Translate

Monday, February 1, 2016

შესავალი სტატია კრებულისა „ახალი ეკონომიკური კრიტიკა“ (რეზიუმე, II ნაწილი)



        მარკ ოსტინი და მარტა ვუდმანსი

        ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ, ფილოლოგიის დოქტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა



  ლიტერატურისა და კულტურის კვლევისას ეკონომიკური მეთოდების გამოყენებამ შეიძლება მრავალი პრობლემა წარმოშვას. ერთ-ერთი ამგვარი პრობლემაა ტერმინ `ეკონომიკით~ განსხვავებათა ნებისმიერი სისტემის აღნიშვნა, განურჩევლად იმისა, მოიცავს თუ არა ეს სისტემა ფასეულობას, ფულს, დეფიციტსა და  შრომას. ამგვარად, ეკონომიკური კრიტიკისთვის არსებითია  ეკონომიკური ცნებების დახვეწა და დაზუსტებაეკონომიკური კრიტიკა ახორციელებს ამგვარ მეტაკრიტიკულ ოპერაციებს, როდესაც აანალიზებს თვით ეკონომიკური კრიტიკის პრაქტიკებსა და  ჰიპოთეზებს: ეკონომიკური პარადიგმებისა და ტერმინების (მაგ., `ღირებულება~, `კაპიტალი~, `ეკონომიკური~) გამოყენებას; ჰომოლოგიური მეთოდის არსს; ხარისხსრომლითაც  ეკონომიკური დისკურსი იცნობიერებს საკუთარ მოძველებულ წარმოდგენებს. რა თქმა უნდა, წინამდებარე ნარკვევიც ამ კატეგორიაში შედის, რადგანაც ცდილობს, აღმოაჩინოს როგორც ბზარები, ასევე _ შემაერთებელი  ხიდები ეკონომიკურ და ლიტერატურულ-კულტურულ კვლევებს შორის და ხელი შეუწყოს ცოდნის გაცვლა-გამოცვლას სხვადასხვა დისციპლინას შორის. კროსდისციპლინარული დიალოგის ამ საფეხურზე ეკონომიკური კრიტიკისთვის არსებითია _ როგორც ლიტერატურულ, ისე ეკონომიკურ ასპექტში _ შემოწმება და დახვეწა ვარაუდებისა და ცნებებისა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჭარბი განზოგადებები, ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება ან განვრცობა და გულუბრყვილო `ეკონომიზმი~, რომელიც რთულ კულტურულ  ფენმომენებს მარტივი მიზეზებით ხსნის.
   ამიტომაა, რომ წინამდებარე კრებულში ადგილი ეთმობა პოლემიკას, რომელიც ეხება ეკონომიკური კრიტიკისა და კრიტიკული ეკონომიკის როლსა და ღირებულებას; მიზეზებს, რომელთა გამოც ეკონომისტები ეწინააღმდეგებიან ლიტერატურული მეთოდების დანერგვას მათს დარგში; ობიექტურსა და ლაკონიურ კრიტიკას ისეთი `ანტიეკონომიკური~ კრიტიკოსებისა, როგორებიც არიან ბატაი და ლიოტარი.   მიუხედავად ამისა, ამგვარ ანტიეკონომიკურ ეკონომიკებს შეუძლიათ კორექტივები შეიტანონ როგორც მარქსიზმის, ისე _ ნეოკლასიკალიზმის ესენციალიზმში და ხელი შეუწყონ ჭეშმარიტად `ეკონომიკური~ ცოდნის ჩამოყალიბებას. ლიტერატურულმა და ეკონომიკურმა კრიტიკამ შეიძლება უზრუნველყოს საქონლისა და მომსახურების დისტრიბუციის, გემოვნების და, ასევე, ადამიანების სოციალური ბუნების ალტერნატიული გაგებები. ამასთან გასათვალისწინებელია (Yთუნდაც განსხვავების ლიოტარისეულ გაგების საფუძველზე), რომ შეუძლებელია ნებისმიერი დისციპლინის წესების ან აქსიომების  მექანიკური გამოყენება მეორის მიმართ. საჭიროა გააზრებულ იქნას  კროსდისციპლინარული მეთოდების საზღვრები.A
    ეკონომიკური კრიტიკა განიხილავს გზებს, რომლებითაც ეკონომიკა  უკავშირდება  მხატვრული პროდუქციის წარმოებას, მის აღქმას და, უფრო ზოგადად, ყველა კულტურული ობიექტისა და მეთოდის ღირებულებას. ამ კრიტიკული გამოკითხვისა და გაცვლა-გამოცვლის უდიდესი მნიშვნელობა ისაა, რომ ვეცნობით სოციალურ ქცევას და ვუპასუხებთ ოდინდელ ეთიკურ, ფილოსოფიურ და ეკონომიკურ კითხვებს:L რა აიძულებს ადამიანებს, მიიღონ ესა თუ ის ეკონომიკური გადაწყვეტილებები სხვების ნაცვლად? როგორია ხელოვნების ქმნილებათა ეკონომიკური სტატუსი: ესე იგი, როგორ ხდება, რომ ლიტერატურული ნაწარმოებები ასახავს ინდივიდუალურ ეკონომიკურ ქცევას და, ამასთან, აყალიბებს კიდეც მას, ისევე, როგორც _ უფრო ფართო ეკონომიკურ პრაქტიკებს გარკვეულ ისტორიულ პერიოდში? როგორ მუშაობს ფინანსური ბაზრები და  რა განსაზღვრავს მათს დინამიკას? რა გაგებით და რა დონემდე არის შედარებადი ლინგვისტური და ეკონომიკური სისტემები? როგორ ასახავს ან აყალიბებს ფულის  მზარდი დემატერიალიზაცია სხვა კულტურულ პრაქტიკებსა და შეხედულებებს? როგორია ურთიერთმიმართება ეკონომიკურ პრაქტიკებს, კანონებს ან თეორიებს (საკუთრებას, კრედიტსა და დებეტს, ფულს) _ და  პიროვნებას შორის? წინამდებარე წიგნი, კრიტიკულ გამოკვლევებთან ერთად, გვთავაზობს ამ კითხვების ფორმულირების უამრავ ახალ გზას და შესაძლო პასუხებს მათზე.
   როგორ  ძალუძს ეკონომიკურ კრიტიკასა და კრიტიკულ ეკონომიკას გააფართოოს კულტურის ჩვენეული გაგება? ორი დისკურსული სფერო _ ჩუქების თეორია და მოხმარებაძალზე პერსპექტიულია მომავალი მუშაობისთვის. მაგრამ საჭიროა, ასევე, ეკონომიკური ნარატივების ძველი სფეროებთან _ მაგალითად, საბუღალტრო დავთრებთანკონტრფაქტურ ჰიპოთეზებთან _ და ნარატიული მოთხრობების სხვა ფორმებთან მათი მიმართებების ახლებური გამოკვლევა. გარდა ამისა, უკეთ უნდა განიმარტოს სქესისა და ეთნიკური კუთვნილების როლი როგორც ეკონომიკაში, ისე  _ ლიტერატურულ ეკონომიკაში: მაგალითად, რა კავშირი აქვს  სქესობრივ კუთვნილებას ეკონომიკურ ნარატივებთან და ნარატივებთან ეკონომიკის შესახებსაჭიროა, ასევებატაის, მოსის და ლიოტარის მსგავსი მოაზროვნეების `არაეკონომიკური~ და `ანტიეკონომიკური~ თეორიების შეჯერება მარქსისტულ და ნეოკლასიკურ  შეხედულებებთან და დაკვირვებული ანალიზის მეოხებით ამგვარი თეორიების  ხარვეზებისა და გაზვიდებების გამოვლენა; სასარგებლო იქნება გამოკვლევა იმისა, როგორ შეიძლება გაღრმავდეს ეკონომიკური ფენომენების შესახებ ჩვენი ცოდნა მათი უფრო ფართო კულტურული მნიშვნელობების  გათვალისწინების მეშვეობით; მრავლისაღმთქმელი უნდა იყოს დისკუსიაც იმის თაობაზე, როგორ შეიძლება შეიცვალოს წიგნების ან სხვა კულტურული არტეფაქტების ჩვენეული გაგება `მექანიკური რეპროდუქციის~ ან `გვიანი კაპიტალიზმის~ ხანაში, როდესაც ყველაფერს საქონლის სახე აქვს მიცემული და, ამასთან, ყველაფერი  სიმბოლიზებულია; აუცილებელია ელექტრონული ფულის (მაგალითად, საკრედიტო ბარათების, სადებეტო ბარათების და პლასტიკური ბარათების) ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ეფექტის საგულდაგულო განხილვა.
   ბოლოს, ჩვენ, ლიტერატურის კრიტიკოსები, უკეთ უნდა გავერკვეთ ეკონომიკური ტერმინებისა და პარადიგმების შინაარსში, მაგრამ ეკონომისტებმაც უფრო კორექტულად უნდა გამოიყენონ ისეთი ლიტერატურული ცნებები, როგორებიცაა, მაგალითად, `მეტაფორა  ~ ან `ნარატივი~. ზოგადად, გვჭირდება უფრო გააზრებული, კარგად ინფორმირებული, სისტემატიზებული ცოდნა და კვლევა ორსავე სფეროში, რათა ეკონომიკური ლიტერატურული კრიტიკა უფრო ეკონომიკური გახდეს (მაგრამ თავი აარიდოს დეფინიციათა შეზღუდულობასა და სიხისტეს), ხოლო კრიტიკული ეკონომიკა _ უფრო სოციალური და უფრო კრიტიკული.
     ამჟამად ეკონომიკური კრიტიკა, რომელიც  თითქოს მოითხოვს ზუსტ და ლოგიკურ მეთოდებს, თითქმის ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ტექსტების ზედაპირულ შრეზე _ პერსონაჟთაA ქცევაზე, მონეტარულ ტერმინებსა და ტროპებზე და .. P_ ხშირად იმგვარად, რომ არ იკვლევს თვით ავტორის საკუთარ ფინანსურ ჩვევებს ან შეხედულებებს და არ ითვალისწინებს არც ეროვნულ თუ ლოკალურ ეკონომიკებს და არც  თანამედროვე ეკონომიკურ პრაქტიკებს ან თეორიებსმაგალითად, ერთმანეთისგან  თითქმის ოცი წლით გამიჯნულ ორ  _ დონალდ მალის (Donald Mull) (1073) და პეგი მაკკორმაკის (Peggy McCormack) (1990) _ ნაშრომში განხილულია ჰენრი ჯეიმსის თხზულებებიმალის გამოკვლევა ეძღვნება `ცნობიერებაში ფულისა და მისი კონვერსიის~ ანალიზს; ის საგულდაგულოდ ახასიათებს ტროპებს, პერსონაჟებსა და მოვლენებს, თავისი დროისთვის ჩვეული წარმოდგენების შესაბამისად (თუმცა კი მოკლედ განიხილავს  ფულის მიმართ ჯეიმსის დამოკიდებულებასაც), ხოლო მაკკორმაკი ემყარება ახალ კრიტიკას და იყენებს ისეთ ცნებებს, როგორებიცაა `კაპიტალიზმი~, `მოხმარება~ ან `საქონელი~, მაგრამ არ განიხილავს მათ რთულ მნიშვნელობებს სხვა კონტექსტებში. ამ ნაშრომში გვხვდება საინტერესო ვარაუდები ტროპებისა და მოვლენების `ეკონომიკების~ შესახებ, მაგრამ ამოსავალი დებულება, რომლის თანახმადაც, ტექსტები ჩაკეტილი სისტემებია, აკნინებს მათს ღირებულებას.
   ამგვარი ფორმალისტური ანალიზი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის განიხილავს ტექსტს, როგორც გაცვლა-გამოცვლისა და გარიგებების ლოკუსს, შეიძლება ნაყოფიერი იყოს. მაგალითად, იან რეიდის (Ian Reid) ბოლოდროინდელ ნარატოლოგიურ გამოკვლევაში, რომელიც ეხება ნარატიულ `უუფლებობას~ და `გაცვლა-გამოცვლას~ (exchange), შემოაქვს რამდენიმე სასარგებლო `ეკონომიკური~ მოდელი ტექსტებსა და ავტორს შორის  ძალთა თამაშის განსაზღვრის მიზნით. სამწუხაროდ, რეიდი იშვიათად აკავშირებს ტექსტების შინაგან ეკონომიკებს მათს ეკონომიკურ შინაარსთან ან კონტექსტებთან, რომლებშიც ტექსტები განთავსებულია. მისი ნაშრომი ააშკარავებს მთელი თანამედროვე ეკონომიკური კრიტიკის ხარვეზს _ უგულებელყოფას იმისა, რასაც მარკ Aშელი (Marc Shell) უწოდებს `ტროპების გაცვლა-გამოცვლასტექსტთა შორის _ და, აგრეთვე, ავლენს ისტორიული ინფორმირებულობის აუცილებლობას: განმარტებითი კონტექსტის გარეშე ეკონომიკური ცნებები თითქოს შემთხვევით არის ხოლმე შერჩეული და არაა განპირობებული ინტრატექსტუალური, ინტერტექსტუალური და ექსტრატექსტუალური დინამიკით. თუ არ განვიხილავთ ლიტერატურულ დისკურსებს, როგორც მრავალფეროვანი სოციალური დისკურსების გარკვეულ ჯგუფს, მაშინ გაუგებარი იქნება, რატომ არ შეიძლება, ვთქვათ, ფსიქოანალიტიკური ცნებების გამოყენება  ეკონომიკური ცნებების ნაცვლად (მაგალითად, ნარატიული დინამიკის აღწერისას).
   ეკონომიკური კრიტიკის მეორე ფორმა  (ძირითადად, 1990 წლამდე ჩამოყალიბებული) განიხილავს ინდივიდუალური ავტორებისა ან სკოლების ეკონომიკურ ჩვევებს იმის განსასაზღვრად, თუ როგორ აისახება ეს ჩვევები მათს თხზულებებზე. მემარცხენე ან მარქსისტული იდეოლოგიასთან დაკავშირებული ამ ნაშრომების უმრავლესობაში უკრიტიკოდაა გამოყენებულია წინამორბედი სოციალური თეორიების ცნებები. გარდა ამისა, ბევრი ამგვარი გამოკვლევის მიზანია, უმეტესად, სხვადასხვაგვარი ეკონომიკური თეორიების, ცნებებისა ან ფილოსოფიების  `გამოყენება~, ისე, რომ არ განიხილებამაგალითადროგორ იყო გააზრებული კრედიტი, ღირებულება ან ფული ნაწარმოების გამოქვეყნებისა და აღქმის პერიოდში. ეს გამოკვლევები ჯერ კიდევ მთელ ყურადღებას უთმობს  ტექსტთა ზედაპირულ შრეს _ შინაარსს და უგულებელყოფს თეორიულ კვლევებს ეკონომიკურ კრიტიკასა და თვით ეკონომიკის ისტორიაში. ამასთანყველაზე დახვეწილი ადრეული კრიტიკა ეძიებდა პარალელებს, ერთი მხრივ, ეკონომიკურ ბელეტრისტიკას (გამონაგონს) ან ტროპებსა (ტექსტებში) და, მეორე მხრივ, ეკონომიკაში გამოყენებულ ტროპებს შორის. ამგვარ საუკეთესო ნაშრომებს შორის შეიძლება დავასახელოთ ჰაინცელმანის (Heinzelman) გამოკვლევა, რომელშიც გაანალიზებულია სპენსერის, თოროსა და უილიამ კარლოს სპენსერის ენა და ლოგიკა (რომელიც საერთოა პოეტური და ეკონომიკური სისტემებისთვის), საგულდაგულო ანალიტიკური ეკონომიკური წაკითხვის მეშვეობით..
    ჰაინცელმანის მსგავსად. ეკონომიკური კრიტიკის სხვა ფუძემდებლებმა უბრალოდ აღიარეს: ეკონომიკა  წარმოქმნის ღირებულების, სესხის, ფულის და გაცვლა-გამოცვლის ამსახველი ტროპებისა და ნარატივების მზა სისტემას, რომელიც საფუძვლად უდევს არა მარტო მის საკუთარ პრაქტიკებსა და ტექსტებს, არამედ _ ლიტერატურულ (არაეკონომიკური ხასიათის მქონე) დისკურსებსაც. მოკლედ, ეკონომიკური კრიტიკა ემყარება პარალელებსა და ანალოგიებს ენობრივსა და ეკონომიკურ სისტემებს შორის. ამასთან, ლიტერატურული ეკონომიკის  თეორეტიკოსებმა უნდა დაიწყონ სოსიურისეული ლინგვისტიკისა და პოსტსტრუქტურალისტური თეორიის აქსიომებით _ იმით, რომ ყველა ნიშანი არბიტრარულია და ერთმანეთთან სინტაგმატურად დაკავშირებული _ და შემდეგ იკვლიონ ფულისა და ფინანსების ერთნაირად ფიქტიური ან კონსტრუირებული  ბუნება.
შესაძლოა, ყველაზე ადრეულ მცდელობას ღრმა ჰომოლოგიური კავშირებისა ფულსა და ენას შორის წარმოადგენს . როსი-ლანდის აწ უკვე  დავიწყებული წიგნი `ლინგვისტიკა და ეკონომიკა (1975), რომელიც ინარჩუნებს თავის ფასეულობას იმის გამო, რომ მასში ენა განხილულია, როგორც ისტორიული და სოციალური `კაპიტალი~ და დეტალურადაა განსაზღვრული ენისა და ფულის მორფოლოგიის პრაქტიკული და თეორიული კვლევების შესაძლო საშუალებები. როსი-ლანდის ჰომოლოგია ანალოგია როდია: ანალოგია თავს იჩენს a posteriori, როდესაც ორი ობიექტი უკვე არსებობსა; ჰომოლოგიური  მეთოდი, პირიქით, შეისწავლის თანაზომად არტეფაქტებს ან ობიექტებს როგორც ისტორიულად, ისე P ონტოლოგიურად, რათა მათში საერთო ანთროპოგენური ფესვები აღმოაჩინოს. ბედის ირონიით, როსი-ლანდის უიღბლო მცდელობა, გამოეყენებინა მარქსისტული ტერმინოლოგია ენის მიმართ, იმპლიციტურად გულისხმობს  ჭეშმარიტი ჰომოლოგიის აღმოჩენის სიძნელეს.. ჰომოლოგიური მეთოდი შეიცავს სხვა პოტენციურ საფრთხესაც, რომელმაც მისი კრიტიკული განხილვისას იჩინა თავი. მიუხედავად ამისა, მეთოდის მნიშვნელოვანი უპირატესობას წარმოადგენს სოციალური ფორმების `შიგნიდან~ შესწავლის შესაძლებლობა.
ჩვენი აზრით, ლიტერატორებისა და ეკონომისტების თანამშრომლ;იბა განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება ორ დისკურსულ სფეროში, რომლებიც აქამდე ეკონომიკა, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიტიკა არ ითვალისწინებდა. პირველი მათგანი მოიცავს ანტიბურჟუაზიული და ანტიკაპიტალისტური წერილობის ფართო სპექტრს, რომელიც მომდინარეობს ფრანგული სტრუქტურალიზმიდან, რომელიც  აერთიანებს ანთროპოლოგიას, სოციოლოგიასა, ეკონომიკასა და ფსიქოანალიზს: ჩუქების თეორიას. მეორე მათგანი წარმოიშვა ფრანკფურტის სკოლაში, მაგრამ ბოლო ხანებამდე  უგულებელყოფილი იყო როგორც მემარცხენეების, ისე მემარჯვენეების მიერ: ესაა მოხმარებისა და მომხმარებლობის ეკონომიკური და დისკურსული ანალიზი. ამ ორ სფეროში ეკონომისტებსა და ლიტერატურის/კულტურის კრიტიკოსებს შეუძლიათ ნაყოფიერად გააერთიანონ ძალები ფემინიზმთან, ოპოზიციურ კულტურულ კრიტიკასთან, ეკონომიკასა და ფსიქოანალიზთან, ლიტერატურის თეორიასა და კრიტიკასთან. ერთობლივად, დისკურსების ამ ორი (ჩუქებისა და მოხმარების) სახეობის კვლევის საფუძველზე  შეიძლება შემუშავებყულ იქნას ეკონომიკისა და ეკონომიკური კრიტიკის ახალი პრინციპები. ჩუქების თეორიის საკითხები პირველად განიხილა მარსელ მოსმა (Marcel Mauss) 1925 წლის ანთროპოლოგიურ თხზულებაში `ესე ჩუქების შესახებ~. მოსის გამოკვლევა გამოიყენა უამრავმა მოაზროვნემ, რომელთაგან თითოეული ხაზს უსვამდა მოსის თხზულების სხვადასხვა ასპექტს. მაგალითად, ლუის ჰაიდმა (Lewis Hyde) (1983) განავრცო მოსის იდეები ბაზრისა და ჩუქების ეკონომიას შორის რადიკალური განსხვავების  პოსტულირებისას, რაც, მისი აზრით, ასევე, განმარტავს მხატვრული შემოქმედებიოს სოციალურ ფუნქციასა და წარმომავლობას. რომანისტი და ფილოსოფოსი ჟორჟ ბატაი (1988) აყალიბებს `ზოგადი ეკონომიკის~ გავლენიან თეორიას, რომელიც ემყარება პოსტულატს იმის შესახებ, რომ მრავალი სოციალური ფორმის საფუძველია ხარჯვა და არა მოგება, ჟაკ დერიდა _ დეკონსტრუქტივიზმის ფუძემდებელი ითვალისწინებდა მოსის და ბატაის იდეებს, ყოველ შემთხვევაშიესეში `კერძო ეკონომიკიდან ზოგადი ეკონომიკისკენ~ (ნაშრომში `წერილობა და განსხვავება~, 1978), და მომდევნო გამოკვლევებში `დროის პრეზენტაცია: ყალბი ფული~ (1992). აქ დერიდა ამტკიცებს, რომ მცდარია  მოსისეული წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს საჩუქარი სრულიად თავისუფალია ანგარებისგან. ჟან-ფრანსუა ლიოტარი აკრიტიკებს მოსს `პრიმიტიული კულტურების~ უტოპიური რომანტიზების გამო, მაგრამ იმავეს სჩადის  (ოღონდ განსხვავებული ფორმით) თავის `ლიბიდურ ეკონომიკაში~ (1993) (როგორც დერიდას, ისე ლიოტარის შეხედულებები განხილულია ამარილიოსა და რუჩოს სტატიაში, რომელიც  წინამდებარე კრებულშია განთავსებული). თუკი `ენისა და ფულის~ თეორეტიკოსთა ყველაზე საჭირბოროტო პრობლემა ეხება სხვადასხვაგვარი კულტურული ფორმებისა და რეპრეზენტაციის ტიპების ჰომოლოგიურობის პრობლემას, ჩუქების თეორეტიკოსებს აინტერესებთ, რა მიმართება არსებობს საჩუქრის გაცემასა და ანგარებას ან მოგებას Dშორის. განსხვავდება თუ არა ჩუქების ეკონომიკა (თუკი შევთანხმდებით, რომ ასეთი რამ არსებობსსაბაზრო ეკონომიკისგან? და  თუ ასეა, წარმოქმნის თუ არა ის ქცევებისა და პარადიგმების სხვადასხვაგვარ ერთობლიობებს? მოტივირებულია  თუ არა ჩუქება (მთლიანად ან ნაწილობრივ) ალტრუიზმით, თუ ის მხოლოდ ნიღბავს ანგარებას? ჩუქების პრობლემის გამოკვლევათა უმრავლესობას ორი ურთიერთსაპირისპირო პოზიცია უკავია. პირველი მათგანი  წარმომადგენლები გახლავან ბატაი და ჰაიდი. ჩუქების ჰაიდისეულმა ანთროპოლოგიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამ საკითხს გაეცნო ინგლისურენოვანი აუდიტორია. ბატაისთვის კაცობრიობის კულტურის უმნიშვნელოვანესი ფენომენია არა ნაკლებობა (დეფიციტი), არამედ _ სიჭარბე, რომელიც ეფექტურად ვერ გამოიყენება და, აქედან გამომდინარე, გამოყენებულ ან დაკარგულ უნდა იქნას (მოგების გარეშე). ისევე, როგორც მოსისთვის, ბატაისთვისაც ჩუქების სანიმუშო რიტუალს წარმოადგენს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის მკვიდრ ამერიკელ ინდიელთა შორის გავრცელებული პოტლაჩის რიტუალი, როდესაც მდიდრული, უჩვეულო საჩუქრის გაცემა საშუალებას აძლევს ბელადებს, განზრახ გაფლანგონ დოვლათი და ამ დანაკარგის წყალობით პრესტიჟი მოიპოვონ. ბატაის `ზოგადი ეკონომიკის~ თანახმად, `ადამიანები არსებობენ არა იმისთვის, რომ დააგროვონ~, არამედ _ `თავისუფალი, შეუზღუდველი ხარჯვისთვის~. ამგვარად, ბატაისთვის ყველა მნიშვნელოვანი რიტუალი, მათ შორის (და განსაკუთრებით) ხელოვნება და პოეზია  უკავშირდება დანაკარგს და მსხვერპლშეწირვას. ჰაიდის, ისევე, როგორც მოსის თხზულება აღბეჭდილია გულუბრყვილი უტოპიზმითროდესაც ჰაიდი ყოფს ეკონომიკურ ქცევებს, ერთი მხრივ, ბაზრისა და, მეორე მხრივ, ჩუქების არათანაზომიერ სფეროებად, ის მიმართავს ბაზრების დემონიზებას და ჩუქების სენტიმენტალიზებასდევიდ ჩილის (David Cheal) მსგავსად, რომელიც აკავშირდებდა საჩუქრების გაცვლა-გამოცვლის `ზნეობრივ ეკონომიკას~ დასავლურ კულტურაში ქალების შრომასა და ქალის სოციალურ როლთან, ჰაიდი განსაზღვრავს საჩუქრებს, როგორც `ქალთა საკუთრებას~, ხოლო ჩუქებასროგორც `ქალურ კომერციას~. (ჰაიდის კონცეფცია შეიძლება გაფართოებულ იქნას გეილ რუბინის ცნობილი ნარკვევით  `ქალებით ვაჭრობა~, რომელშიც ჩამოყალიბებულია კონტრარგუმენტი ლევი-სტროსის მიერ  `ნათესაობის ელემენტარულ სტრუქტურებშიწარმოდგენილი ცნობილი დებულებისა იმის შესახებ, რომ ქალების გაცვლა-გამოცვლა თვით კულტურის საფუძველს წარმოადგენს). ამგვარადჰაიდისეულ გამოკვლევაში გადააზრებულია  ჩუქებისა და სქესის (გენდერის) ურთიერთმიმართებები: ესაა კიდევ ერთი ასპარეზი, სადაც შეიძლება გაერთიანდეს ლიტერატურის კრიტიკა, კულტურის კვლევები და ეკონომიკა.
   საინტერესოა, რომ ჩუქება (საჩუქრების გაცვლა-გამოცვლა) წარმოადგენს, შესაძლოა, ყოველგვარი ეკონომიკური ქცევის ფუნდამენტურ ნორმას: რეციპროკულობას  (ორმხრივობას). უფრო მეტიც, ჩუქების თეორია გვაიძულებს, დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვები სხვა სახის ეკონომიკური აქტივობების შესახებ: არსებითად L განსხვავდება თუ არა ჩუქება სესხის გაცემისგან? და თუ ასეა, მაშინ რა სახის ვალდებულებებს გულისხმობს ჩუქება? რა შემთხვევაში წარმოადგენს საჩუქარი სესხს? გამოკვლევები ჩუქების შესახებ  აშკარად თუ ფარულად მიემართება საკუთრებისა და ქონების არსს: ვინ არის საჩუქრის მფლობელი? როგორ ზემოქმედებს პიროვნებებზე _ რომლებიც, მოსის, ჰაიდის და ლევი-სტროსის მიხედვით, გარდუვალად სიმბოლიზებულნი არიან  საჩუქრებში (მიღებულში ან გაცემულში) _ საკუთრება, როდესაც ისინი საკუთრებას აღარ ფლობენ? ეს საკითხები განხილულია წინამდებარე კრებულის იმ ნაწილში, რომელსაც ეწოდება `სესხი  და  დამოკიდებული მდგომარეობა~. მაგალითად, დევიდ მარტინი აანალიზებს უკუგების ეთიკას მარკიზ დე სადის `ჟუსტინაში~ და  გვიჩვენებს, რომ სადი მადლიერებას, არსებითად, ეგოიზმის გამოვლინებად მიიჩნევს. მარტინის თანახმად, უკუგების სისტემას სადთან უპირისპირდება ქურდობა, რომელიც აუქმებს მადლიერების აუცილებლობას. ჟუსტინას ნარატივი, მარტინის აზრით, საშუალებას აძლევს ქალს, დაიცვას თავისი სხეული, რომლის დაუფლებისკენაც მიისწრაფვიან მისი მსმენლები. ამდენად, ჟუსტინას ნარატიული ეკონომიკა, რომლის მიზნები და შედეგები გაურკვეველია, უკუგების ეთიკური ეკონომიკის მიღმა ძევს _ აღარ საჭიროებს მას. სამირა კავოში ააშკარავებს, რომ მონები ქურდობის ჩადენის შემთხვევაში არღვევენ საკუთრების კანონს და ექვემდებარებიან  მის სანქციებს: თუ მონა (რომელიც იურიდიულად პიროვნება არაა) კანონდამრღვევად იქნება  აღიარებული, მაშინ ის აღიარებულ უნდა იქნას პიროვნებად. ეპშტეინისა და მერტინის მსგავსად, კავოში აკრიტიკებს პიროვნების ბურჟუაზიული კონცეფციების შეზღუდულობას იმის წყალობით, რომ აკვირდება რთულ ურთიერთმიმართებებს მონობას, ნარაციას, საკუთრებასა და ვალდებულებებსშორის.
     საჩუქრების გაცვლა-გამოცვლის (და მისი თანამდევითეორიები უკუგების, ვალდებულების და ალტრუიზმის შესახებ ძალზე ნაყოფიერია ეკონომისტებისთვის, ისევე, როგორც _ ლიტერატურათმცოდნეებისთვის. ძირითადი საკითხები ამგვარია: სცილდება თუ არა  საჩუქრების  გაცვლა-გამოცვლა ეკონომიკის ფარგლებს და თუ ასეა, როგორ; მოუტანა თუ არა მდედრობითი სქესს არასასურველი შედეგები აკრძალვითმა ისტორიულმა პრაქტიკებმ; როგორია ჩუქების პრაქტიკები `მამაკაცურ~ სფეროებში და როგორ უნდა აღიწეროს ისინი; არის  თუ არა საჩუქრების გაცვლა-გამოცვლა ნაკარნახევი ალტრუიზმით ან ეგოიზმით; ემყარება თუ არა პიროვნების სხვაგვარ გაგებას, ვიდრე საბაზრო ურთიერთობებით იგულიხმება; როგორ ენაცვლება ეკონომიკის ეროტიზება (ლიოტარის ან ბატაის კვალობაზე) ეკონომიკურ პარადიგმებს.
   წინამდებარე კრებულის სამი მნიშვნელოვანი სტატია გვიჩვენებს მეოცე საუკუნის კულტურისა და ეკონომიკის ურთიერთმიმართებების მომავალი კვლევების გზებს. 1. პოლ დელანის  `ვინ გადაიხადა მოდერნიზმის საზღაური?~ დამაჯერებლად გვიჩვენებს, რომ ლიტერატურული მოდერნიზმის წარმოშობა განაპირობა, ძირითადად, ქალურმა რანტიერულმა  კულტურამ. მოდერნისტებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სძულდათ რეკლამა, მფარველები მისგან იცავდნენ და თავიანთი ვალდებულებების მისტიფიცირების საშუალებას აძლევდნენ. ბედის ირონიით, სწორედ `მაღალი მოდერნიზმისტექსტებმა დაადასტურა მათი, როგორც  `სუპერსაქონლის~ სტატუსი ლიტერატურულსა და კულტურულ ბაზარზე: რთულად აღქმადი მოდერნისტული ლიტერატურული თხზულებები, საბოლოოდ, იქცა ინვესტირებად ან კომერციული ღირებულების მქონე კაპიტალად, რომელიც ფასეული  იყო მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ანტიკაპიტალისტური მიზანდასახულებით გამოირჩეოდა. 2. დევიდ ჰოუკი ახასიათებს ჯონ მეინარდ კეინსს _ წევრს ბლუმსბერის ჯგუფისა, რომელმაც არსებითი წვლილი შეიტანა მოდერნიზმის ლიტერატურასა და ესთეტიკაში _ რათა აჩვენოს, როგორ შეუწყო ხელი კეინსის რიტორიკულმა ხელოვნებამ (ეს უკანასკნელი თავს იჩენს, მაგალითად, მის ორ წერილში პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტისადმი), ეკონომიკის აღმავლობას, რაც თვით კეინსმა იწინასწარმეტყველა. რიტორიკული ხელოვნების წყალობით კეინსმა ჩამოაყალიბა წარმოდგენა ეკონომისტთა, როგორც წინასწარმეტყველთა შესახებ. 3.სკოტ ფიცჯერალდის `დიდი გეტსბისინტერპრეტაციისას მაიკლ ტრეტნერი განიხილავს ურთიერთმიმართებას ამერიკულ ლიტერატურასა და ეკონომიკურ პოლიტიკას შორის; ფიცჯერალდისეულ ნარატორსა და ნომინალურ პროტაგონისტს (ბუტლეგერს) ის აკავშირებს 1920-იან წლებში კრედიტის მიმართ დამოკიდებულების შეცვლასთან; ავლებს რა პარალელებს სექსოლოგიასა და მომჭირნეობას შორის, ტრეტნერი გვიჩვენებს, როგორ იქცა განგსტერი გეტსბი ნუვორიშად, რომელიც შიდა დეფიციტის ვალორიზაციის შედეგთა სიმბოლოდ გვევლინება. ამგვარად, სამივე სტატიაში დამყარებულია ურთიერთმიმართებებს მოდერნისტულ წერილობასა და ბაზრის ახალ ცნებებს შორის და სამივე მათგანი გვთავაზობს ახალ გზებს იმის გასააზრებლად, თუ როგორ ზემოქმედებს კონსიუმერიზმის  აღმავლობა ეკონომიკურ პოლიტიკასა და მხატვრულ პროდუქციაზე.

ახლა გავცეთ პასუხი კითხვაზე _ რა არის ეკონომიკური კრიტიკა?
.
    ეკონომიკური კრიტიკის ყველაზე გავრცელებული სახეობის ყურადღების ცენტრშია მხატვრული ქმნილებების შექმნის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური პირობები. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური კრიტიკა კულტურული კვლევების ან `ახალი ისტორიზმის~ განშტოებად წარმოგვიდგება. ის შეიძლება განიხილავდეს: 1.ცალკეული ავტორის თვალსაზრისს ფულის შესახებ, მის ფინანსურ პრაქტიკებს, მის შემოსავალს მხატვრული შემოქმედებისგან, მის პოზიციას ბაზარზე და ..  2.  მას შეუძლია გააანალიზოს უფრო ფართო ეკონომიკური ვითარება, რომელშიც იმყოფება ავტორი ან მისი თხზულება დაL რაც გულისხმობს მხატვრული ტექსტების აღქმას და შეფასებას უფრო ფართომასშტაბიან ბაზარზე; მას შეუძლია განიხილოს სხვა  კულტურული დისკურსები (მაგალითად, რეკლამა, პოპულარული კულტურული არტეფაქტები და პრაქტიკები), რომლებიც განსხვავდება განსახილველი ტექსტისგან, ზემოქმედებს მასზე ან ემსგავსება მას; მან  შეიძლება გააანალიზოს ავტორის სქესის, ეთნიკური კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენა ტექსტზე. ბოლოს, გასათვალისწინებელია, როგორი იყო  ეროვნული, რეგიონალური ან ტრანსნაციონალური ეკონომიკები ტექსტის შეთხზვის დროს.
   ეკონომიკური კრიტიკა ზოგჯერ ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საბაზრო ძალების როლი შემოქმედის კანონიზაციაშიმხატვრული ნაწარმოების გაყიდვის ან გამოქვეყნების პირობები; ესთეტიკური ფასეულობის ცვალებადი დინამიკა; ავტორის, როგორც მოხმარების საგნის აღქმა და .. აქ კრიტიკოსს შეუძლია, ასევე, მიმართოს კითხვის ეკონომიკებს _ გაცვლა-გამოცვლას ავტორებსა და მკითხველებს ან ტექსტებსა და მკითხველებს შორის (რაც შეიძლება გააზრებულ იქნას, როგორც ხელშეკრულება, საჩუქარი, სესხი ან დიალოგი).  ასეთ შემთხვევაში ტექსტი შეიძლება წარმოდგენილ იქნას, როგორც ჩეკი ან ქვითარი, რომელშიც ჩაწერილია წინამორბედი ავტორების ან ტექსტების სახელწოდებები და, ამასთან, როგორც  ბიუჯეტის, კრედიტის ან საბუღალტრო ჩანაწერები ინტერტექსტუალური ეკონომიკის ფარგლებში.
   ბოლო ხანებში რამდენიმე კრიტიკოსმა განიხილა კანონიკურობის ეკონომიკა და ავტორობის როლი პოლემიკაში ესთეტიკური ფასეულობის შესახებ. მაგრამ ლიტერატურის ისტორიის ეკონომიკა, რომელშიც ტექსტები წარმოდგენილია, ისტორიული გაცვლა-გამოცვლის სისტემების სახით, შედარებით აუთვისებელი ტერიტორიაა. ამ მეთოდის საფუძველია წინასწარ ნაგულისხმევი ჰომოლოგია  ფინანსურსა და ლიტერატურულ სესხსა და თანამდევ `სარგებელს~ შორის, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება. ავტორებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვა ავტორთა ტექსტუალური მასალა საკუთარი ტექსტის შესაქმნელად, ისეროგორც ფინანსისტები ან ბანკები ქმნიან დოვლათს კრედიტების მეშვეობით: ორსავე შემთხვევაში იქმნება გარკვეული  ფასეულობა. ესაა ალტერნატიული გააზრება ინტერტექსტუალობისა, რომლის შესახებაც მსჯელობდნენ, ერთი მხრივ, დერიდა და ბარტი (მათი აზრით, ყოველი  ტექსტი, როგორც ქსოვილი, ციტატებისგანაა აგებული), მეორე მხრივ კი, ისეთი მწერლები, როგორიცაა მაიკლ რიფატერი. მისი შეხედულებით, ინტერტექსტუალობა წარმოადგენს ლიტერატურულ სესხს; გამოყენებული ტექსტები დეპოზიტებია, ხოლო მკითხველები _ აუდიტორები, რომლებმაც უნდა იპოვონ ნასესხობანი, რათა სრულად იქნას გააზრებული ტექსტის საზრისი და, მაშასადამე, წინამორბედ ავტორებთან ინტერტექსტუალური ტექსტის ავტორის `გარიგების~ მეშვეობით მიღებული მოგებაც.
   ინტერტექსტუალური ეკონომიკის გამოკვლევებში შეიძლება, აგრეთვე, განხილულ იქნას ინტელექტუალური საკუთრების პრობლემები, მაგალითად, საავტორო უფლების არსი და ცვალებადი დეფინიციები, ასევე _ პრობლემები, რომლებიც უკავშირდება პასტიშს, პლაგიატს, გაყალბებას და .. გასაკვირი არაა, რომ ამგვარი კვლევისას ინტერტექსტუალური ეკონომიკა თავს იჩენს ფულისა და სესხის აშკარა და ფარულ მეტაფორიკაში. მაგალითად, შელი გვიჩვენებს, როგორ გამოიყენა შექსპირმა `ვენეციელ ვაჭარშიტოკოსის (რომელიც  ერთდროულად აღნიშნავს პროცენტსაც  და მოგებასაც) არისტოტელესეული გაგება, რომელიც ემყარება სესხის უძველესი ცნებას და მომდინარეობს მევახშეობის ისტორიიდან და ანტისემიტიზმისადმი მისი მიმართებიდან