Translate

Friday, May 29, 2015

დოსტოევსკის შესახებ







იოს­იფ ბროდ­­კი






მი­წას­თან, წყალ­თან, ჰა­ერ­თან და ცეცხ­­თან ერ­თად, ფუ­ლი მე­ხუ­თე სტი­ქი­ად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ, სტი­ქი­ად, რო­მელ­საც ად­­მი­­ნი ყვე­ლა­ზე ხში­რად უწ­ევს ან­გა­რიშს. ალ­ბათ ამ­ის გა­მო­ცაა, რომ დღეს, დოს­ტო­ევ­­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ასი წლის შემ­დეგ, მი­სი ნა­წარ­მო­­ბე­ბი ის­ევ ინ­არ­ჩუ­ნე­ბენ აქ­ტუ­­ლო­ბას. თუ­კი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ეკ­­ნო­მი­კუ­რი ევ­­ლუ­ცი­ის ვექ­ტორ­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, - რო­მე­ლიც აშ­კა­რად სა­ერ­თო გა­ღა­ტა­კე­ბის­კენ და ცხოვ­რე­ბის დო­ნის უნ­­ფი­კა­ცი­ის­კენ იხ­რე­ბა - დოს­ტო­ევ­­კი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლურ მოვ­ლე­ნა­დაც შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ. რად­გა­ნაც, სა­­კე­თე­სო სა­შუ­­ლე­ბა - რა­თა არ შევ­­დეთ მო­მავ­ლის პროგ­ნო­ზი­რე­ბი­სას - ისაა, რომ ამ მო­მა­ვალს სი­ღა­რი­ბი­სა და ბრა­ლე­­ლო­ბის პრიზ­მა­ში შევ­ხე­დოთ. სწო­რედ ამ ოპ­ტი­კით სარ­გებ­ლობ­და დოს­ტო­ევ­­კი.
მწერ­ლის მხურ­ვა­ლე თაყ­ვა­ნის­­ცე­მე­ლი, ელ­­ზა­ვე­ტა შტა­კენ­­ნე­­დე­რი - პე­ტერ­ბურ­გე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, ვის სა­ლონ­შიც გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის 70-80-იან წლებ­ში ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი, სუფ­რა­ჟის­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­­ბი და მხატ­­რე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ - 1880 წელს, დოს­ტო­ევ­­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერ­თი წლით ად­რე, თა­ვის დღი­ურ­ში წერ­და:
"...
იგი მეშ­ჩა­ნია. დი­ახ, მეშ­ჩა­ნი. იგი არც აზ­ნა­­რია, არც სე­მი­ნა­რის­ტი, არც ვა­ჭა­რი და არც შემ­თხ­ვე­ვი­თი ად­­მი­­ნი, რო­გორც მხატ­ვა­რი ან მეც­ნი­­რი, არ­­მედ მეშ­ჩა­ნი. და აი, ეს მეშ­ჩა­ნი უდ­­დე­სი მო­აზ­როვ­ნე და გე­ნი­­ლუ­რი მწე­რა­ლია... ახ­ლა იგი არ­ის­ტოკ­რატ­თა ოჯ­­ხე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი­ცაა და რა თქმა უნ­და, თა­ვი ყველ­გან ღირ­სე­­ლად უჭ­­რავს, მაგ­რამ მას­ში მა­ინც მეშ­ჩა­ნო­ბა გა­მოს­­ვი­ვის. ინ­ტი­მურ სა­უბ­რებ­ში, თუ ნა­წარ­მო­­ბებ­ში... დი­დი კა­პი­ტა­ლის აღ­წე­რი­სას, მის­­ვის უზ­არ­მა­ზარ თან­ხას წარ­მო­ად­გენს ექვ­სი ათ­­სი მა­ნე­თი".
ეს, რა თქმა უნ­და, არ არ­ის სწო­რი: ნას­ტა­სია ფი­ლი­პოვ­ნას ბუ­ხარ­ში - ექვ­სი ათ­ას მა­ნეთ­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდ თან­ხას მო­ის­­რი­ან. მე­­რე მხრივ, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თავ­გან­წი­რულ სცე­ნა­ში, რო­მე­ლიც მუ­დამ აუტ­­ნელ კვალს ტო­ვებს მკითხ­ვე­ლის ცნო­ბი­­რე­ბა­ში, კა­პი­ტა­ნი სნე­გი­რი­­ვი თოვ­­ში ორ­­სი­ო­დე მა­ნეთს ჩატ­კეპ­ნის. თუმ­ცა საქ­მის არ­სი იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ყბა­და­ღე­ბუ­ლი ექვ­სი ათ­ა­სი მა­ნე­თი (ახ­ლა ეს და­ახ­ლო­ე­ბით 20 ათ­ა­სი დო­ლა­რია) საკ­მა­რი­სი იყო, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წე­ლი ნორ­მა­ლუ­რად გეცხოვ­რა.
სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ქ-ნი შტა­კენ­შ­ნე­ი­დე­რი - თა­ვი­სი დრო­ის სო­ცი­ა­ლუ­რი სტრა­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­დუქ­ტი - მეშ­ჩა­ნებს უწ­ო­დებს, ახ­ლა "სა­შუ­ა­ლო კლასს" წარ­მო­ად­გენს და ეს ჯგუ­ფი არა იმ­დე­ნად წარ­მო­შო­ბით გა­ნი­საზ­ღ­ვ­რე­ბა, რამ­დე­ნა­დაც ყო­ველ­დ­ღი­უ­რი შე­მო­სავ­ლის მო­ცუ­ლო­ბით. სხვა სიტყ­ვე­ბით, ზე­მოთ­და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თან­ხა არც სა­ო­ცა­რი სიმ­დიდ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და არც სი­ღა­ტა­კის, არ­ა­მედ უფ­რო ნორ­მა­ლურ ად­ა­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ზე მიგ­ვი­თი­თებს: ანუ, იმ პი­რო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ად­ა­მი­ანს ად­ა­მი­ა­ნად აქ­ცევს. 6 ათ­ა­სი მა­ნე­თი ზო­მი­ე­რი და ნორ­მა­ლუ­რი არ­სე­ბო­ბის ფუ­ლა­დი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტია და თუ­კი ამ­ის გა­სა­გე­ბად აუც­ი­ლე­ბე­ლია მეშ­ჩა­ნი იყო, მა­შინ გა­უ­მარ­ჯოს მეშ­ჩანს.
რად­გა­ნაც კა­ცობ­რი­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ამ­ას ესწ­რაფ­ვის - მი­აღ­წი­ოს ნორ­მა­ლურ ად­ა­მი­ა­ნურ პი­რო­ბებს და მწე­რა­ლი, რო­მელ­საც ექვ­სი ათ­ა­სი მა­ნე­თი უზ­არ­მა­ზარ თან­ხად მი­აჩ­ნია, სწო­რედ იმ­ა­ვე ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ სივ­რ­ცე­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, რო­მელ­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­ყო­ფე­ბა. სხვა სიტყ­ვე­ბით, იგი ცხოვ­რე­ბას მის სა­კუ­თარ, ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი კა­ტე­გო­რი­ე­ბით აღ­წერს, რად­გა­ნაც, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სი, ად­ა­მი­ა­ნუ­რი არ­სე­ბო­ბაც ზო­მი­ე­რე­ბის­კენ ილტ­ვის და პი­რი­ქით, მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეკ­უთ­ვ­ნის, ან და­ბალ სო­ცი­ა­ლურ ფე­ნას წარ­მო­ად­გენს, აუც­ი­ლებ­ლად ამ­ა­ხინ­ჯებს სუ­რათს, რად­გა­ნაც ორ­ი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში იგი ცხოვ­რე­ბას ძალ­ზე მახ­ვი­ლი კუთხი­დან აფ­ა­სებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კა (რო­მე­ლიც, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ცხოვ­რე­ბის სი­ნო­ნი­მი­ცაა) რო­გორც ზე­მო­დან, ისე ქვე­მო­დან, შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ იკ­ითხე­ბო­დეს, მაგ­რამ მხო­ლოდ შიგ­ნი­დან მის აღ­წე­რას ძა­ლუძს შვას ეთ­ი­კუ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც მკითხ­ველ­მა ან­გა­რი­ში უნ­და გა­უ­წი­ოს.
ამ­ას გარ­და, მწერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლო კლასს წარ­მო­ად­გენს, საკ­მა­ოდ მერ­ყე­ვია და იგი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბით და ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბა ქვე­და ფე­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ზე­ვით ხდე­ბა - უშ­უ­ა­ლო ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვის წყა­ლო­ბით - იდ­უ­მა­ლე­ბის შა­რა­ვან­დის­გან გა­ნი­ძარ­ც­ვე­ბა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, წმინ­და რიცხობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, მწე­რალს, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლო ფე­ნას ეკ­უთ­ვ­ნის, პრობ­ლე­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას­თან აქვს საქ­მე, რაც აფ­არ­თო­ებს მის აუდ­ი­ტო­რი­ას. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ერთ-ერ­თი მი­ზე­ზია დოს­ტო­ევ­ს­კის ფარ­თო პო­პუ­ლა­რო­ბა­სა - ის­ე­ვე რო­გორც მელ­ვი­ლის, ბალ­ზა­კის, ჰარ­დის, კაფ­კას, ჯო­ი­სი­სა და ფოლ­კ­ნე­რის პო­პუ­ლა­რო­ბი­სა. მარ­თ­ლაც, რო­გორც ჩანს, 6 ათ­ა­სი მა­ნე­თი დი­დი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­რან­ტი­ად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.
მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისაა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის მო­პო­ვე­ბა გა­ცი­ლე­ბით ძნე­ლია, ვიდ­რე მი­ლი­ო­ნე­ბის "შოვ­ნა" ან პი­რი­ქით, მათხოვ­რო­ბა - იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო, რომ ნორ­მა ყო­ველ­თ­ვის უფ­რო მეტ პრე­ტენ­დენ­ტებს შობს, ვიდ­რე უკ­ი­დუ­რე­სო­ბა. ამ თან­ხის - თუნ­დაც მი­სი ნა­ხევ­რის, ან მე­ა­თე­დის - მო­პო­ვე­ბა ად­ა­მი­ა­ნის­გან გა­ცი­ლე­ბით მეტ სუ­ლი­ერ ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს, ვიდ­რე რა­ღაც ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცია, რო­მელ­საც მყი­სი­ერ გამ­დიდ­რე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ, ან პი­რი­ქით, ვიდ­რე ას­კე­ტიზ­მის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა. უფ­რო მე­ტიც, რაც უფ­რო მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლია სა­სურ­ვე­ლი თან­ხა, მით უფ­რო მეტ ემ­ო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­სი მო­პო­ვე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით, გა­სა­გე­ბია, რა­ტომ მი­იჩ­ნევ­და დოს­ტო­ევ­ს­კი - ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც ად­ა­მი­ა­ნუ­რი ფსი­ქი­კის ლა­ბი­რინ­თი ას­ეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს - 6 ათ­ას მა­ნეთს კო­ლო­სა­ლურ თან­ხად. მის­თ­ვის იგი კო­ლო­სა­ლურ სუ­ლი­ერ და­ნა­ხარ­ჯებს უტ­ოლ­დე­ბა, ნი­უ­ან­სე­ბის კო­ლო­სა­ლურ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, კო­ლო­სა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რას. სხვა სიტყ­ვე­ბით, სა­უ­ბა­რია არა იმ­დე­ნად რე­ა­ლურ, რამ­დე­ნა­დაც მე­ტა­ფი­ზი­კურ ფულ­ზე.
მი­სი ყვე­ლა რო­მა­ნი, ლა­მის გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე, ხელ­მოკ­ლე ად­ა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს. ამგ­ვა­რი მა­სა­ლა უკ­ვე თა­ვის­თა­ვად წი­ნა­პი­რო­ბაა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხა­ვის­თ­ვის. თუმ­ცა დიდ მწერ­ლად დოს­ტო­ევ­ს­კი კარ­გად შეთხ­ზუ­ლი სი­უ­ჟე­ტის ან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან­ა­ლი­ზი­სა და თა­ნალ­მო­ბის უნ­ი­კა­ლუ­რი ნი­ჭის წყა­ლო­ბით რო­დი იქ­ცა, არ­ა­მედ ინს­ტ­რუ­მენ­ტით - უფ­რო სწო­რად, მა­სა­ლის ფი­ზი­კუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით - რო­მელ­საც იგი იყ­ე­ნებ­და, ანუ რუ­სუ­ლი ენ­ის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად - ის­ე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ენა - ძალ­ზე წა­ა­გავს ფულს.
რაც შე­ე­ხე­ბა სირ­თუ­ლეს, მის­თ­ვის რუ­სუ­ლი ენა - სა­დაც ქვემ­დე­ბა­რე ხში­რად წი­ნა­და­დე­ბის ბო­ლოს ექ­ცე­ვა, არ­სი კი და­მო­კი­დე­ბულ წი­ნა­და­დე­ბა­შია ხოლ­მე გად­მო­ცე­მუ­ლი და არა მთა­ვარ­ში - შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, იდ­ე­ა­ლუ­რი ნი­ა­და­გია. ეს არაა ან­ა­ლი­ტი­კუ­რი ინგ­ლი­სუ­რი მი­სი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი "ან/ან"-ით - ესაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი დათ­მო­ბი­თის ენა, ენა, რო­მე­ლიც "თუმ­ცა"-ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ ენ­ა­ზე გა­მოთ­ქ­მუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი იდეა მა­შინ­ვე თა­ვის სა­პი­რის­პი­რო იდ­ე­ა­ში გა­და­იზ­რ­დე­ბა და არ­ა­ფე­რია რუ­სულ სინ­ტაქ­ს­ში უფ­რო მომ­ხიბ­ლა­ვი და მაც­დუ­რი, ვიდ­რე ეჭ­ვი­სა და თვით­დამ­ცი­რე­ბის გად­მო­ცე­მა. სიტყ­ვი­ე­რი მა­რა­გის მრა­ვალ­მარ­ც­ვ­ლი­ა­ნო­ბა (რუ­სულ­ში სიტყ­ვა სა­შუ­ა­ლოდ სა­მი-ოთ­ხი მარ­ც­ვ­ლის­გან შედ­გე­ბა) მოვ­ლე­ნა­თა პირ­ვე­ლად, სტი­ქი­ურ ბუ­ნე­ბას გა­მო­ავ­ლენს, რო­მელ­საც სიტყ­ვა უფ­რო კარ­გად გა­მო­ხა­ტავს, ვიდ­რე რა­ღაც და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გან­ს­ჯა და ხში­რად მწე­რა­ლი, თა­ვი­სი აზ­რის გად­მო­ცე­მი­სას, უეც­რად ჟღე­რა­დო­ბა­ზე წა­ი­ბორ­ძი­კებს და ბო­ლომ­დე ამ სიტყ­ვის ფო­ნე­ტი­კა­ში ეშ­ვე­ბა - რის გა­მოც მი­სი გან­ს­ჯე­ბი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნელ გან­ვი­თა­რე­ბას პო­უ­ლობს. დოს­ტო­ევ­ს­კის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ხში­რად აშ­კა­რად იგრ­ძ­ნო­ბა სა­დის­ტუ­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც თე­მის მე­ტა­ფი­ზი­კი­სა და ენ­ის მე­ტა­ფი­ზი­კის გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ურ­თი­ერ­თ­შე­ხე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.
რუ­სუ­ლი გრა­მა­ტი­კის ქა­ო­სი­დან დოს­ტო­ევ­ს­კიმ მაქ­სი­მუ­მი ამ­ო­ი­ღო. მის ფრა­ზებ­ში გაცხა­რე­ბუ­ლი, ის­ტე­რი­უ­ლი, გა­ნუ­მე­ო­რებ­ლად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რიტ­მი ის­მის და თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­თა და სტი­ლის­ტი­კით მი­სი მეტყ­ვე­ლე­ბა - ბე­ლეტ­რის­ტი­კის, სა­ლა­პა­რა­კო ენ­ი­სა და ბი­უ­როკ­რა­ტიზ­მე­ბის ნა­ზა­ვი - დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლად მოქ­მე­დებს ფსი­ქი­კა­ზე. რა თქმა უნ­და, მას მუ­დამ ეჩ­ქა­რე­ბო­და. თა­ვი­სი გმი­რე­ბი­ვით, იგი მუ­შა­ობ­და, რა­თა სა­არ­სე­ბო წყა­რო ჰქო­ნო­და მე­ვა­ლე­ე­ბი­სა და გა­მომ­ცე­მელ­თა ვა­დებ­ში გახ­ლარ­თულს. ამ­ას­თა­ნა­ვე, უნ­და აღვ­ნიშ­ნო, რომ ვა­დე­ბით ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლი ად­ა­მი­ა­ნის პი­რო­ბა­ზე, იგი ხში­რად უხ­ვევ­და ხოლ­მე თე­მას და შეგ­ვიძ­ლია ვამ­ტ­კი­ცოთ კი­დე­ვაც, რომ ეს წი­აღ­ს­ვ­ლე­ბი უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში თა­ვად ენ­ის მი­ერ იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი და არა სი­უ­ჟე­ტით. ერ­თი სიტყ­ვით, დოს­ტო­ევ­ს­კის კითხ­ვი­სას ხვდე­ბი, რომ ცნო­ბი­ე­რე­ბის ნა­კა­დის წყა­რო სუ­ლაც არაა ცნო­ბი­ე­რე­ბა, არ­ა­მედ სიტყ­ვა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ე­რე­ბის ტრან­ს­ფორ­მი­რე­ბას ახ­დენს და ცვლის მის კა­ლა­პოტს.
არა, იგი არ იყო ენ­ის მსხვერ­პ­ლი; თუმ­ცა მის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ტე­რე­სი ად­ა­მი­ა­ნის სუ­ლის მი­მართ ცდე­ბა რუ­სუ­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბის საზ­ღ­ვ­რებს, რო­მელ­თა­ნაც იგი თავს აიგ­ი­ვებ­და: სინ­ტაქ­ს­მა უფ­რო მე­ტად, ვიდ­რე რწმე­ნამ, გა­ნა­პი­რო­ბა ამ ინ­ტე­რე­სის ხა­სი­ა­თი. ნე­ბის­მი­ე­რი შე­მოქ­მე­დე­ბა იწ­ყე­ბა რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სწრაფ­ვა თვით­ს­რულ­ყო­ფის­კენ და იდ­ე­ალ­ში - წმინ­და­ნო­ბის­კენ. ად­რე თუ გვი­ან - ალ­ბათ უფ­რო ად­რე, ვიდ­რე გვი­ან - მწე­რა­ლი აღ­მო­ა­ჩენს, რომ მი­სი კა­ლა­მი გა­ცი­ლე­ბით დიდ შე­დე­გებს აღ­წევს, ვიდ­რე სუ­ლი. ამ აღ­მო­ჩე­ნას ხში­რად აუტ­ა­ნე­ლი სუ­ლი­ე­რი გა­ო­რე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა და სწო­რედ აქ­ე­დან მო­დის დე­მო­ნუ­რი რე­პუ­ტა­ცია, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ფარ­თოდ იყ­ე­ნებს. არ­სე­ბი­თად, ეს ას­ეც არ­ის, რად­გა­ნაც სე­რა­ფიმ­თა და­ნა­კარ­გი თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის მო­ნა­პო­ვა­რია ხოლ­მე მოკ­ვ­დავ­თათ­ვის. თა­ნაც ნე­ბის­მი­ე­რი უკ­ი­დუ­რე­სო­ბა თა­ვის­თა­ვად ყო­ველ­თ­ვის მო­საწყე­ნია და კარგ მწე­რალ­თან ყო­ველ­თ­ვის ის­მის ზე­ცი­უ­რი სფე­რო­ე­ბი­სა და ქვეს­კ­ნე­ლის დი­ა­ლო­გი. მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, მივ­ყა­ვართ თუ არა ამ გა­ო­რე­ბას ავ­ტო­რის ან ხელ­ნა­წე­რის ფი­ზი­კურ გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე (რი­სი მა­გა­ლი­თიც - გო­გო­ლის "მკვდა­რი სუ­ლე­ბის" მე­ო­რე ტო­მია) - სწო­რედ მის­გან იშ­ვე­ბა მწე­რა­ლი, ვინც თა­ვის ამ­ო­ცა­ნას კა­ლამ­სა და სულს შო­რის მან­ძი­ლის შემ­ცი­რე­ბა­ში ხე­დავს.
ამ­ა­შია მთე­ლი დოს­ტო­ევ­ს­კი; თა­ნაც, მი­სი კა­ლა­მი ყო­ველ­თ­ვის აძ­ე­ვებ­და სულს მის მი­ერ­ვე ნა­ქა­და­გე­ბი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბის საზ­ღ­ვ­რე­ბი­დან. რად­გა­ნაც, იყო მწე­რა­ლი, აუც­ი­ლებ­ლად ნიშ­ნავს, იყო პრო­ტეს­ტან­ტი, ან, უკ­ი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ად­ა­მი­ა­ნის პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის აღმ­სა­რე­ბე­ლი. რუ­სულ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა­შიც და რო­მა­ულ კა­თო­ლი­კო­ბა­შიც ად­ა­მი­ანს უზ­ე­ნა­ე­სი, ან მი­სი ეკ­ლე­სია გან­ს­ჯის. პრო­ტეს­ტან­ტიზ­მ­ში ად­ა­მი­ა­ნი თა­ვად ად­გენს გან­კითხ­ვის დღეს და ამ მსჯავ­რი­სას იგი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო და­უნ­დო­ბე­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ, ვიდ­რე უფ­ა­ლი, ან თუნ­დაც ეკ­ლე­სია - იმ­ი­ტომ, რომ იგი (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში მას ასე სწამს) ღმერ­თ­ზე და ეკ­ლე­სი­ა­ზე უკ­ეთ იც­ნობს თავს და კი­დევ იმ­ი­ტომ, რომ მას არ სურს, უფ­რო სწო­რად, არ შე­უძ­ლია აპ­ა­ტი­ოს. რად­გა­ნაც, არც ერ­თი ავ­ტო­რი არ წერს მხო­ლოდ თა­ვის მრევ­ლ­ზე გათ­ვ­ლით, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბი და მა­თი საქ­ცი­ე­ლი მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ და სა­მარ­თ­ლი­ან გან­ს­ჯას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. რაც უფ­რო გულ­დას­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს "გა­მო­ძი­ე­ბა", მით უფ­რო და­მა­ჯე­რე­ბე­ლია ნა­წარ­მო­ე­ბი - მწე­რა­ლი ხომ უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას ესწ­რაფ­ვის. წმინ­და­ნო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში თა­ვის­თა­ვად არ­ცაა და­ფა­სე­ბუ­ლი: სწო­რედ ამ­ი­ტო­მაც იხრ­წ­ნე­ბა დოს­ტო­ევ­ს­კის ბე­რი.
რა თქმა უნ­და, დოს­ტო­ევ­ს­კი სი­კე­თის, ანუ ქრის­ტი­ა­ნო­ბის და­უცხ­რო­მე­ლი ქო­მა­გი იყო. მაგ­რამ თუ­კი და­ვუ­ფიქ­რ­დე­ბით, არც ბო­რო­ტე­ბას ჰყო­ლია მა­სა­ვით გა­წა­ფუ­ლი ად­ვო­კა­ტი. კლა­სი­ციზ­მის­გან დოს­ტო­ევ­ს­კიმ ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი შე­ით­ვი­სა: ვიდ­რე სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებ­დე - რო­გორც არ უნ­და იყო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ მარ­თა­ლი ხარ და სრუ­ლი­ად უბ­ი­წო - აუც­ი­ლე­ბე­ლია ჯერ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე მხა­რის ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტი ჩა­მოთ­ვა­ლო. საქ­მე ის არაა, რომ ჩა­მოთ­ვ­ლის პრო­ცეს­ში მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე მხა­რე­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ხა­რო: უბ­რა­ლოდ, ას­ე­თი ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გა­კე­თე­ბა ძალ­ზე მომ­ხიბ­ლა­ვი პრო­ცე­სია. ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­იძ­ლე­ბა არ უღ­ა­ლა­ტო მრწამსს, მაგ­რამ რო­ცა მო­საზ­რე­ბებს ბო­რო­ტე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ნი­ხი­ლავ, ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის პოს­ტუ­ლა­ტებს უფ­რო ნოს­ტალ­გი­ით წარ­მოთ­ქ­ვამ, ვიდ­რე გულ­მოდ­გი­ნე­ბით და ეს­ეც, რა თქმა უნ­და, ამ­აღ­ლებს და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის ხა­რისხს.
მაგ­რამ არ­ამ­ხო­ლოდ და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის გა­მოა, რომ დოს­ტო­ევ­ს­კის გმი­რე­ბი კალ­ვი­ნის­ტუ­რი შე­უ­პოვ­რო­ბით აშ­იშ­ვ­ლე­ბენ მკითხ­ველ­თა წი­ნა­შე თა­ვი­ანთ სულს. კი­დევ არ­ის რა­ღაც, რაც აიძ­უ­ლებს დოს­ტო­ევ­ს­კის, რომ მათ ცხოვ­რე­ბას სულ სხვა კუთხი­დან შე­ხე­დოს და მი­სი იდ­უ­მა­ლი სუ­ლის ყვე­ლა ნა­ოჭ­სა და ნა­კეცს და­აკ­ვირ­დეს. და ეს არაა ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ სწრაფ­ვა. რად­გა­ნაც მი­სი ინკ­ვი­ზი­ცი­ის შემ­დეგ რა­ღაც უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აშ­კა­რავ­დე­ბა, რაც თა­ვად ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­საც აღ­ე­მა­ტე­ბა: იგი აშ­იშ­ვ­ლებს ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლად ქსო­ვილს და ეს ქსო­ვი­ლი სა­ში­ნე­ლია. ამ­ის­კენ მას ძა­ლა უბ­იძ­გებს, რო­მელ­საც სა­ხე­ლად ენ­ის გა­უ­მაძღ­რო­ბა ჰქვია და ერთ დღე­საც მას ეც­ო­ტა­ვე­ბა ღმერ­თი, ად­ა­მი­ა­ნი, სი­ნამ­დ­ვი­ლე, და­ნა­შა­უ­ლი, სიკ­ვ­დი­ლი, უს­ას­რუ­ლო­ბა, ხსნა და სა­კუ­თარ თავს და­ეძ­გე­რე­ბა.

1980
თარგმნა მალხაზ ხარბედიამ
http://arili2.blogspot.com/2009/08/blog-post_09.html?spref=fb


No comments:

Post a Comment