გიული ქეშელაშვილი
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
როდესაც ვსაუბრობთ XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს
სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე, უნდა გვახსოვდეს, რომ
·
ეს
ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ფეხს იდგამს ბურჟუაზია და ჯერ კიდევ სუსტად
არის ჩამოყალიბებული სამრეწველო პროლეტარიატი. რაც შეეხება მრეწველობის
განვითარებას, იგი უშუალოდაა დაკავშირებული ნედლეულთან, ანუ შესაძლებელია მხოლოდ
ფართო კოლონიების მქონე ქვეყნებისათვის. ამიტომაც იყო, რომ სწორედ ამ პერიოდში
მიმდინარეობდა კოლონიების გადანაწილებისთვის ბრძოლა, რაც საბოლოო ჯამში I მსოფლიო ომში გადაიზარდა. საქართველო, რუსეთის
ვრცელი იმპერიის ერთი მცირედი ნაწილი იყო და ქართველი მწერლები, რომლებიც ოცნებაში
მაინც მოიაზრებდნენ საქართველოს,
როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ცხადია, პერსპექტივაში ვერ წარმოიდგენდნენ მას
მძლავრ ინდუსტრიულ ქვეყნად. თუმცა ბურჟუაზიული ფენისა და ქალაქის მუშა
პროლეტარიატის გაჩენა მათ შემოქმედებაში ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.
·
ქართველი
მწერლების ძირითადი ნაწილი თავადაზნაურობის წრიდან იყო, რაც თავისთავად ნიშნავდა
მათ უშუალო კავშირს სოფელთან და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხთან
დაკავშირებით მათ პირად მატერიალურ სტატუსსაც განსაზღვრავდა.
საზოგადოება და
სახელმწიფო თანამედროვე გაგებით წმინდადევროპული მოვლენაა1, რომელიც სათავეებს
ევროპული ფეოდალიზმიდან იღებს. ევროპული
სახელმწიფო მოწყობა დასაბამიდან იცნობს ცენტრალური ხელისუფლისა და პიროვნების
თანაარსებობას. ისტორიკოსი დავით
პაიჭაძე აღნიშნავს, რომ
,,დინამიური ბალანსი ამ ინსტიტუტებს შორის
არის შიდა ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა, რამაც დასავლური საზოგადოების განვითარების
ეტაპები განაპირობა: ერთობიდან
საზოგადოებისაკენ, საზოგადოებიდან
„საზოგადოებრივ შეთანხმებამდე“, საზოგადოებრივი შეთანხმებიდან თანამედროვე სახელმწიფომდე.“2
ანტიკური ხანის
ფილოსოფოსები: პლატონი, არისტოტელე,
სოკრატე, ციცერონი და სენეკა
საკუთრების საკითხს სახელმწიფოს მოწყობის თვალსაზრისით გადამწყვეტ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ. ასევე „ახალი დროის“
მოაზროვნენი, თომას ჰობსი
(1588-1679), ჯონ ლოკი (1632-1704) და
ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778) კერძო საკუთრებას
ინდივიდისა და მისი ქმედების
თავისუფლების ხარისხთან უშუალო კავშირში განიხილავდნენ. თანამედროვე განვითარებული
სამყაროს მიერგანვლილი გზა ერთობიდან საზოგადოებამდე ადამიანის რთულ სოციალურ ურთთიერთობებს გულისხმობს,
დაფუძნებულს საკუთრების თავისუფალ ფლობასა და
მის ასევე თავისუფალ განკარგვაზე. ამ გარემოებას ეფუძნება
ასევე კანტის გამონათქვამი-საკუთრებისწარმოქმნას
რესპუბლიკურ სახელმწიფომდე მივყავართ-ო. სახელმწიფოს ფუნქცია „ახალი დროის“ დასავლური ფილოსოფიური მოძღვრებების მიხედვით, საზოგადოების წევრებს შორის
სამართლიანი ურთიერთობების მენეჯერის ფუნქციაში
გამოიხატებოდა. სახელმწიფო
„საზოგადოებრივი შეთანხმების“
შედეგია.
დასავლეთ ევროპაში
აღმოცენებული ე.წ. „მესამე წოდება“ „ქალაქელები“პოლიტიკური უფლებებისა და
თავისუფლებებისათვის ბრძოლაში სოფლად მცხოვრებ
ფეოდალებს დაუპირისპირდნენ. გაჩნდა ეროვნული, ანუ
ბურჟუაზიული მოძრაობები. რა
ხდებოდა აღმოსავლეთში? აღმოსავლეთში გამოიკვეთა
ცენტრალური ხელისუფალის ავტორიტარიზმი,
ინდივიდის როლი საზოგადოების კულტურულ დაპოლიტიკურ ცხოვრებაში უგულებელყოფილ იქნა.
ამიტომ ვერ ჰპოვეს ბურჟუაზიული განვითარების გზა თავის დროზე
მაღალგანვითარებულმა ფეოდალურმა აზიურმა
რეგიონებმა 3.
გეოგრაფიული მდებარეობის გამო საგარეო გარემოებებისაქართველოს
საზოგადოებრივი განვითარების საქმეში განმსაზღვრელ როლს ასრულებდნენ და ასრულებენ
დღესაც.დასავლეთში კი საპირისპიროდ - საგარეო პოლიტიკა საზოგადოებისშიდა
განვითარების გაგრძელებას წარმოადგენს.4 შიდაკონსოლიდაციისა და ეროვნული
ინტეგრაციის პროცესი საქართველოში გამუდმებულად
ფერხდებოდა დამპყრობლების მიერ. ამიტომ საქართვლოს ისტორიაში განსაკუთრებული როლი ჯერ ბიზანტიასთან დაშემდგომში კი რუსეთთან
მეზობლობას ენიჭება.ფეოდალიზმის განვითარება რუსეთში შორს არის
ევროპულიტრადიციისაგან. რუსეთის
ბიუროკრატიული ცენტრალიზმი დახელისუფლების ავტოკრატიზაცია ივანე მრისხანესაგან
იღებს სათავეს,როცა გატარდა გარკვეული რეფორმები (1549-1560), რომელთა მიზანი
იყოთვითმპყრობელობის გაძლიერება და სახელმწიფოს ცენტრალიზაციისგანმტკიცება. მოსკოვის სახელმწიფომ შეიერთა ყაზანის, ასტრახანისსახანოები, დაიმორჩილა ციმბირის ხანი და ნოღაელთა
ურდო. იგიერთპიროვნულად შეუდგა
სახელმწიფოს მართვას. საშინაო პოლიტიკაშიმან
კურსი აიღო თვითმპყრობელური ხელისუფლების განმტკიცებისა დაოპოზიციის
დათრგუნვისაკენ. ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა,
თუ რატომვერ წარმოიქმნა რუსეთში
ბოიარებისაგან დასავლურის მსგავსირეგიონალურად დამაგრებული წოდების
დასაყრდენი. ერთი სიტყვითფეოდალიზმი
რუსეთში ივანე მრისხანიდან მოყოლებული სულ უფროდა უფრო ავტოკრატიზაციის
ინსტრუმენტად ყალიბდებოდა5.
საქართველოს რუსეთთან შეერთებისთანავე ქართული არისტოკრატია რუსეთში იქნა გადასახლებული. ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართული ფეოდალიზმი, ანუ მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად
მიჩნეული სისტემა
გაუქმდა. სკოლებში, ეკლესიასა და სასამართლოში საქმის უცხოენაზე
წარმოებამ მოსახლეობასა და ისედაც
არალეგიტიმურად აღქმულ რეჟიმს შორის კომუნიკაციის შესაძლებლობა მოსპო. თაობები დარჩნენუწიგნურნი, ეს გარემოება
განსაკუთრებით უწყობდა ხელს დეზინტეგრაციისპროცესს. ამ უფსკრულის
ამოვსებას ილია ჭავჭავაძე
„მომრიგებელი მოსამართლის“
ინსტიტუტის შემოღებით ცდილობდა. ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა-ანბანის რეფორმირება, თანამედროვე ლიტერატურული ენის დახვეწა, მას
იმდროინდელი ევროპული ეროვნული მოძრაობების გმირების
რიგში აყენებს. ხოლო ლოზუნგი
„მამული, ენა, სარწმუნოება“ ქართველებისათვის ეროვნული ინტეგრაციის ორიენტირების სიმბოლო და მაჩვენებელია.
სოციალური პრობლემების მოგვარებას ილია ჭავჭავაძე საქართველოში ეროვნული ბურჟუაზიის, ქართული მესამე წოდების აღმოცენებაში ხედავდა.XIX ს-ის ევროპაში მიმდინარე ეროვნული მოძრაობები მიზნად ეროვნული სახელმწიფოების შექმნას ისახავდნენ და ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა ბურჟუაზია იყო. ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობებისშემდგომი პროგრესის საფუძველს ილია ჭავჭავაძე ბურჟუაზიული ურთიერთობების სრულყოფა-განვითარებაში ხედავდა,
სწორედ ამიტომ ითხოვდა ეროვნულ დამოუკიდებლობას, მაგრამ, როგორც რეალისტი, პოლიტიკური ავტონომიის ფორმას სჯერდებოდა. ილია ჭავჭავაძისათვისსაქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა - ეროვნული „მესამეწოდების“ მიერ დაფუძნებულ სოციალურ წესრიგს ნიშნავდა. მას მომავლის სამართლიანი საზოგადოების შენება მხოლოდ სოციალურითანასწორობის უზრუნველყოფისა და ჩაგვრის ყოველგვარი ელემენტის აღმოფხვრის გზით მიაჩნდა შესაძლებელი. იგი ცდილობდა გამოენახა ეკონომიკური განვითარების ის ოპტიმალური გზები,
რომლებიც საქართველოს თავიდან ააცილებდნენ წოდებრივი დაპირისპირების გაღრმავებას.
ამიტომ განიხილავდა წოდებათა შერიგების ეკონომიკურ,იურიდიულ და ზოგად პოლიტიკურ საფუძვლებს და თვლიდა, რომ ამის მიღწევა მხოლოდ
კარდინალური ეკონომიკური გარდაქმნებით, მესაკუთრეთა ფენის
გამრავლება-გაძლიერებით,
შესაბამისი მოქნილი
კანონმდებლობითა და თვითმმართველობი სდემოკრატიული სისტემის
შემოღებით გახდებოდა შესაძლებელი.6 ილია სახელმწიფოს
განვითარების მტკიცე საფუძვლად ეკონომიკურ ბაზისს თვლიდა. ამიტომ მოითხოვდა
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ გარემოებათა დაუყოვნებლივ
აღმოფხვრას და მკაცრად ილაშქრებდა საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთი მანკიერი
ორგანიზაციის წინააღმდეგ, როგორიცაა ბატონყმობა მისთვის დამახასიათებელი იძულებითი
შრომითა და არარენტაბელური ეკონომიკით. იგი
თვლიდა,
რომ საზოგადოება კლასთა და ფენათა დაპირისპირებითა და ბრძოლით სასიკეთოდ ვერ განვითარდებოდა და კატასტროფამდე მივიდოდა, რისი გადატანა ძალიან ძვირად დაუჯდებოდა ერებსა
და მთელ კაცობრიობას.ის იზიარებდა
ინგლისური კლასიკური პოლიტეკონომიის კორიფეებისაზრს იმის შესახებ, რომ გაბატონებულ კლასებს თავისი მოგების ნაწილი მშრომელებისათვის უნდა გაეყოთ და
საქართველოში მიწათმფლობელებს გლეხი უმიწოდ არ უნდა
დაეტოვებინათ.
ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ილია იბრძოდა მიწით სარგებლობის
გადასახადის შემცირებისა და გლეხობის მესაკუთრედ ქცევისთვის, რასაც წარმოებისადმი
ინტერესის გაძლიერება და პროდუქციის ზრდა უნდა მოჰყოლოდა. ილიას პროგრამა ითვალისწინებდა სოციალური ურთიერთობების სამართლიან
საფუძველზე მოწყობას, რაც კერძო საკუთრების პირობებში თავისუფალ შრომის ფაქტორს
დაუკავშირდებოდა.
საქართველოში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ილიამ მისი ცხოვრების განმსაზღვრელი პოზიცია აირჩია: სამართლის წინაშე ფორმალურად თანასწორ საზოგადოებაში, შესაძლებელია ყველა დაპირისპირების მშვიდობიანი გადაჭრა, ყველა ადამიანის მესაკუთრედ ქცევა და ყველასთვის შრომის აუცილებლობა.
მას სჯეროდა, რომ აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი გახდებოდა არსებული შესაძლებლობების გონივრული გამოყენებით.
ილიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ხიზნობასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევას. იგი ხიზნობის ძირითად
პრობლემას მუშახელს მოკლებული მიწის არსებობაში ხედავდა. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ
უმიწო გლეხების სიმრავლემ საიჯარო გადასახადების ზრდა გამოიწვია. ხიზნობისათვის სავალდებულო იყო
მიწათსარგებლობის ყოველწლიური გადასახადის გადახდა, რაც ,,სამართლიანი
საზოგადოების“ ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გამხდარიყო.ხიზნობას, ილიას
აზრით, ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე უნდა მოეწესრიგებინა მიწათმოქმედისა და
მიწათმფლობელის ურთიერთობები. ,,სამართლიანი
საზოგადოება“ უნდა დაფუძნებოდა თავისუფალი ადამიანების მიერ შექმნილ ისეთ
ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც გამორიცხავდა ყოველგვარ ჩაგვრასა და
უუფლებობას. ივ. ჯავახიშვილის თქმით, მან ,,ჯერ კიდევ 1880 წელს აღიარა ისტორიული
პროცესის გასაგებად ეკონომიკური საფუძვლის ცოდნის აუცილებლობა’’. ილიამ გაანალიზა
ისეთი ისეთი ეკონომიკური კატეგორიები, როგორიცაა ფული, საქონელი, ბაზარი,
ღირებულება, ფასი და სხვა.
ილია აღნიშნავდა საქონელმიმოქცევის როლს ქვეყნის
საზოგადოებრივ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.
იგი ხაზს უსვამდა წარმოების როლს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
სასოფლო-სამეურნეო საქონლის კონკურენტუნარიანობის პირობების განსაზღვრას,
თვითღირებულების შემცირების გზების ძიებას, სოფლად ეფექტური საინვესტიციო
პოლიტიკის გატარებას ილია წარმოების სტიმულირებისათვის აუცილებელ პირობად
მიიჩნევდა.იგი აღნიშნავდა, რომ ...მიწასთან გასწორდა, გაქარწყლდა და მტვრად
აღიგავა ის ქვეყნები, რომლებმაც უგულებელყვეს წარმოების განვითარების მნიშვნელობა.
ამით მოეღო ბოლო დიდ ისრაელს, დიდ საბერძნეთსა და დიდ რომს.[1]
,,სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის“ დაარსება და ხელმძღვანელობა
ნათელი მაგალითია ილიას ეკონომიკური შეხედულებებისა. ილიას პრინციპულობამ,
შრომისმოყვარეობამ, გულისხმიერებამდა
საბანკო კანონების განუხრელმა დაცვამ ბანკის საქმიანობის წარმატება და
მომგებიანი ფუნქციონირება განაპირობა. ბანკიდან მიღებული შემოსავლები განათლებისა
და კულტურის განვითარებას, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას მოხმარდა. ბანკი საერთო-ეროვნულ კუთვნილებად იქცა.
ილიას ეკონომიკურ იდეებს აქვს უდიდესი თეორიული,
ისე პრაქტიკულიმნიშვნელობა. იგი აქტუალურია
დღესაც, როდესაც უარი
ვთქვითწარმოების მართვის ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიულ მეთოდებზე
დავცდილობთ ეკონომიკური მეთოდების გამოყენებას.
ილიას დროინდელსაქართველოში, ისევე
როგორც რუსეთში, იცავდნენ კერძოს
მიმართზოგადის უპირატესობის
დებულებას. სოციოლოგიაში ამის
გადმოტანანიშნავდა, მთელის უპირატესობას აღიარებას ნაწილის მიმართ, იმას,
რომპიროვნება უნდა ემსახურებოდეს ერს,
საზოგადოებას და სახელმწიფოს,რადგან ისინი ღვთაებრივის განხორციელებანი
არიან დედამიწაზე და ესსაუკეთესო გარანტიაა პიროვნებისათვის. 1882
წ. ილიამ წამოაყენადებულება იმის
შესახებ, რომ ადამიანი, ერი, საზოგადოება, სახელმწიფო,ცხადია, გარკვეული უფლებების მქონეა, მაგრამ “უმაღლესი საგანია”კონკრეტული
პიროვნების უფლება. იგი უპირატესია
სახელმწიფოსა დასაზოგადოებაზე.8 ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობარუსეთის იმპერიისათვის
განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა,რადგან მის მიერ განვითარებული შეხედულებანი წოდებათა
შერიგებაზე,შრომის საყოველთაო ვალდებულებაზე,
მაღალი წოდების დამოწაფებაზეგლეხებთან,
მათ წინაშე ბოდიშის მოხდაზე, კაცობრიობის ზნეობრივი დასამართლებრივი განვითარების
მაღალ საფეხურებს შეესაბამებოდა. მას სურდა, რომ ეკონომიკისა და მეცნიერების განვითარების მთავარი
მიზანიყოფილიყო საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა, ამიტომ მის მიერ არჩეული
გზა შეუსაბამობაში მოდიოდა რუსეთის
იმპერიაშიმიმდინარე პროცესებსთან და იქ არსებულ სოციალურ წესრიგთან.
გამოყენებული ლიტერატურა:
2.მალაზონია დ., ილია ჭავჭავაძის
სოციალურ-ეკონომიკური შეხედულებები, http://eprints.iliauni.edu.ge/usr/share/eprints3/data/2125/
3.პაიჭაძე
დ., საქართველოს თანამედროვე ისტორიის საკითხისათვის, http://dpaitschadse.blogspot.com/2013/04/blog-post_6115.html
4.რატიანი პრ., ილია ჭავჭავაძე, ფილოსოფიური და სოციალურ-პოლიტიკური
შეხედულებები, თბ, 1954,http://www.scribd.com/doc/128220433/საქართველოს-ისტორიის-ნარკვევები-5-pdf#scribd
5. სურგულაძე ა., ქართული საზოგადოებრივი აზრი XIX საუკუნის მეორე ნახევარში,
თბ. 1973, http://evergreen.tsu.ge/eg/opac/advanced?locg=1
7.ქავთარაძე გ.,
დასავლური ღირებულებები ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აზროვნებაში
(პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური
სისტემების მოდელი) XIX საუკუნის
60-იანიწლები–
XX საუკუნის დამდეგი, სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამა:
„საქართველოს ისტორია“ სადოქტორო ნაშრომი, http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000622/g_qavtaradze.pdf.
8. ჭავჭავაძეი., თხზულებათა სრული კრებული,
ტ.6.,თბ.,1956, გვ. 174.
9. Wolfgang Reinhard, Geschichte der Staatgewalt.
Eine vergleichende Verfassungsgeschichte Europas von den Anfängen bis zur
Gegenwart, Oskar Beck, München, 1999, გვ. 14-22.
10.Chris
Wickham, The Uniqueness of the East, კრებულში: Feudalism and Non-European Societies, T.J. Byres und
H. Mukhia (Hrg), London, 1985, გვ. 187.
შესანიშნავი სტატიაა, რომელმაც ჩემ შვილიშვილს მისცა გასაღები, თუ როგორ დაეწერა თემა "ეპოქა, რომელიც „ოთარაანთ ქვრივშია ასახული".და ეს გასაღები მოცემულია ამ სტატიაში: "1882 წ. ილიამ წამოაყენა დებულება იმის შესახებ, რომ ადამიანი, ერი, საზოგადოება, სახელმწიფო, ცხადია, გარკვეული უფლებების მქონეა, მაგრამ “უმაღლესი საგანია” კონკრეტული პიროვნების უფლება. იგი უპირატესია სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე... მის მიერ განვითარებული შეხედულებანი წოდებათა შერიგებაზე,შრომის საყოველთაო ვალდებულებაზე, მაღალი წოდების დამოწაფებაზე გლეხებთან, მათ წინაშე ბოდიშის მოხდაზე, კაცობრიობის ზნეობრივი და სამართლებრივი განვითარების მაღალ საფეხურებს შეესაბამებოდა." დიდი მადლობა ამ სტატიისათვის.
ReplyDelete