ჟურნალიც უსახსრობამ შეიწირა.
     თავისი შემოქმედებითი შრომის, ინტელექტუალური პროდუქტის მატერიალურად გარდაქმნა სცადა ზურაბ ანტონოვმა. გიორგი ერისთავის სკოლის წარმომადგენელი ანტონოვი დღეს ნაკლებად დაფასებულია ჩვენში, ვიდრე იმსახურებს. იგი, რა თქმა უნდა, არ გახლდათ პროფესიონალი მწერალი ამ ტერმინის სრული (სამივე) მნიშვნელობით. ვერც იქნებოდა. იმდროინდელი საზოგადოებრივი ყოფა არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მწერლობა ცალკე პროფესიად ჩამოყალიბებულიყო. თუმცა ფაქტია, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად, ანტონოვმა ხელი შეუწყო ამ პროცესს.
     ვაჭრის ოჯახში გაზრდილმა დრამატურგმა ახალგაზრდობაშივე სცადა ვაჭრობა, მაგრამ ამ საქმეში ხელი მოეცარა. სამაგიეროდ, დიდი ნიჭი და უნარი გამოამჟღავნა და წარმატებასაც მიაღწია, როგორც დრამატურგმა. ხალხს მისი პიესები მოსწონდა (უნდა ითქვას, რომ უმრავლესობა, მასა პიესას სცენაზე წარმოდგენილი სპექტაკლის მიხედვით აფასებდა).
    ზურაბ ანტონოვი ზრუნავდა საკუთარი ნაწარმოებების წიგნებად გამოსაცემად. ფიქრობდა, რომ წიგნების გაყიდვა გაეხადა შემოსავლის წყაროდ. სხვა საქმეა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს სრულად ვერ შეძლო, მაგრამ თვით ფაქტი მეტად საინტერესოა და ვფიქრობ, ყურადღებას იმსახურებს. აი, რას იგონებს ივანე კერესელიძე: როცა `ანტონოვს ფრთები შეეკვეცა, ცხოვრების საღსარი აღარ ჰქონდა ის შეუდგა ეხლა თავის თხზულებების ბეჭდვასა. აგროვებდა მცნობებში ფულსა (და ვინ არ იცნობდა იმასა, მეტადრე მედუქნეები). ბეჭდავდა თავის თხზულებებსა, ამოიჩლიავებდა რამდენსამეს იღლიაში, დადიოდა მიგლეჯილ-მოგლეჯილი ბულვარზედ და მცნობებს ეხვეწებოდა, ვინც გზაზედ შეხვდებოდა, ეყიდნათ თითოოროლა წიგნი.” როცა მომაკვდავი ანტონოვი შინ შეიყვანეს, იქ თურმე ქვის იატაკზე ეწყოთავისგან გამოცემული წიგნები, რის გაყიდვა ვერ მოუსწვრია” (კერესელიძე 1893: #17)     ვხედავთ, რომ ზურაბ ანტონოვს არც გამომცემელი ჰყავდა, არც რეალიზატორი, ყველაფერს თვითონ აკეთებდა ნაჩუქარი თუ ნასესხები თანხებით, მაგრამ ეიმედებოდა, რომ ასე ცხოვრების სახსარს გაიჩენდა. ასე რომ ანტონოვი, გარდა იმისა, რომ მოწოდებით მწერალია (სიახლეები შემოიტანა მწერლობაში, მის ზოგიერთ პიესას დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა და წარმატებით იდგმება ქართულ სცენაზე), ცდილობს, ლიტერატურული საქმიანობა გაიხადოს სტაბილური ფინანსური შემოსავლისა და არსებობის ძირითად წყაროდ. თუმცა ამას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს, ერთ-ერთი საფუძვლის დამდები მაინც არის მწერლობის პროფესიონალიზაციისა.

                        
ლიტერატურა

      გოზალიშვილი 1970 _ .გოზალიშვილი, 1832 წლის შეთქმულება, II,      თბილისი.
კერესელიძე 1893 #17 _ ივ. კერესელიძე, ჩვენი დრამატურგი ზურაბ ანტონოვი, ჟურნალი `ივერია~.
კუპრეიშვილი 2016  -    ნონა კუპრეიშვილი, აკაკი წერეთელი და ქართული მწერლობის პროფესიონალიზაციის პროცესილიტემისია,EKONhttp://ekonomikurikonceptebi.blogspot.com/
ჩორანი 2016 _ მილ მიშელ ჩორანი, ჟურნალი `საგურამო~, 2016, #@1.
ჩხეიძე 2016 _ . ჩხეიძე, მისიონერი _ სოლომონ დოდაშვილის ცხოვრების ქრონიკა, თბილისი.
ჯოლოგუა 2011 _ . ჯოლოგუა, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, თბილისი.

E Тод  2002  #58  Тод  У. Достоевский  как  професиональный писательНЛО