Translate

Wednesday, October 14, 2015

XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ძირითადი სოციო- კულტურული ტენდენციები


 ნინო ვახანია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი


XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ჩვენი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება მნიშვნელოვანი ცვლილებებით აღიბეჭდა. უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ შეიცვალა რუსეთის მმართველობის სისტემა კავკასიაში. მკაცრი, სამხედრო წესების ნაცვლად შემოიღეს უფრო ლიბერალური კანონები. მთავარმართებლობის ნაცვლად იმპერატორმა დააწესა სამეფისნაცვლო. პირველი მეფისნაცვალი ჩვენში გახლდათ მიხაილ ვორონცოვი, რომელიც აქ თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1845 წლის მარტში. ვორონცოვის მიზანი იგივე იყო, რაც მთავარმართებლებისა _ ქართულ სხეულში რუსული სულის ჩანერგვა, მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევი გზა _ გაცილებით უფრო მოქნილი, შეფარული, მშვიდობიანი და ცბიერული. ვორონცოვი ცდილობდა ქართველთა გულის მოგებას. თავადაზნაურობასთან დაახლოებისა და მათი გადმობირების მიზნით იგი მიმართავდა კულტურულ ღონისძიებებს _ ხელს უწყობდა თეატრის, ჟურნალის, ბიბლიოთეკის დაარსებას, ვორონცოვის პოლიტიკის წყალობით ქართველი თავადაზნაურობა ფართოდ ჩაება სამოქალაქო და სამხედრო სამსახურში. ასე თანდათან მან მართლაც მოიგო ადგილობრივ მკვიდრთა დიდი ნაწილის გული. მიუხედავად იმისა, რომ ვორონცოვი ქართველი ხალხის ინტერესბს კი არა, რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა, მისი მმართველობის პერიოდი მაინც ბევრი სასიკეთო საქმით აღინიშნა.
მიხაილ ვორონცოვი ხელს უწყობდა საქართველოში (და, საერთოდ, კავკასიაში) ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებას. აქმე ისაა, რომ კავკასია რუსეთს აინტერესებდა არამარტო პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ _ როგორც ბაზარი და ნედლეულის წყაროც. 40-იანი წლებისთვის კავკასია პოლიტიკურად უკვე თითქმის დაპყრობილი იყო, მაგრამ ეკონომიკურად _ ჯერ კიდევ არა.
ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყო მეფისნაცვალმა რეფორმების განხორციელება: შემოიღო ნაოსნობა საქართველოს მთავარ მდინარეებზე, დააწესა გემების სისტემური მიმოსვლა შავსა და კასპიის ზღვებზე, შეაკეთა სამხედრო გზა და სხვა. იმ მიზნით, რომ ვაჭრობა-მრეწველობა ფართოდ გაშლილიყო, ვორონცოვმა დააწესა შეღავათიანი საბაჟო ტარიფი მთელ კავკასიაში, გახსნა მრავალი მაღაზია და სხვა. 50-იანი წლებისთვის უკვე შეიქმნა ძლიერი სავაჭრო კომპანიები. დაჩქარდა ფაბრიკების მშენებლობა.
ვორონცოვი თავისი სამეურნეო პოიტიკით დიდად უწყობდა ხელს სოფლის კაპიტალიზაციის პროცესსაც. Yყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო კაპიტალიზმის განვითარება. დავაზუსტოთ: ბატონყმურ ურთიერთობაში ძლიერად შეიჭრა კაპიტალისტური წყობისთვის დამახასიათებელი ფაქტები. Dდაიწყო ძველი ეკონომიკური სისტემის რღვევა.
სავაჭრო-კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარებასთან ერთად საგრძნობლად შეიცვალა ქართველების ცხოვრებაც, უპირველესად _ თავადაზნაურთა ცხოვრების წესი. თბილისის ბაზარზე უხვად გამოჩნდა რუსული და ევროპული საქონელი. ქართველები მოიხიბლნენ უცხოური საქონლითა და აგრეთვე ევროპისთვის დამახასიათებელი დროსტარებით, ბალ-მასკარადებით, მდიდრული წვეულებებით, ეტლებით სეირნობებითა და სხვა მისთანებით.
Gგიორგი წერეთელი ახასიათებდა რა აღნიშნულ ეპოქას, წერდა: `ქალები გატაცებულნი იყვნენ ფრანციზული შლიაპებით, გულღია მკერდის გამოჩენით და უცხო ენაზე ლაპარაკით. Oოჯახებს სტოვებდნენ ბალებში ცეკვის გულისთვის, მოსწონდათ ულვაშგაწკიპინებული გვარდიის ოფიცრები და მათთან კეკლუცობა. Kკაცები კი გულისძგერით მოელოდნენ პატიჟობის წერილს დიდებულს ბალებში და მასკარადებში~ (`ორმოცდასამი წელი ქართული თეატრისა~, `კვალი~, 1893., # 2).
Aამას ლოგიკურად მოჰყვა თავადაზნაურობის გაღარიბება, მათი ქონების გადასვლა ვაჭართა ხელში. მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად დაარსდა საადგილმამულო ბანკი (ეგრეთ წოდებული `პრიკაზი~). Pპრიკაზიდან შეიძლებოდა ფულის სესხად აღება, მაგრამ ქართველთა უმეტესობა ფულს ვერ აბრუნებდა და მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად უარეს დღეში ვარდებოდა _ ბანკი მამულს ვალებში ართმევდა და ყიდდა.
მაშასადამე, ძველი, ნატურალური მეურნეობა ირღვევა, ეცემა, ხოლო ახალი, კაპიტალისტური ურთიერთობები იზრდება და ძლიერდება. რაც დრო გადის, ეს პროცესი უფრო შესამჩნევი ხდება. მთელი ეს პროცესი, 40-იანი წლებიდან მოყოლებული, ასახა ქართულმა მწერლობამ.
1.     40 – 50-იანი . (გიორგი ერისთავი, ზურაბ ანტონოვი, ლავრენტი არდაზიანი)
2.     60 – 80-იანი . (გიორგი წერეთელი)
3.     90-იანი . (დავით კლდიაშვილი)
4.     900-იანი . (ნიკო ლორთქიფანიძე)
მოხდა ისე, რომ ეს სურათები ძირითადად იმერეთის მაგალითზე გვიჩვენეს. გიორგი წერეთელიც, დავით კლდიაშვილიც და ნიკო ლორთქიფანიძეც სამივე იმერელია, სამივე თავად-აზნაურთა კლასიდან, სამივე რეალისტი.
ეპოქა, როდესაც გიორგი ერისთავს მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა, — გარდამავალი ხანაა, როდესაც ერთ საზოგადოებრივ ფორმაციას, ფეოდალურ-ბატონყმურს ცვლის მეორებურჟუაზიული. გიორგი ერისთავის მთელი შემოქმედება წარმოადგენს რეალისტურ სურათს 40-50-იანი წლების სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა. მწერლის შემოქმედებაში რეალისტური ასახვა პოვა თავისი დროის ვითარებამ: მის პიესებში ერთი მხრივ ნაჩვენებია ძველი, ფეოდალურ-ნატურალური მეურნეობის რღვევა, თავადაზნაურობის დაცემა-დაქვეითება, მისი დეგრადაცია, ხოლო მეორე მხრივახალი, ბურჟუაზიული საზოგადოებრივი ურთიერთობის განვითარების პროცესები. ასეთია გიორგი ერისთავის შემოქმედების საერთო ხასიათი. ვნახოთ ეს უფრო კონკრეტულად. ძველი ფეოდალური არისტოკრატიის დეგრადაციის სურათები დაგვიხატა მწერალმა თავის კომედიებში: „შეშლილი“, „დავა“, „გაყრა“, „ძუნწი“. `შეშლილში~ ვხედავთ, რომ ძველი კლასი დაცემის გზაზე დგას. ეკონომიკურად გაღარიბებულია, მორალურადაც  დაკნინებული...  ესაა ნაჩვენები ანახანუმისა და მისი რძლების ცხოვრების მაგალითზე. ერთ დროს მდიდრები ახლა გაღარიბებულნი არიან (ვალები მართებთ, მამუ-ლები ეყიდებათ) უკადრის საქმეს კადრულობენ (ვალების გადასახადზე უარს ამბობენ და სხვა). ამ დროს ვორონცოვი ჯერ კიდევ არაა ჩამოსული და არცპრიკაზია“ (საადგილმამულო ბანკი) დაარსებული (რამაც მართლაცწაართვამემამულეებს მამული). მაგრამ გაღარიბება უკვე ეტყობათ.  ანა ხანუმი არის გაღარიბების გზაზე დამდგარი ფეოდალური არისტოკრატიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი ქართულ ლიტერატურაში (შემდეგ გიორგი ერისთავისავე ამირინდო ღაზნელი და ონოფრე ხარაძე, დიდებულიძენი... გიორგი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის ტიპები და უამრავი სხვა).
კომედიადავა ანუ ტოჩკა და ზაპეტაია“ (თავდაპირველად ერქვაპოეტი ანუ ტოჩკა და ზაპეტაია“) დაწერილია 1840 წელს. პირველად დაიბეჭდა 1871 წელს ჟურნალკრებულში“ (5 და 6) და იმავე წელს ცალკე წიგნადაც გამოვიდა.
დავაშიფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლებად გიორგი ერისთავს გამოჰყავს ამირინდო ღაზნელი და ონოფრე ხარაძე. ამირინდო და ონოფრე დეგრადაციის გზაზე დამდგარი თავადები არიან. ამ პირებისათვის გაუგებარია ახალი ეკონომიკური პროცესი (როგორც, მაგალითად, ბეკინა სამანიშვილისთვის („სამანიშვილის დედინაცვალი“) და ეკვირინესთვის („ქამუშაძის გაჭირვებაში“) გაუგებარი იყო ახალი ამბები. ხედავენ რა, რომ მდგომარეობა თანდათან უარესდება, ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ხელიდან არ გაუშვან მამული  (პლატონ სამანიშვილს იმისი შიში ჰქონდა, რომ მამულის მოწილკერძე არ გასჩენოდა და ამიტომაც ეძებს ორნაქმარევ უშვილო სადედინაცვლოს). ერისთავის კომედიაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ორ თავადს შორის ატეხილია ბოლომოუღებელი დავა უვარგისი ადგილისათვის, რომელსაც  ჩალიანს ეძახიან. ამირინდო და ონოფრე ერთმანეთს მამასისხლად გადაკიდებიან, არც ამირინდო თმობს ჩალიანს და არც ონოფრე. თავისთავად ეს ადგილი (ჩალიანი), რისთვისაც ისინი დავობენ, სრულიად უმნიშვნელოა, უნაყოფო და უსარგებლო. ასე რომ, კაცმა რომ თქვას, არც ღირს ამაზე ჩხუბი და დავა, მაგრამ ამირინდო და ონოფრე იმდენად უვიცები, იმდენად ჩამორჩენილები და ავადმყოფური პატივმოყვარეობით შეპყრობილები არიან, რომ ერთმანეთის ჯიბრზე მაინც არ თმობენ ჩალიანს. მათ იმდენად ჩალიანი არ ადარდებთ, რამდენადაც ავადმყოფური პატივმოყვარეობა, მეორემ არ მაჯობოსო. ამირინდო პირდაპირ აცხადებს, რომ ურჩევნია დაიღუპოს და დაიქცეს, ოღონდ ონოფრემ არ აჯობოს....  ჩალიანის თაობაზე სასამართლოში წოწიალი და იქ ჩხუბი და დავიდარაბა ამირინდოსა და ონოფრეს გაცილებით მეტი უზით, ვინემ თვითონ ეს სადავო ადგილი ღირს.  უკვე მეშვიდე წელიწადია, ამირინდო და ონოფრე ჩალიანზე დავობენ და უკვე თითოეულს ხუთას თუმნამდე აქვს დახარჯული. ვინ იცის, აწი კიდევ რამდენი დაეხარჯებათ?
გაყრა“. დიდებულიძეთა ოჯახიც გაღარიბების გზაზე დგას, ვალები აქვთ. ანდუყაფარიც ებღაუჭება ყოველივე ძველს, მას სასირცხვილოდ მიაჩნია ძველი ფეოდალური ოჯახის დაშლა, ამიტომაც კატეგორიული წინააღმდეგია გაყრისა, რასაც მისი ძმა ივანე მოითხოვს. ახალი ცხოვრების მიწოლით გამწარებული ანდუყაფარი მოთქვამს:
ჰეი, ოჯახო, კარგო ოჯახო,
შემდგომ გაყრისა ვის დავენახო!
ანდუყაფარისა და ამირინდო-ონოფრეს  ორეულია თავადი არჩილიც (კომედიაშიძუნწი“). ანდუყაფარის მსგავსად, არჩილიც მისტირის ძველს, ფეოდალურ-რაინდულ საქართველოს, ამ შემთხვევაში მამაპაპურ ხმალს.
ივანეს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სურს მეურნეობის ახლებურად მოწყობა, იგი ცდილობს შეცვალოს მეურნეობის ძველი წესები და შემოიღოს ახალიევროპული. დასცინის ყოველივე ქართულს, ნაციონალურს. არ მოსწონს ქართული სახელები, არც ღვინო მოსწონს. „ქართული ღვინო ეტა გლუპოსტ. საქართველოში რომანი არ იციანოდა სხვა. მაგრამ ივანე მხოლოდ სწუნობს ქართულ მეურნეობას და წესებს, სინამდვილეში კი მას არ შესწევს უნარი, შეცვალოს ყოველივე ეს. იგი მხოლოდ ფანტაზიორია, გეგმებს ადგენს, მაგრამ მათი პრაქტიკულად განხორციელება არ ძალუძს. „ია რაზდელიუ პოლე ნა სემ, აქ მომივა მე კაპუსტა, აქ ბესედკა გაკეთდებადა სხვა. როგორც ანდუყაფარი ამბობს, ივანე ზვარში აპირებს ვენახის აჭრას და მის ნაცვლად თუთების დარგვას (ვენახი ძირითადი დარგი იყო ჩვენი...). ივანეს აგრონომიის საკითხებიც სუსტად ესმის. მაგ.,  გაბრიელს ავალებს კაკლის უზარმაზარი ხეები მაკრატლით შემოკვერცხოს. ივანეს არა აქვს პრაქტიკული ცხოვრების უნარი. ამიტომაა, რომ  მას ცხოვრება ამარცხებს. ძმებმა გაყრის დროს ოჯახის მთელი ვალები ივანეს არგუნეს. აი, სწორედ ამ ვალმა აიძულა ივანე, მისულიყო ვაჭრის, მიკირტუმ ტრდატოვის სახლში და ყოველგვარი სიყვარულის გარეშე ცოლად შეერთო მისი ქალიშვილი შუშანა.   ივანე, რომელიც  ცოტა ხნის წინათ აცხადებდარომან ბეზ ლიუბვიეტო უჟასნო“, იძულებული გახდა, ეთხოვა ქალი უსიყვარულოდ. ივანე იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ მიკურტუმის მეუღლემ (თათელამ) ქორწილის წინ უსურვა: „ღმერთმა აღას შნო მოგცეს, ყაირათი და ჭკუა, აღასავით მომგები გქნას, შვილო“.
გიორგი ერისთავი თავის კომედიებში ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლების გვერდით გვიჩვენებს აგრეთვე ახალი საზოგადოებრივი ფორმაციის წევრებსაც. ასეთებია მიკირტუმ ტრდატოვი („გაყრა“), კარაპეტა დაბაღოვი („ძუნწი“), ივანე და გაბრიელ მინასოვები და ჯიმშერ აკუნიანცი („თევზის კანტორა“). ვაჭარი ყველა სომეხია; ასე იყო სინამდვილეში და მწერა-ლი აქაც სიმართლეს იცავს. გიორგი ერისთავი ორივე კლასს კარგად იცნობდა    და არ გაუჭირდებოდა მათი ფსიქოლოგიის ჩვენება... მართლაც, ამ ახალაღმოცენებულ ვაჭართა კლასს ახასიათებს ცბიერება, მატყუარობა, გაუტანლობა, სიძუნწე და სხვა. ასე აგროვებენ ისინი ფულს. დახატულია ისეთი ვითარება, რომ ფულის შეძენა და გამდიდრება პატიოსნებით, კეთილსინდისიერი შრომით შეუძლებელია. მაგ., მიკირტუმი (მევახშე) დიდებულიძეთა ოჯახშია შემძვრალი და პროცენტების გადახდევინებით ღრღნის მათი ოჯახის ავლადიდებას. მიკირტუმს კარგად აქვს შეგნებული ფულის ძალა და მნიშვნელობა. „დიახ, კნიაზჯან, ფული. ეს სოფელმა სულ ფული, ფული სხვა ყველა ტყუილია; შენი ხაზაინ-მაზაინობას ფული უნდა“, — ეუბნება  ივანეს (რა ზომითაც ერთი ეცემა, იმ ზომით მეორე იზრდება. დიდებულიძეთა ქონება მიკირტუმების ხელში გადადის...“).
ასევე კარგად აქვს შეგნებული ფულის ძალა კარაპეტასაც. ამ მხრივ დამახასიათებელია დიალ-გი მას და მსახურს შორის, რომელმაც დასაგირავებლად მოუტანა დამბაჩა.
კარაპეტა: - ჯერ მითხარ, ტამბაჩა რათ მინდა?
მსახური: - ერთ ტყვეთა ღირს; ნახე, ინგლისია!
კარაპეტა: - მე განა ლეკი ვარ, ტყვე ვიყიდო... ინგლისის მათლაფა გამიგონია. არ მინდა, ხელს არ მომცემს!
მსახურიჰეი, დროვ! იარაღი ჩალის ფასად აღარ გადის! აღავ, ძალიან საჭირო არის... რაც გინდა ის მომე.
კარაპეტა: - ეს ვერცხლი აჰყარე, აქ იქნება ასი მისხალი: ხუთი მანეთი მოგცე ერთი კვირა ვადით, ეს რკინა უკან წაიღე“.
კარაპეტას მხოლოდ  ვერცხლი ხიბლავს, რადგან დარწმუნებლია, ახალ დროში წამყვანი ძალა იარაღი კი არა, ოქრო და ვერცხლიაო.
კარაპეტა ყველაფერს მკაცრი ანგარიშიანობის თვალით უყურებს. არჩილს უნდა კარაპეტას ხორბალი აჩუქოს, კარაპეტა კი ასეთი ანგარიშით უპასუხებს არჩილს: „არა, კნიაზ, ყველამ თავის ჩოტკი აქვს, ესე იგი ანგარიში. პურს დაფქვა უნდა. მერე გაცრა, მერე წყალი თბილი, მერე მოზელა, მერე გუნდა, მერე თხელება, თონე; თონეში ფიჩხი, მერე ჩაკვრა, მერე ამოკვრა, მერე მარანში ჩაშვება“... კარაპეტას ასეთი ანგარიშიანობა სიძუნწეში გადადის. კარაპეტა არის ძუნწის ტიპი. ფული კარაპეტასთვის ყველაფერია, ამ ცხოვრების ალფა და ომეგა. ფული კარაპეტასთვის კერპია, „ღმერთიც“, „ჯვარიც“, „ხატიც“, ცოლიც, შვილიც...
ჩემი ცოლი შენა ხარ! ჩემი შვილი შენა ხარ. ისე გაგიფრთხილდე, თუ თქვენ ერთი ერთმანეთს მოგაკალოთ ღორი გავხდე“.
იგი თავისი  ოქროს სკივრის იქით ვერაფერს ხედავს. კარაპეტას სახეს სხვა შემთხვევაში ღრუბელი ფარავს, მხოლოდ ოქროებთან გამხიარულდება ის. კარაპეტა ხშირად შუაღამისას წამოდგება, მიდის სკივრთან და ხელაპყრობილი ლოცულობს მის წინაშე.
კარაპეტა ოჯახში წარმოუდგენელ სიძუნწეს იჩენს. ოჯახს შიმშილით ჰკლავს, სიცივით ხოცავს, არ იძლევა სანთლების ანთების უფლებას. თვითონაც შიმშილობს: „ვახშამი მოდნათ აღარ არისო“, — გაიძახის. თავისი ქალიშვილის  ხამფერას გათხოვებას მხოლოდ მაშინ გადაწყვეტს, როცა გაიგებს, რომ ქალიშვილი და მოსამსახურე გოგო წელიწადში 15 თუმანი უჯდება. რისთვის უნდა კარაპეტას ამდენი ფული თუკი არ მოიხმარს? ეს თვითონაც არ იცის. კარაპეტა თავისსავე თავს უსვამს კითხვას: „მახლას რომ მოვკვდები, ვის უნდა დარჩეს?!“ სხვა პასუხს ვერ პოულობს და იქვე დაასკვნის: „ექიმს მოვიყვან, რომ მეტყვის თუ მოვკვდები, დავადნობ ჩემ ფულს, წამლათ დავლევ“.
კარაპეტა დაბაღოვი ზოგად სახელად იქცა ლამის (ძუნწის სინონიმად).
ვაჭართა ტიპებს გიორგი ერისთავი გვიხატავსთევზის კანტორაშიც“ („წარსული დროების სურათები“) ივანე და გაბრიელ მინასოვებისა და ჯიმშერ აკუნიანცის სახით. მაგრამთევზის კანტორა“, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, წარმოადგენს სპეციფიკურად ახალ სტადიას გი-ორგი ერისთავის შემოქმედებაში: თუგაყრასადაძუნწშიბურჟუაზია მწერალმა დაგვიხატა როგორც მევახშეთა კლასი სოფლად, „თევზის კანტორაში  სავაჭრო ბურჟუაზია გამოყვანილია როგორც მწარმოებელი და აქტიურად მოქმედი ძალა ქალაქად.
ამ დროის ახალი კლასი ძალიან სუსტია, ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, ხოლო ძველი კლასი, არისტოკრატია, ჯერაც ძლიერია (თუმცა სიღარიბე შეპარვია, მაგრამ სახელი ჯერ კიდევ აქვს). ეს ის დროა, როცა ვაჭრები არისტოკრატებთან დამოყვრება-დაახლოებას ცდილობენ. მაგ., მიკირტუმს უნდა, რომ თავისი ქალიშვილი, შუშანა, ივანე დიდებულიძეს მიათხოვოს, კარაპეტას სურს, თავისი ხამფერა მიათხოვოს არჩილს. ასევე უნდა არდაზიანის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილსაც, თამარი მიათხოვოს ალექსანდრე რაინდიძეს.
მერე, როცა ვაჭართა კლასი მოძლიერდა, ისინი უკვე ასპარეზს არ უთმობენ თავადებს. მიდის ბრძოლა ცხოვრებაში ადგილის დასამკვიდრებლად. ესაა ნაჩვენები გიორგი წერეთლისპირველ ნაბიჯსადაგულქანში“.
ალექსანდრე ცაგარელის, რაფიელ ერისთავის და სხვათა ნაწარმოებებში ვაჭრები ღარიბ თავადებს სასიძოდ იწუნებენ.
ზურაბ ანტონოვი არის გიორგი ერისთავის სკოლის მწერალი. ორივე რეალისტია. ორივე კომედიოგრაფი. ორივეერთი და იმავე ეპოქის მწერალი, ორივე ერთი კუთხიდან. რაკი ორივე რეალისტია, — ეს ნიშნავს, რომ ორივეს მხატვრული ხედვა, მზერა მიპყრობილია მათი თანამედროვე სინამდვილისაკენ (მხატვრულ თხუზლებათა ცენტრალური თემათანამედროვეობაა, — ეს საერთოდ დამახასიათებელია ყველა რეალისტისათვის) და ამ სინამდვილეს ამ თანამედროვეობას გვიჩვენებენ მართლად, სწორად, უტყუარად.
ზურაბ ანტონოვის თხზულებებში, ისევე როგორც გიორგი ერისთავის ნაწარმოებებში, გამოყვანილი არიან როგორც ძველი კლასის, ისე ახლის წარმომადგელები (ძველი კლასისაქართველები, ახლისასომხები. ასეა გიორგი ერისთავთანაც. ზურაბ ანტონოვი კარგად იცნობდა როგორც ორივე კლასს, ისე  ორივე ენასაც (თვითონ წარმოშობით სომეხი იყო, მაგრამ ქართულ გარემოში გაზრდილი). დაბადებული და აღზრდილი იყო ბურჟუაზიულ ოჯახში, მამა ხომ ვაჭარი ჰყავდა. თვითონაც სცადა ვაჭრობაში ბედი;
იგი თავის ძმასთან (ნიკოლოზთან) ერთად მამის მიერ დატოვებულ სავაჭროში იწყებს მუშაობას [მამის ქონებით მდიდარი ბიბლიოთეკა შექმნა დაამოიყარა ჯავრი წიგნებისა“].
ზურაბმა და მისმა ძმამ ვაჭრობაში ვერ იხეირეს, პირიქით, ვალი დაედოთ. ხოლო მევახშე მირონ ამიროვის (ესეც სომეხია) სახით სამუდამო და საზიზღარი მტერი გაიჩინეს. ამიროვისაგან აღებულ ვალს 2.000-მდე მიუღწევია, რამაც საბოლოოდ გააკოტრა ძმები. ამიროვი, რომელიც სამაზრო სასამართლოს პროკურორად იყო ნამყოფი, სასამართლოში დაძვრებოდა და ცდილობდა, ანტონოვებისთვის წაერთმია შემოსავლის ერთადერთი წყაროხიდისთავის მამული (ზურაბის პაპა ცხოვრობდა ხი-დისთავში, მებაღედ იყო. მამანაზარი კი ხიდისთავიდან გადასახლდა გორში).
 ზურაბ ანტონოვის შემოქმედების თემაც იგივეა, რაც გიორგი ერისთავისაის ამბები, რასაც ადგილი აქვს ჩვენში 40-50-იან წლებში. ესაა ძველი კლასის (თავადაზნაურობის) დაშლადაკნინებისა და ახალი კლასის ჩასახვა-განვითარების სურათების ჩვენება.
1859 წელს ლავრენტი არდაზიანიცისკარშიბეჭდავს ორიგინალურ ნაწარმოებს, ლექსსფულები“ (გამოქვეყნდა ინიციალებით . .) ლექსი ლავრენტი არდაზანის შემოქმედების ეთგვარი პრელუდიაა. კერძოდ, „ფულებიშეიძლება ჩაითვალოს რომანისსოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვი-ლითავისებურ შესავლად. ამ ლექსში საუბარია ფულის მნიშვნელობასა და ძალაზე. არდაზიანი ფულს ახასიათებს, როგორც უწესოდ გაჩენილს, იუდას სისხლით გასვრილს, ადამიანის ზნეობრივად გამრყვნელს. მაგრამ ფულს მეორე მხარეც აქვს. ადამიანი ფულით ბევრ ხარისხსა და დიდებას პოულობს, სიამოვნებას განიცდის. მოკლედ: არდაზიანს ფულის გაბატონება კანონზომიერ მოვლენად მიაჩნია, თუმ-ცა მასში არ ხედავს ზნეობრივ სისპეტაკეს.
უწესოდ გაჩენილო, ურიცხვთ დასამხობელად,
იუდას სისხლით სვრილო, ბოროტად სახმარებლად!
კაცთა ამპარტავნების ამწეო მეტად მაღლად,
მაგრამ ამასთან ერთად კეთილს იქმ დიდად მრავლად.
ბარემ ისევ ფულებო,
ვერცხლის სიამოვნებო,
ჩვენო თვალის სინათლევ,
გონების მიმტაცებო! და სხვა.
ის, რაც ლექსშიფულებიპოეტური ენით მოკლედაა ნათქვამი, უფრო გაშლილად და დამაჯერებლად არის ნაჩვენებისოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილში“. ეს ნაწარმოები გამოქვეყნდა ჟურნალცისკარში“ 1861 წელს.
თემატურადსოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილიიმავე საკითხს ეხება, რასაც გიორგი ერისთა-ვისა და ზურაბ ანტონოვის კომედიები. ესაა ძველი კლასის დეგრადაციისა და ახალი კლასის ფეხის ადგმის პროცესები (ორივე მწერალი ასახავს 40-50-იანი წლების სინამდვილეს). ფეოდალური, ახალი კლასის მთავარ წარმომადგენლად ამ რომანში გამოყვანილია სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი (უკვე ქართველებმაც დაიწყეს ვაჭრობა, გიორგი ერისთავის და ზურაბ ანტონოვის ყველა ვაჭარი არაქართველია), ხოლო ძველი კლასის წარმომადგენლადალექსანდრე რაინდიძე.
თუ გიორგი ერისთავი გვიჩვენებს უკვე ჩამოყალიბებულ ვაჭრებს, ლავრენტი არდაზიანი გვიჩვენებს თვითონ ამ ჩამოყალიბების პროცესს. ჩვენ ვხედავთ გიორგი ერისთავის ვაჭრებს, უკვე მდიდრებს. ისინი დიდძალი თანხის პატრონები არიან, მაგრამ არ ვიცით,   როგორ დააგროვეს ეს ფული. მიკირტუმებისა და კარაპეტების წარსული ჩვენთვის უცნობია.
სულ სხვანაირად იქცევა არდაზიანი. იგი თავდაპირველად გვიჩვენებს ვაჭარს არა უკვე მდიდარს, არამედ ჯერ ღატაკს, სრულიად არაფრისმქონეს, რომელიც შემდეგ მდიდრდება. გვიჩვენებს პირველ დამგროვებელს. ამასთან, თუ გიორგი ერისთავი თავის ვაჭრებს წარმოსახავს ვიწრო წრეში, ოჯახურ ატმოსფეროში, არდაზიანის ვაჭრის სამოქმედო ასპარეზი ძალიან ფართოა. სად არ ვხედავთ მასსოფელში, ქალაქში, გზაზე, ბაზარში, გაჭირვებასა და ლხინში, ქოხში, თეატრში. ის უფრო გიორგი წერეთლის ბახვა ფულავას მსგავსია, ოღონდ საერთო ისაა, რომ ორივე მწერალი (გიორგი ერისთავიცა და ლავრენტი არდაზიანიც) ერთგვარად აგდებით ეკიდება, დასცინის, შეურაცხმყოფელ ვითარებაში გვიხატავს ვაჭრებს.
Aაი, სოლომონ მეჯღანუაშვილი შემთხვევით ბაზარში მოხვდა. აქ იგი ჩაერია მოქალაქესა და გლეხკაცს შორის გამართულ ვაჭრობაში და მოქალაქეს ხორბალი იაფად აყიდვინა. ამისთვის  საჩუქრად  ოქროიანი ბაღდადი მიიღო. ბაღდადი აქვე ფულად აქცია. ეს იყო სოლომონის პირველი გამარჯვება. „კაცის ენაზე ვერ ვპოვებ სიტყვას, — ამბობს სოლომონი, - რომ გამოვთქვა, როგორ შემიყვარდა ის ოქრო. ღვიძლები შეიქმნა ის ჩემის სულისა! ჩემმა გულმა გაუღო კარები და მაგრა ჩაიკრა! ახლა ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა სახით გამაცოცხლებდა, რა სახით გამახარებდა ოქრო, რა სახით შევტრფოდი მე ოქროსა“.
სოლომონმა უკვე მონახა ცხოვრების საშუალება. მან ხელი მოჰკიდა ჩარჩობას, ყიდულობდა და ყიდდა ბატკნებს, ამან თვის ბოლოს მისცა სამ თუმან ნახევარი მოგება. სოლომონს აღმოაჩნდა არაჩვეულებრივი უნარი და ალღო ვაჭრობისა. იგი ყოველთვის სეზონის მიხედვით არჩევდა საქონელს (სად რა დროს რა უფრო იაფი და ძვირი იყო), სულ მალე მან 35 თუმანი შეაგროვა, თანაც მოქმედების არეც გააფართოვათბილისს გასცილდა და სხვა რაიონებსაც ეწვია.
უფრო მეტიც, სოლომონმა მევახშეობაც დაიწყოფულის გასესხება სარგებლით, .. ფულს ფულს აგებინებს. “ფული უნდა იყოს მოძრაობაშიოამბობს ის, - ფულმა ფული უნდა მოიგოს“. სოლომონის ვალი ბევრს ემართა არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვაგანაც: დიღომში, მცხეთაში, წილკანში და სხვა.
ყოველივე ამასთან ერთად, როგორც ეს ბურჟუაზიის წარმომადგენელთათვის არის დამახასიათებე-ლი, სოლომონი იჩენს საარაკო სიძუნწეს, მომჭირნეობას. დღე-ღამისა და კვირების მანძილზე შიმშილობს.
აი, სწორედ ასეთი საზრიანობით, პრაქტიკული ალღოთი და მომჭირნეობით მიაღწია სოლომონმა იმას, რომ ბოლოს  დიდძალი თანხის პატრონი გახდა. შეიქნა მდიდართა  შორის მდიდარი. სოლომ-ნი ცოლ-შვილსაც მოეკიდა და რაკი შვილები წამოეზარდნენ, ისინიც და ცოლიც ვაჭრობაში ჩააბაწვრილმან რამეებს მათაც აკეთებინებდა (ცოლ-შვილსაც გაჭირვებულად აცხოვრებს...).
ასე გრძელდება თვიდან თვემდე. წლიდან წლამდე. დიდხანს, ძალიან დიდხანს სოლომონი მხოლოდ დამგროვებელია.  კაპიკს კაპიკს უმატებს. ფულის მოხმარების საკითხი დიდხანს არ დასმულა მის წინაშე. და ბოლოს ეს მომენტიც დადგა: ერთბაშად იგრძნო, რომ დროა, საზოგადოებაში გამოვიდეს.სოლომონი გამოიცვალა. შინ დაბრუნებულმა პირველად იმ დღეს შეამჩნია, რომ მის ცოლ-შვილს ცუდად ეცვა. იმ დღეს ისადილეს ადამიანურად, დათვალა ფული (რომელსაც მალულად ტახტის ქვეშ ინახავდა) და სიხარულისაგან კინაღამ გული შეუღონდა. 80000 თუმანი აღმოაჩნდა. ნათლიმამა ოჰანეზას რჩევით სოლომონმა იყიდა სახლ თბილისში. მორთო  მდიდრულად ავეჯით, აიყვანა მოსამსახურეები და გაიჩინა დროშკა (ეტლი). შეიძინა თეატრის ლოჟის აბონემენტი და გადაწყვიტა, სიძედ მოეკიდებინა ალექსანდრე რაინდიძე (მიეთხოვებინა ქალიშვილი თამარი).
თუ სოლომონის ცხოვრების პირველი ნახევარი ყოველთვის წარმატებით მიდიოდა, მერე (.. იმ დღიდან, როდესაც ფულის მოხმარება დაიწყო) ხშირად მარცხსაც განიცდის. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მარცხია ის, რომ არ გაუმართლა იმედები და ვერ მოიკიდა სიძედ ალექსანდრე რაინდიძე (რა არ იღონა: ქეიფი მოუწყო, სხვებიც დაუპატიჟა, მაჭანკალი მიუგზავნა, ფულიც შეაძლია). ვაჭართა კლასი ამ დროს (40-50-იან წლებში) ჯერ სუსტია, ძველი კლასი კიუფრო ძლიერი. ამიტომაც ცდილობენ პირველნი (მიკირტუმები, კარაპეტა, სოლომონი...) მეორესთან დაახლოება-დანათესავებას, ხოლო მეორენი (თავადები) ზოგჯერ მიდიან კიდეცდათმობაზე“ (მაგ. ივანე დიდებულიძე). მაგრამ ზოგი ჯერ კიდევ იმდენად ძლიერია,  საამისო არაფერი  სჭირს, რომ ფულისთვის ასეთი ნაბიჯი გადადგას (მაგ. ალექსანდრე რაინდიძე). უფრო გვიან (80-90-იან წლებში) ვაჭრები (აქვსენტი ცაგარელთან...) ხშირად უარს ამბობენ, თავიანთი ასულები მიათხოვონ ბედოვლათ ქართველებს. გიორგი წერეთლის პიოტრ ივანიჩ გაწერელია რევაზ ბაკურაძესთან მორიგება-დანათესავებას კი არ აპირებს, არამედ მედგრად უპირისპირდება, გრძნობს რა თავისთავში  საამისო ძალას. ალექსანდრე რაინდიძე არ გაჰყვა ივანე დიდებულიძის გზას, მას ფულმა თვალები ვერ დაუბრმავა და ცოლად შეირთო არა თამრო, არამედ თავადის ქალიშვილი ელენე არაგვლიშვილი.
ავტორი რეალისტურად გვიჩვენებს იმ გზას, რომელიც უნდა გაევლო პირველ დამგროვებელ ვაჭარს. არაჩვეულებრივად დიდი ოსტატობით და დამაჯერებლობითაა დახატული ვაჭრის ბუნება, მისი პრაქტიკული ყოველდღიური საქმიანობა, სიძუნწე, მისი გემოვნება, ზნეობრივ-მორალური მხარე (ტყუილის თქმა და სხვა. ამ მხრივ, სხვათა შორის დამახასიათებელია, რომ სოლომონმა სარგებლით ასესხა ფული მის კეთილისმყოფელ ლუარსაბ რაინდიძეს, რაც მის შვილს ერთიორად გადაახდევინა).
  (სტეფანე ჭრელაშვილის წერილიჩვენი ცხოვრების ღვიძლი შვილიამ სოლომონს ეხება). 70-იან წლებში კაპიტალიზმის განვითარება უფრო სწრაფი ტემპით წავიდა წინ (აი, ის პროცესი, რომელიც 40-იან წლებში დაიწყო და იმდროინდელმა მწერლებმა _ გიორგი ერისთავმა, ზურაბ ანტონოვმა და ლავრენტი არდაზიანმა გვიჩვენეს, შემდეგ არ შეჩერებულა და ვითარდება). ჩვენშიც გაჩნდა ფაბრიკა-ქარხნები. მაგალითად, 1865 წელს თბილისში გაიხსნა პირველი საფეიქრო ფაბრიკა. 70-იან წლებში უკვე მოქმედებდა თუჯსასხმელი ქარხანა, ალავერდისა და ახტალის სპილენძსადნობი ქარხნები და სხვა. ასე გაჩნდა ჩვენში მუშათა კლასი, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მრავალრიცხოვანი და ძლიერი არც ამ დროისთვის და არც შემდეგ პერიოდში _ 80-90-იან წლებშიც არ ყოფილა. 1871 წლის 14 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა ფოთი-თბილისის სარკინიგზო ხაზი. ნიკო ნიკოლაძე ამის შესახებ `დროებაში~ წერდა: `ეს ის გზაა, რომელსაც სასოებით ველოდით წლების მანძილზე, ეს ის გზაა, რომელიც სასიკეთოდ მოემსახურება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. რკინიგზაზე მუდმივი და რეგულარული მოძრაობა გამოაღვიძებს ერს~. 1878 წელს გაიყვანეს თბილისი-ბათუმის ხაზი, 1883 წელს დამთავრდა ბაქო-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა. Aამავე წელს თბილისში გაიხსნა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნო. რკინიგზის მეშვეობით გაადვილებულ მიმოსვლას თან უნდა მოეტანა  ვაჭრობის განვითარებაც.
      1869 წელს ჩამოყალიბდა `ახალი ახალგაზრდობის~ ჯგუფი, `მეორე დასი~. ამ დასის წარმომადგენლები გახლდნენ გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი...
      `ახალი ახალგაზრდობის~ წარმომადგენლები კრიტიკულად აფასებდნენ პირველი დასის (ძირითადად, ილია ჭავჭავაძის) მოღვაწეობას. გიორგი წერეთელი თავის მხატვრულ თხზულებებსა თუ პუბლიცისტურ წერილებში არაერთხელ შეხებია თერგდალეულთა დიფერენციაციის პროცესს (`გულქანში~, `მგზავრის წიგნების~ მეორე ნაწილში, წერილში `კიტა აბაშიძე და ჩვენი ახალგაზრდობა~ და სხვა). მეორედასელთა პერიოდული ორგანოები იყო `დროება~ და `კრებული~ (ნაწილობრივ _ რუსულენოვანი `ობზორიც~). Mმეორე დასის პროგრამა მოხაზა ნიკო ნიკოლაძემ წერილში `ჩვენი მწერლობა~ (1873 .).

დამოწმებული ლიტერატურა:
არდაზიანი 1998: არდაზიანი ლავრენტი, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი, „ქართული მწერლობა“, ტ.10, თბ., 1998წ.ერისთავი 1998: ერისთავი გიორგი, ძუნწი, „ქართული მწერლობა“, ტ.10,  თბ., 1998 წ.
წერეთელი 1893: წერეთელი გიორგი, ორმოცდასამი წელი ქართული თეატრისა, ჟურნ. `კვალი~, 1893., # 2.