ლავრენტი არდაზიანი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა, როგორც მთარგმნელი. Mმან 1858 წელს ჟურნალ
“ცისკარში”
გამოაქვეყნა
შექსპირის
“ჰამლეტის”
პროზაული
თარგმანი.
მომდევნო,
1859 წელს
კი
იმავე
ჟურნალში
ბეჭდავს
ორიგინალურ
ლექსს
“ფულები”
(გამოქვეყნდა
ინიციალებით
ლ.ა.). ლექსი
ლავრენტი
არდაზიანის
შემოქმედების
ერთგვარი
პრელუდიაა.
კერძოდ,
“ფულები”
შეიძლება
ჩაითვალოს
რომანის
“სოლომონ
ისაკიჩ
მეჯღანუაშვილი” თავისებურ შესავლად. ამ ლექსში საუბარია ფულის მნიშვნელობასა და ძალაზე.
არდაზიანი
ფულს
ახასიათებს,
როგორც
უწესოდ
გაჩენილს,
იუდას
სისხლით
გასვრილს,
ადამიანის
ზნეობრივად
გამრყვნელს. თუმცა ამავე დროს აღნიშნულია ისიც, რომ ფულს მეორე მხარეც აქვს _ დადებითი _ ადამიანი ფულის მეშვეობით ბევრ ხარისხსა და დიდებას იძენს, სიამოვნებას განიცდის. მოკლედ, არდაზიანს ფულის გაბატონება კანონზომიერ მოვლენად მიაჩნია, თუმცა მასში ვერ ხედავს ზნეობრივ სისპეტაკეს.
უწესოდ
გაჩენილო,
ურიცხვთ
დასამხობელად,
იუდას სისხლით სვრილო, ბოროტად სახმარებლად!
კაცთა
ამპარტავნების
ამწეო
მეტად
მაღლად,
მაგრამ
ამასთან
ერთად
კეთილს
იქმ
დიდად
მრავლად.
ბარემ
ისევ
ფულებო,
ვერცხლის
სიამოვნებო,
ჩვენო
თვალის
სინათლევ,
გონების
მიმტაცებო! და სხვა.
ის, რაც ლექსში “ფულები” პოეტურად, მოკლედაა ნათქვამი, უფრო გაშლილად და დამაჯერებლად არის ნაჩვენები
“სოლომონ
ისაკიჩ
მეჯღანუაშვილში”.
ეს
ნაწარმოები
გამოქვეყნდა
ჟურნალ
“ცისკარში”
1861 წელს. თემატურად “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” იმავე საკითხს
ეხება,
რასაც
გიორგი
ერისთავისა
და
ზურაბ
ანტონოვის
კომედიები.
ესაა
ძველი
კლასის
დეგრადაციისა
და
ახალი
კლასის
ფეხის
ადგმის
პროცესები
(ორივე
მწერალი
ასახავს
40-50-იანი
წლების
სინამდვილეს).
ახალი
კლასის
მთავარ
წარმომადგენლად
ამ
რომანში
გამოყვანილია
სოლომონ
ისაკიჩ
მეჯღანუაშვილი
(უკვე
ქართველებმაც
დაიწყეს
ვაჭრობა,
გიორგი
ერისთავის
და
ზურაბ
ანტონოვის
ყველა
ვაჭარი
არაქართველია),
ხოლო
ძველი
კლასის
წარმომადგენლად
_ ალექსანდრე
რაინდიძე.
თუ გიორგი ერისთავი გვიჩვენებს ვაჭართა კლასის წარმომადგენლებს, უკვე ჩამოყალიბებულთ,
ლავრენტი
არდაზიანი
გვიჩვენებს
თვითონ
ამ
ჩამოყალიბების
პროცესს.
ჩვენ
ვხედავთ
გიორგი
ერისთავის
ვაჭრებს
უკვე
მდიდრებს.
ისინი
დიდძალი
თანხის
პატრონები
არიან,
მაგრამ
არ
ვიცით,
როგორ
დააგროვეს
ეს
ფელი.
მიკირტუმებისა
და
კარაპეტების
წარსული
ჩვენთვის
უცნობია.
სულ სხვანაირად იქცევა არდაზიანი. იგი თავდაპირველად გვიჩვენებს ვაჭარს
არა
უკვე
მდიდარს,
არამედ
ჯერ
ღატაკს,
სრულიად
არაფრისმქონეს,
რომელიც
შემდეგ
მდიდრდება.
გვიჩვენებს
პირველ
დამგროვებელს. ამასთან, თუ გიორგი ერისთავი თავის ვაჭრებს წარმოადგენს ვიწრო წრეში, ოჯახურ ატმოსფეროში, არდაზიანის ვაჭრის
სამოქმედო
ასპარეზი
ძალიან
ფართოა.
სად
არ
ვხედავთ
მას
_ სოფელში,
ქალაქში,
გზაზე,
ბაზარში,
გაჭირვებასა
და
ლხინში,
ქოხში,
თეატრში.
ის
უფრო
გიორგი
წერეთლის
ბახვა
ფულავას
მსგავსია,
ოღონდ
საერთო
ისაა,
რომ ორივე მწერალი (გიორგი ერისთავიცა და ლავრენტი არდაზიანიც) ერთგვარად აგდებით ეკიდება, დასცინის, შეუფერებელ ვითარებაში გვიხატავს ვაჭრებს.
სოლომონ მეჯღანუაშვილი სრულიად არაფრისმქონე,
ღარიბ-ღატაკი
გამოვიდა
ცხოვრების
ასპარეზზე,
მაგრამ
თავისი
უნარიანობით,
თავისი
მტკიცე
ნებისყოფითა
და
საზრიანობით
ბოლოს
გახდა
დიდძალი
ფულის
პატრონი.
ქალაქში იგი შემთხვევით ბაზარში მოხვდა. აქ სოლომონი ჩაერია მოქალაქესა და გლახკაცს შორის გამართულ ვაჭრობაში და მოქალაქეს ხორბალი იაფად აყიდვინა. ამისთვის მან საჩუქრად ოქროიანი ბაღდადი მიიღო. ბაღდადი იქვე ფულად აქცია. Eეს იყო სოლომონის პირველი გამარჯვება. “კაცის ენაზე
ვერ
ვპოვებ
სიტყვას,
_ ამბობს
სოლომონი,
- რომ
გამოვთქვა,
როგორ
შემიყვარდა
ის
ოქრო,
ღვიძლები
შეიქმნა
ის
ჩემის
სულისა!
ჩემმა
გულმა
გაუღო
კარები
და
მაგრა
ჩაიკრა!
ახლა
ადვილად
შეგიძლიათ
წარმოიდგინოთ,
თუ
რა
სახით
გამაცოცხლებდა,
რა
სახით
გამახარებდა
ოქრო,
რა
სახით
შევტრფოდი
მე
ოქროსა”
(არდაზიანი
1995: 400).
სოლომონმა უკვე მონახა ცხოვრების საშუალება. მან ხელი მოკიდა ჩარჩობას, ყიდულობდა და ყიდდა ბატკნებს, ამან თვის ბოლოს მისცა სამ თუმან- ნახევარი მოგება. სოლომონს აღმოაჩნდა არაჩვეულებრივი უნარი და ალღო ვაჭრობისა. იგი ყოველთვის სეზონის მიხედვით არჩევდა საქონელს (სად რა დროს რა უფრო იაფი და ძვირი იყო), სულ მალე მან 35 თუმანი შეაგროვა, თანაც მოქმედების არეც გააფართოვა – თბილისს გასცილდა
და
სხვა
რაიონებსაც
ეწვია.
უფრო მეტიც, სოლომონმა მევახშეობა დაიწყო – ფულის გასესხება სარგებლით, ე.ი. ფულს ფულს აგებინებდა. “ფული უნდა იყოს მოძრაობაშიო,
– ამბობს
ის,
- ფულმა
ფული
უნდა
მოიგოს”.
სოლომონის
ვალი
ბევრს
ემართა
არა
მხოლოდ
თბილისში,
არამედ
სხვაგანაც:
დიღომში,
მცხეთაში,
წილკანში
და
სხვა.
აი,
ასე
თანდათან
კაპიკს
კაპიკს
უმატებდა
სოლომონი.
ყოველივე ამასთან ერთად, როგორც ეს დამწყები ბურჟუისთვის არის დამახასიათებელი, სოლომონი იჩენს
საარაკო
სიძუნწეს,
მომჭირნეობას.
დღე-ღამისა
და
კვირების
მანძილზე
შიმშილობს.
საზრიანობით, პრაქტიკული ალღოთი
და
მომჭირნეობით
მიაღწია
სოლომონმა
იმას,
რომ
ბოლოს
დიდძალი თანხის პატრონი გახდა. შეიქნა მდიდართა შორის მდიდარი. სოლომონი ცოლ-შვილსაც მოეკიდა და რაკი შვილები წამოეზარდნენ, ისინიც და ცოლიც
ვაჭრობაში
ჩააბა
_ წვრილმან
რამეებს
მათაც
აკეთებინებდა
(ცოლ-შვილსაც
გაჭირვებულად
აცხოვრებდა...).
ასე გრძელდება თვიდან თვემდე. წლიდან წლამდე. დიდხანს, ძალიან დიდხანს სოლომონი მხოლოდ დამგროვებელია. კაპიკს კაპიკს
უმატებს.
ფულის
მოხმარების
საკითხი
დიდხანს
არ
დასმულა
მის
წინაშე.
და
ბოლოს
ეს
მომენტიც
დადგა:
ერთბაშად
იგრძნო,
რომ
დროა,
საზოგადოებაში
გამოვიდეს,
კაცურად
იცხოვროს.
დაიწყო ახალი ხანა სოლომონის ცხოვრებაში (აქამდე იყო დამგროვებელი, ახლა ხდება
_ მომხმარებელი),
მაგრამ
სოომონს
და
მისი
ოჯახის
წევრებს
აკლიათ
კულტურა,
გემოვნება.
მართალია,
თეატრში
დადიან,
მაგარმ
ეს
სრულებით
არ
შეადგენს
მათ
სულიერ
მოთხოვნილებას.
დადიან
მხოლოდ
იმისთვის,
რომ
სხვებმა
დაინახონ
და
თქვან:
კულტურული
ადამიანები
არიანო.
თუ სოლომონის ცხოვრების პირველი ნახევარი წარმატებით მიდიოდა, მერე (ე.ი. იმ დღიდან, როდესაც ფულის მოხმარება დაიწყო) ხშირად მარცხსაც განიცდის. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მარცხია ის, რომ არ გაუმართლდა იმედები და ვერ მოიკიდა სიძედ ალექსანდრე რაინდიძე (რა არ იღონა: ქეიფი მოუწყო, სხვებიც დაუპატიჟა, მაჭანკალი მიუგზავნა, ფულიც შეაძლია). ვაჭართა კლასი ამ დროს (40-50-იან წლებში) ჯერ სუსტია, ძველი კალსი კი _ უფრო ძლიერი. ამიტომაც ცდილობენ პირველნი (მიკირტუმი, კარაპეტა, სოლომონი...) მეორესთან დაახლოვება-დანათესავებას,
ხოლო
მეორენი
(თავადები)
ზოგჯერ
მიდიან
კიდეც
“დათმობაზე”
(მაგ:
ივანე
დიდებულიძე),
მაგრამ
ზოგი
ჯერ
კიდევ
იმდენად
ძლიერია,
საამისო
არაფერი
არ
სჭირს,
რომ
ფულისთვის
ასეთი
ნაბიჯი
გადადგას
(მაგ:
ალექსანდრე
რაინდიძე).
უფრო
გვიან
(80-90-იან
წლებში)
ვაჭრები
(ავქსენტი
ცაგარელთან...)
ხშირად
უარს
ამბობენ,
თავიანთი
ასულები
მიათხოვონ
ბედოვლათ
ქართველებს.
გიორგი
წერეთლის
პიოტრ
ივანიჩ
გაწერელია
რევაზ
ბაკურიძესთან
მორიგება-დანათესავებას
კი
არ
აპირებს,
არამედ
მედგრად
უპირისპირდება,
გრძნობს
რა
თავის
თავში
საამისო
ძალას.
ალექსანდრე
რაინდიძე
არ
გაყვა
ივანე
დიდებულიძის
გზას,
მას
ფულმა
თვალები
ვერ
დაუბრმავა
და
ცოლად
შეირთო
არა
თამრო,
არამედ
თავადის
ქალიშვილი
ელენე
არაგვლიშვილი.
ავტორი რეალისტურად გვიჩვენებს იმ გზას, რომელიც უნდა გაევლო პირველ დამგროვებელ ვაჭარს. არაჩვეულებრივად დიდი ოსტატობით
და
დამაჯერებლობითაა
დახატული
ვაჭრის
ბუნება,
მისი
პრაქტიკული
ყოველდღიური
საქმიანობა,
სიძუნწე,
მისი
გემოვნება,
ზნეობრივ-მორალური
მხარე
(ტყუილის
თქმა
და
სხვა.
ამ
მხრივ,
სხვათა
შორის
დამახასიათებელია,
რომ
სოლომონმა
სარგებლით
ასესხა
ფული
მის
კეთილისმყოფელ
ლუარსაბ
რაინდიძეს,
რაც
მის
შვილს
ერთი
ორად
გადაახდევინა).
სტეფანე ჭრელაშვილის წერილი “ჩვენი ცხოვრების ღვიძლი შვილი” ამ სოლომონს ეხება.
მწერლის სიმპათიები რაინდიძისკენაა, მაგრამ არდაზიანი
ხედავს,
რომ
ცხოვრება
თავისას
აკეთებს
და
მეჯღანუაშვილები
მოდიან.
მეჯღანუაშვილებს
უკვე
დაუპყრიათ
ქალაქი.
ქალაქად
ბურჟუაზია
უფრო
ძლიერია
და
მართლაც,
როცა
სოლომონის
ვაჟი
ისაკი
და
ალექსანდრე
რაინდიძე
თანამდებობაზე
წაეცილნენ
(ის
თანამდებობა
ალექსანდრეს
უფრო
შეშვენოდა,
როგორც
განათლებულ
და
მცოდნე
კაცს,
მაგრამ
აჯობა
ვაჭრის
შვილმა.
როგორ
აჯობა?
ფულითა
და
მაქინაციებით),
გაიმარჯვებს
სოლომონის
ვაჟი.
მაგრამ
რა
ქნას
ალექსანდრემ?
ავტორს
არ
ემეტება
დასაღუპავად.
ავტორმა
მას
გზა
უჩვენა
სოფლისკენ.
ალექსანდრე
მაშინვე
გადაიხდის
მამის
ვალებს,
თვითონ
იკისრებს
მეურნეობის
ხელმძღვანელობას,
მას
გვერდს
უმშვენებს
და
ეხმარება
სათნო
მეუღლე.
ისინი
ყოველმხრივ
კმაყოფილნი
არიან,
როგორც
ეკონომიკურად,
ისე
მორალურად.
სოფელში
მათი
ბედნიერი
ყოფა
აღწერილია
იმ
წერილში,
რომელიც
ალექსანდრემ
გაუგზავნა
თბილისში
დეიდა
მაკრინეს.
არდაზიანს ღრმად სწამს ღმერთი. მამა დეკანოზი ჰყავდა. თვითონ სასულიერო განათლება ჰქონდა. სოციალურ უთანასწორობას იგი ღვთის
მიერ
დაკანონებულ
მოვლენად
მიიჩნევს.
Bბევრგან
მწრალი
ხაზს
უსვამს
ქრისტიანული
ეკლესიის
მნიშვნელობას.
მაგალითად:
გაიანეს
შესვლა
სიონის
ეკლესიაში,
მისი
ლოცვა,
“მწუხარეთა
ნუგეში
ეკლესიააო”,
- ამბობს
მწერალი.
გაიანეს
ლოცვამ
შედეგიც
გამოიღო
_ მას
შეახვედრა
ლუარსაბ
რაინდიძე.
ან კიდევ: სოლომონი ეკითხება ალექსანდრეს _ რად არის ევროპა
განათლებული
და
სხვა
ქვეყნები
სიბნელეშიო.
ამაზე
რაინდიძე
პასუხობს:
ამისი
მიზეზი
ქრისტიანობააო
(გახსოვს,
ქრისტე
რას
ამბობს
- “მე
ვარ
ნათელი
სოფლისა”).
საფრანგეთი
ერთხანს
გადაუდგა
ქრისტეს
და
ამის
გამო
ჩავარდა
სიბნელეშიო
_ მოხდა
საშინელი
აღრეულობა.
Mმერე
ისევ
დაუბრუნდა
სახარებას
და
კვლავ
განახლდაო.
აკაკი წერეთელი იგონებს: “ერთხელ, მე, ის [არდაზიანი] და ან. ფურცელაძე დავდიოდით ერთად . ათ საათზე გამოვეთხოვეთ ერთმანეთს, მაგრამ
ლავრენტიმ
მოინდამა
ჩემი
მიცილება
სადგომამდის.
გზაში
ხმა
არ
ამოუღია
და
სახლის
კარებამდე
რომ
მიმიყვანა,
მითხრა:
“დიდი
პატივისცემა
მაქვს
ახალგაზრდა
ანტონის
ნიჭის,
მაგრამ,
აბა,
რა
სათქმელია:
ქვეყანა
შემთხვევითმა
მანქანებმა
გააჩინაო?
მაშინ
იმას
აღარ
ვუთხარი
და
ახლა
შენ
მინდა
გითხრა,
უნდა
გამოგიტყდე,
რომ
მიტომაც
წამოგყევი.
როგორც
მკვიდრ
შვილს,
გთხოვ,
რომ
შენ
არ
აყვე
მაგისთანებს,
მოერიდე.
პოეტს
რწმუნება
თუ
არაფრის
აქვს,
რა
შვილი
იქნება?
შენც
ორი
რამ
უნდა
გახსოვდეს:
ღმერთი
და
საქართველო”
(წერეთელი
2015: 96).
“ცისკრის” 1862 წ. 7-ში ხელმოწერით
- “ბიძია თონიკე“ დაიბეჭდა
სტატია
“მოგზაურობა
ტფილისის
ტროტუარზედ”.
ეს
არის
სცენების
სახით
დაწერილი
ნარკვევი
(თუ
სტატია).
პუბლიცისტური
სტატიის
ეს
ფორმა ჩვენში პირველად მოიმარჯვა ლავრენტი არდაზიანმა (შემდეგში იგივე ფორმა გამოიყენეს აკაკი წერეთელმა, ნიკო ნიკოლაძემ, რაფიელ ერისთავმა, ანტონ ფურცელაძემ და სხვებმა).
აქ ავტორი ცუდად ახასიათებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თბილისის
ტროტუარზუ
უსაქმურად
დგანან
და
ლაყბობა-ლაზღანდარობით,
ჭორაობით
ირთობენ
თავს.
მოქმედი
პირები
არიან
ფრანტი
ახალგაზრდები:
ქალაქელი
ბიჭი,
ნასწავლი
ფრანტი,
I, II, III მეგრელი, პეტრე ურცხვაძე, დავით დარბაისლოვი. დაბერებულნი და სამსხურიდან
გამოსულები:
პაფნუტ
პახომიჩ
ველიკოუმოვი
და
აპოლონ
ტარასოვიჩ
ოსტროუმოვი;
გალოთებული
ბებერი
დედაკაცი
აკსინია,
წითელვარატნიკიანი
კაცი,
შავი
ვარატნიკიანი
კაცი,
ახმახი, ორი მაძებარი ჭეშმარიტებისა, ტაკიმასხარა და სხვა.
ლავრენტი არდაზიანის ამ სტატიამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ახალი
თაობის
ზოგიერთმა
წარმომადგენელმა
აქ
გატარებული
კრიტიკა
თერგდალეულთა
კრიტიკად
მიიღო.
აკაკი
წერეთელი
საგანგებოდ
ატყობინებდა
კირილე
ლორთქიფანიძეს
: “ბულვარში
მოგზაურობა
დაბეჭდვამდის
ჩემ
ხელში
იყო,
მაგრამ
იქ
ჩვენზედ
არაფერია.
ვიზედაც
არის,
ვიცი
ყოველი
პირი,
მაგრამ
გამოსარჩლება
არ
ივარგებს,
ღირსნი
არიან...
თორემ
ჩვენზე
როგორ
გაბედავენ
რამის
დაწერას.
ეს
სტატია
არდაზიანის
არის,
იმან
დასწერა.
კი
დაეწერათ
ჩვენზედაც
პასუხი
ვიღაცეებს,
მაგრამ
იქვე
ეთქვათ,
მოგდომით
ტყავის
გაძრობა
და
ეგ
არისო,
და
შიშით
უკანვე
წაეღოთ”.
მაგრამ კირილე ლორთქიფანიძე, როგორც ჩანს,
ვერ
დაარწმუნა
აკაკის
განმარტებამ
და
გამოაქვეყნა
საპაუხო
სტატია
_ “ბიძია
თონიკეს
სტატიის
გამო”
(“საქართველოს
მოამბე”,
4). კირილე
აქ
არდაზიანს
ბრალად
სდებს
ახალი
თაობის
(“შვილების”)
აუგად
ხსენებას
(ჩანს,
ამ
აზრს
ილიაც
იზიარებდა,
რაკი
ეს
სტატოა
დაბეჭდა).
ლავრენტი არდაზიანმა პასუხი გასცა კირილე ლორთქიფანიძეს სტატიით “ორიოდე
სიტყვა
შესახებ
თერგადალეულის
სტატიისა”
(“ცისკარი”,
1863, 6). დაიბეჭდა
ახალი
ფსევდონიმით
- “ალექსი
ელბაქიძე”.
საინტერესო ისაა, რომ მწერალი თბილისის ტროტუარზე (პირობითად) ვერ ხედავს საქმოსანს, ვაჭარს, ფულის შოვნით, წარმოებით დაკავებულ ადამიანს. ასეთი პიროვნება აქ არც გამასხრებულია და არც შექებული
_ საერთოდ
არ
ჩანს.
ეს
კი
იმას
ნიშნავს,
რომ
ბურჟუაზია
ჯერ
კიდევ
სუსტი,
უმწეო
და
შეუმჩნეველია.
რომანში
კი,
როგორც
ვთქვით, გვიჩვენა, რომ ახალჩასახული, ასე ვთქვათ
ახალფეხადგმული
კაპიტალიზმი
კი
ჩვენშიც
ყველა
იმ
ნიშნით
ხასიათდება,
რომლითაც
მსოფლიოს
სხვა
ქვეყნებში.
დამოწმებული ლიტერატურა:
არდაზიანი
1995: 400 _ არდაზიანი ლავრენტი, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი, ქართული მწერლობა,
ტ.
10, თბილისი.
წერეთელი
2015: 96 _ წერეთელი აკაკი, ჩემი თავგადასვალი, თხზ. სრ. კრებ. ოც ტომად, ტ. VII, თბილისი.