Translate

Monday, October 2, 2017

ეკონომიკა და რომანი

სოლომონ ტაბუცაძე, შოთა რუსთაველი ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

   


ეკონომიკის” ცნებაისე როგორც ბევრი თეორიული კონცეპტი,  არისტოტელეს შემოტანილია. ძველ ბერძნთა ნაშრომებში მკვლევარნი საქონლისსარგებლისღირებულებისა და ფულის ცნებებსაც აქცევენ ყურადღებას.
ეკონომიკური თეორიის მეორე ეტაპი მე-16 _ 17 საუკუნეებს მოიცავს და ეს ეტაპი ერთგვარად თავს უყრის გარდასულ დროთა დაგროვილ ცოდნასაქვეა აღსანიშნავირომ თვით ტერმინი პოლიტიკური ეკონომია ამ ეტაპზე წარმოიშვის და იგი 1615 წელს შემოაქვს მერკანტილიზმის ერთ-ერთ წარმომადგენელსმონკრეტიენ დე ვოტევილს, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი  პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატი”. ეს არის სრულიად პრაქტიკულიამ ეკონომიკური სკოლისათვის დამახასითებელი პათოსით გაჯერებული სარეკომენდაციო ტექსტიმერკანტილიზმის ეპოქაში წარმოების ორგანიზაციის ძირითად ფორმად სასაქონლო მეურნეობა ითვლება და მიიჩნევარომ საზოგადოების უმთავრესი სიმდიდრე ფულიარომლის წყაროსაც საგარეო ვაჭრობა ანუ მიმოქცევის სფერო წარმოადგენდა და მიჩნდარომრაც მეტი ფული აქვს კაცსმით უფრო მდიდარია.
პოლიტეკონომიის მესამე ეტაპზე იბადება კლასიკური ეკონომიკური მეცნიერებარომლის საფუძველსაც წარმოადგენს შრომითი ღირებულების თეორია და რომელიც საზოგადოების სიმდიდრის ძირითად ფორმად მწარმოებლური შრომის პროდუქტ ესახება.
პოლიტეკონომიის მეცნიერულ დარგად გამოცხადება ამ ეტაპზეც გაჭირდებოდარადგან მეცნიერება იწყება იქსადაც თავს იჩენს სიღრმისეულიგამეორებადი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და დამოკიდებულებანიმაგრამვფიქრობთრომრადგან დარგის “გამეცნიერება” უკავშირდება ისეთ სახელსროგორიცაა ადამ სმიტი, ამიტომდა ტრადიციაც ასეთიაეკონომიკის ეს თეორია ამიერიდან “მეცნიერულად” უნდა მოვიხსენიოთსწორედ ადამ სმიტი იყო  ის სწავლულირომელმაცროგორც წერენ,  პოლიტიკური ეკონომია გამოსტაცა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ალყასრომელსაც გენიალური თვითნასწავლი ადამიანები აკონტროლებდენდა აქცია იგი აკადემიურ დისციპლინად.
ეროვნებით შოტლანდიელი, 1723 წელს მოხელის ოჯახში დაბადებული სმიტი თოთხმეტი წლისა გლაზგოს უნივერსიტეტში ზნეობის ფილოსოფიის  განხრით სწავლობს და ოცდასამი წლის ასაკში კითხულობს ბუნებითი სამართლის ლექციებსრომელიც მე-18 საუკუნეში მოცავდა იურისპრუდენციასპოლიტიკურ მეცნიერებებსსოციოლოგიასა და ეკონომიკას.
ადამ სმიტის ეპოქაში უკვე ყალიბდება ეკონომიკური ლიბერალიზმის იდეები და მე-18 საუკუნის ბოლოსათვისბურჟუაზიული ეთიკის  ჩამოყალიბების ხანაში, დიდი ყურდღება ეთმობა პიროვნების ბუნებრივგაუუცხოებელი უფლებებისა და თავისუფლებების კონცეფციის დაფუძნებასესცხადიაგულისხმობდა ადამიანის ეკონომიკურ სფეროში თავისუფლებასაც.
აღიარებული შეხედულებითთავისუფლებას ადამიანი მუდამ საკუთარი ანგარებითი მიზნებისათვის იყენებდათუმცა ამ დებულებიდან სხვადასხვა მკვლევართ ურთიერთსაპირისპირო დასკვნები გამოჰქონდათმე-17 საუკუნის ინგლისელ ფილოსოფოსთკერძოდთომას ჰობსს ეგოისტური ინტერესი ყველაზე მძლავრყველაზე დამანგრეველ ადამიანურ ვნებად მიაჩნდა და დაასკვნიდარომ ამ ვნების ასალაგმად ავტორიტარული სახელმწიფოა საჭიროფრანგი ფილოსოფოსი-რაციონალისტი კლოდ ადრიან ჰელვეციუსის აზრით ეგოიზმი ადამიანის ბუნებრივი თვისება იყო და ამდენად საზოგადოებრივი პროგრესის ფაქტორიც.
ადამ სმიტმა მიიღო და აღიარა ადამიანისადმი მიდგომის ხსენებული პათოსი და იგი ეკონომიკური მოღვაწეობის სფეროს დაუკავშირარასაკვირველიაადამიანის ქმედების მთავარი მოტივი ანგარებითი ინტერესიამაგრამ ამ ინტერესის განსახორციელებლად მას ესაჭიროება საკუთარი საქონლისა და მომსახურების გაცვლა სხვა ადამიანებთანსმიტის აზრითმეხორცისმელუდისა თუ მეფუნთუშის კეთილმოსურნეობის იმედად კი არ უნდა ვიყოთარამედ თითოეული მათგანის საკუთარი ინტერესების დაცვისამათ ჰუმანიზმს ნუ კი შევაჩედებითარამედ სწორედ მათ ეგოიზმს მივაქციოთ ყურადღება და ჩვენს საჭიროებებსა თუ სარგებელზე მათთან სიტყვასაც ნუ წავიცდენთეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თეულიბუნებრივი მისწრაფება იმდენად მძლავრი სტიმულიარომ საზოგადოების კეთილდღება სწორეს მას ეფუძნებაადამიანის ანგარებითი ინტერსის კონცეფციიდან ამიზარდა ჩაურევლობისა თუ “ბუნებრივი თავისუფლების” პოლიტიკა და თუ ადამიანის ეკონომიკური საქმიანობა საზოგადო კეთდღეობას ამყარებსმისი შევიწროება და შეზღუდვა სრულიად დაუშვებელია.
1759 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში (“ზნეობრივ გრძნობათა თეორია”) სმიტს, “ბუნებითი კანონების” არსებობის თეზისიდან გამომდინარეადამიანის ბუნებრივი მახასიათებლების სახით შემოაქვს სიმპათიის გრძნობა და შინაგანი დამკვირვებლის ანუ სინდისის ცნებასიმპათიის საფუძველია სხვის როლში საკუთარი თავის წარმოდგენისა და სხვისეულ გრძნობათა საკუთრად განცდის ადამიანური უნარიბუნებითი კანონების არსებობის თვალსაწიერიდან სმიტი ამტკიცებსრომ სამართლიანია ისრაც ბუნებრივიახოლო ბუნებრივი საკუთარი კეთილდღეობისაკენ ადამიანის სწრაფვაა სხვათა კეთილდღეობის პირობებში ხოლო ეგოიზმისა და სიმპათიის თანაყოფის შესაძლებლობა საბოლოო ჯამში ბუნებისა და ღმრთის მიერაა კოდირებული ადამიანში და ეს ყველაფერი სინდისთანაა წილდებული.
საგულისხმოარომ უხილავი ხელის ანუ ობიექტური ეკონომიკური კანონების მოქმედების შეგეგად მიღებული ადამიანთა ინტესების ჰარმონიის თეზისისმიტის დასკვნა კი არ არისარამედ ღმრთის რწმენაზე დამყარებული,  ამოსავალი მსოფლმხედველობრივი გზავნილიაამიტომ ეკონომიკური კანონების სმიტისეული ძიება დასაბამიერბუნებრივ ჰარმონიას ეყრდნობაცხადიაარ არის შემთხვევითირომ “უხილავი ხელის” ქმედება მოიცავს არა ოდენ ეკონომიკურ ასპექტსრომელიც კეთილისმყოფელის გამიზნულ ქმედებასსაზოგადოებისათვის გაღებულ სიქველეს გულისხმობსარამედ მსოფლმხედველობრივსაც _ განგებისეული სიბრძნის რწმენასადამიანური გონის შეზღუდულობის აღიარებასაღნიშნულ თხზულებაში სმიტი აღწერს სიუაციასროდესაც “განგების ხელით” მართული უგრძნობელიბუდაყი და ძუნწი მდიდარი მესაკუთრე მისდაუნებურად დგება საზოგადოების სამსახურშირადგან საკუთარ ქონებაზე ზრუნვისას იგი ასაქმებს დაშესაბმისადსაზრდოსაც აძლევს უქონელთაქობრძანებს სმიტისაგულისხმო ის არისრომ ამ ეშმაკის თანამეცხედრემ (ეს ჩვენი ინტეპრეტაციაა ..) საკუთარი საჭიროებისთვის  განა რამდენი უნდა მოიხმაროს თავისი ქონებიდანოყოველ შემთხვევაშირომელიმე უქონელზე მეტს ვერ იზამსოჰოდა თუ ეს ასეაგამოდისრომ ჩვენ მხოლოდ გვეჩვენებარომ განგებამ მქონებელს ყველაფერი მიანიჭასხვანი კი უბოძვარად დააგდო და დაქირავებულ მუშებად აქციამოჩვენებითი ქონებრივი უთანასწორობაჩაძიებითი განხილვისასსწორედაც რომ თანასწორობაა და თანაც იმგვარი პროპორციითდედამიწა რომ თანაბრად გადაგვენაწილებინა ყოველ ადამიანზესმიტის ამ ნააზრევში მისი მრწამსი გამსჭვივისრომლის მიხედვითაც ყველაფერი ღმრთის შექმნილია და საზოგადოებაზე ის ზრუნავსამდენადუსამართლობა მოჩვენებითია და მსწრაფლ განქარდების თუ ღმრთის იდუმალ ჩანაფიქრს ჩავწვდებით.
ღმერთმა ადამიანს მიანიჭა სამათლიანობისთავისუფლებისა და მორალური ვალდებლებების თანდაყოლილი გრძნობა და ეს ყველაფერი იმასაც ნიშნავსრომ ადამ სმიტი გამსჭვალულია ადამიანისადმი ნდობის იდეითრომელსაც მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის თავისუფლების უფლება _ მათ შორის ეკონომიკურ სფეროშიც.
სიტყვა გაგვიგრძელდამაგრამ უნდა ვახსენოთ ავტორის უკვდავმყოფი ნაშრომი “გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ”, რომელმაც ახალი ცოდნა შექმნა ეკონომიკის სფეროშისმიტი აქ იკვლევს ერის სიმდიდრის ზრდის მიზეზებსშრომის როლს ამ პროცესშიმისი ნაყოფიერების ზრდის ფაქტორებსკაპიტალის ბუნებასთანდათანობითი დაგროვების ხერხებს და სხვა.
ნაშრომში სმიტი უპირისპირდება საკუთარი ეპოქის გაბატონებულ ყოფით მოვლენებს _ მერკანტილიზმის სისტემასა და ყვალგასულ ფეოდალურ წარმოებით ურთიერთობებსვაჭრობის განვითარებამ სრულიად შეცვალა ევროპული  წესრიგიწარსულს ჩაბარდა ადამიანთა უფლებრივი განსხვავებულობის საყრდენი _ ფეოდალური ყოფახოლო ახალი კანონმდებლობები ღარა ქმნიდა სოციალურ ტიხრებს და ამით ხელს უწყობდა სამოქალაქო სამრთლიანობის დამკვიდრებასამან განაპირობა კაპიტალიზმის განვითარებაქალაქური ცხოვრებსასაქონლო  მიმოქცევამ ქალაქსა და სოფელს შორის, შექმნა ეკონომიკური პროგრესის საფუძველითუ მემამულური ყოფა ეკონომიკურ სტაგნაციასა და სოციალურპოლიტიკურ ჩაგვრას გულისხმობდავაჭრობამ და მრეწველობამ სრულიად შეცვალა საზოგადოებრივი პროფილისმიტი სწორედ ამ უკანასკნელთ განიხილავს საზოგადოებრივიპოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის გარანტად.
მოკლედ რომ ვთქვათ, სმიტის ნაშრომის დედააზრი ის არისრომ თუ ეკონომიკურ სისტემას სრული თავისუფლება ექნებაიგი თვითრეგულირებადი ხდება და ადამ სმიტისეული “უხილავი ხელიც” სწორედ ამას ეწოდება.
ადამ სმიტის წვლილი პოლიტიკური ეკონომიკის ჩამოყალიბებაში სადღეისოდ კი ისტორიული ღირებულების მქონეამაგრამ XVIII საუკუნის ეკონომიკური აზრის ეს დიდი მონაპოვარი ესაძირკვლა თითქმის ყველა ახალი ეკონომიკური თეორიის ევოლუციასა და მისი საფუძველმდები პრინციპები დღესაც რეფლექსიის საგანიარაციონალიზმი და ზნეობა სმიტის მოძღვრებაში ხელიხელჩაკიდებული მოემართებიან დავფიქრობრომ მათი ჰარმონიზებისა და სახვალიო ცხოვრებაში მათი გათვალისწინება ფრიად მნიშვნელოვანია _ მით უმეტეს ცხოვრების იმგვარი გამოცდილების მქონე ერშიროგორიც ჩვენა ვართ
პოლიტიკური ეკონომიკის მეცნიერულ სტატუსის დამკვიდრებისთან დაკავშირების გვერდს ვერ ავუვლით დავით რიკარდოს სახელსაცრადგან პოლიტკონომიამ სწორედ მის ნაშრომებში შეიძინა საზოგადოების ეკონომიკურ ბაზისზე მოძღვრების მეცნიერულისისტემური ნიშნები.
ამით გასრულდა კლასიკური ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის ხანარომელსაც შემდგომში დაეყრდნო ეკონომიკის მარქსისტული თეორია. ჩვენი წარსულითაც შეგვიძლია დავადასტუროთრომ XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან სააზროვნო დისკურსად და იდეოლოგიად სწორედ მარქსიზმი იქცაგერმანელმა ეკონომისტმა და სოციალურმა ფილოსოფოსმაკარლ მარქსმა, შექმნა თეორიარომელიც აღწერს კაპიტალისტურ სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების კანონებსმიშელ ფუკომ მას “ეგადისკურსი” უწოდახოლო ჟილ დელიოზის აზრითგასული საუკუნის კულტურა მნიშვნელოვანწილად მარქსისა და ფროიდის ნააზრევზე დგას.
საგულისხმო ფაქტად გვეჩვენებარომ დღეს ბევრმა თეორეტიკოსმა იქცია პირი მარქსის იდებისაკენ და ეს ეხება არა მხოლოდ ნასაბჭოვარ სივრცესარამედ დასავლელ მოაზროვნეებსაცასე რომმის მიერ დალანდული “აჩრდილი კომინიზმისა” სამუდამოდ რომ გამქრალი გვეგონაკვლავ ფრთებს იხოშავს დავინ იცისასაფრენადაც ემზადება.
მარქსმა 1848 წელს ფრიდრიხ ენგელსთან ერთად დაიწერა 23 გვერდიანი დოკუმენტი “კომუნისტთა მანიფესტი” (რუსეთში მას პირვანდელი სახელდებით _ “კომუნისტური პარტიის მანიფესტი” _ მოიხსენიებდნენ. 1872 წლიდან ანუ პირველი ინტერნაციონალის შემდეგ დასავლეთში იგი “კომუნისტთა მანიფესტად” მოიხსენიება).
პარიზის საერთაშორისო ფილოსოფიური კოლეჯის პროფესორი ნეგრი ტონი წერს თუ რატომ უნდა მივუბრუბდეთ დღეს “კომუნისტთა მანიფესტს” და ასახელებს ორ მიზეზსჯერ ერთიტექსტის ლიტერატურული მოსაზრებებისა გამომის მორალური საფუძვლებში შეღწევისა და გარდასულ ეპოქათა სევდისნაწარმოების ამაღლებული სიტყვის შესაგრძნობადრომელიც ასახავს თანამედროვე სოციალიზმის ეპიკური ისტორიის დასაწყისსა და მათ თეორიულ ენთუზიაზმსვინც მის სათავეებთან იდგადა მეორე, _ უნდა გადავიკითხოთ მანიფესტი დაგავაანალიზოთ მისი შინარსი და ვეცადოთ ახალი მანიფესტის დაწერასრათა კომუნისტური დისკურსი დავაყენოთ თანამედროვე ეპოქის ანუ პოსტმოდერნის ეპოქის დონეზე.
ნეგრი ტონი ჩემთვის უცნობი ავტორიამაგრამ უინტერესო არ უნდა იყოს რამდენიმე ინტელექტუალური მაგნატის თვალსაზრისის მოსმენა.
ბრიტანელი ისტორიკოსის (“ხანგრძლივი XIX საუკუნის” ცნების ავტორისერიკ ჯონ ერნესტ ჰობსბაუმის აზრით, 1848 წლის თებეერვალში გამოქვეყნებული “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიერ დეკლარირებული ადამიანის უფლებების შემდეგარის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური დოკუმენტიჰანს-მაგნუს ენცენსბერგერი წერსრომ მაშინ როდესაც წარსულის ბევრი თეორიული ნაშრომი სადღეისოდ მკვდარი ნაწერებიამარქსისა და ენგელსის ვნებიანი ფრაზები კვლავაც ააღელვებენ და გაანათებენ შემდგომ საუკუნეებს”. უმბერტო ეკო კი ამბობსრომ ეს არის საოცარი ტექსტირომელშიც მონაცველობენ აპოკალიფსური ნოტები და ირონიაქმედითი ლოზუნგები და ცხადი ახსნებიდა < ... > დღეს სარეკლამო სკოლებში მისი გულმოდგინე შტუდირება უნდა ხდებოდესდაბოლოსისეთი რეაქციონერიროგორიც ენცო ბეტიცაა, ამბობს: “მანიფესტის დიადი წინააღმდეგობრიობაპეანისა და ბურჟუაზიის სამგოლოვიარო სიმღერისაერთი მხრივ, “უპოვართა სოფლისათა” ლირიკული და დრამატული ჰიმნიმეორე მხრივთავს იჩენს იმგვარის ორატორულის ძალმოსილებითაბადალი რომ არ ეძებნება ახალი დროების არც ერთ პოლიტიკურ ტექსტში”.
ტექსტის შინაარსის კრიტიკა გვჩვენებსრომ ლიტერატურისა და კაპიტალის სფეროს წარმომადგენელთა ტექსტისადმი ინტერესი და ცნობისმოყარეობა თავდაყირა დგება და ემხობაგანსჯა აქტიური ბრძოლის მიზნებს ექვემდებარებაფიქრი _ ქმედებასკრიტიკული გააზრება _ ჯანყსმანიფესტის არსებობის უკვე ხანგრძლივ ჟამთასვლისას მოხდა ერთიცმეორეც და მესამეც.
მარქსის ცნობილი კონცეპტი ყოფიერებისა და ცნობიერების ურთიერთმიმრთებისა წარმოჩნდა ნაშრომში პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის”, რომელშიც მას ეკონომიკური თეორიის სისტემატიზაცია განუზრახავსმაგრამ კვლევის შედეგით უკმაყოფილოსთავისი ყველაზე განთქმული კაპიტალისთვის” (სრული სათაურია “კაპიტალიპოლიტიკური ეკონომიის კრიტიკა”) მიუყვია ხელისამ ტომად ჩაფიქრებული “კაპიტალიი” პირველი ტომი გამოუქვეყნებია და შემდეგი ორი ტომი ფრიდრიხ ენგელსმა გამოუცია მარქსის გარდაცვალების შემდეგ. “კაპიტალი” არისავტორისავე თქმით, “გერმანული გონის” ანუ იმ სააზროვნო ტრადიციის ნაყოფირომელსაც იგი საკუთარ თავს მიაკუთვნებდანაშრომში მოცემულია კლასობრივი საზოგადოების  კაპიტალისტური წარმოების წესის კრიტიკა.
ფული არის საქონელირომელიც სტიქიურად გამოიყოფა საქონლის ყველა სახეობისაგანასრულებს საყოველთაო ეკვივალენტის როლს და გამოხატავს ყველა საქონლის ღირებულებასიგი გვევლინება საყოველთაო საგადასახადო და მსყიდველობით საშუალებადმაგრამ იგი ვერ იარსებებს სასაქონლო გაცლის გარეშეამიტომ ფული არის კაპიტალის არსებობის პირველი ფორმაკაპიტალში იგულისხმება ფულირომელსაც მოაქვს ზედმეტი ღირებულება. კაპიტალწარმოების ციკლი გადის სამ სტადიასფულადი ფორმიდან გადადის წარმოებითშირომელშიც შედის წარმოების საშუალებები და მუშაძალამეორე სტადიაზე წარმოებითი კაპიტალიგადადის რა სასაქონლო ფორმაშიმონაწილეობს წარმოების პროცესშიდა პროდუქციის რეალიზაცით კაპიტალის სასაქონლო ფორმა გარდაისახება ფულად ფორმად.
სტადიათა ცვალებადობა თანმიმდევრულად ხორციელდება და კაპიტალირომელიც ერთდროულად სამი ფორმით (ფულადიწარმოებითი და სასაქონლოგამოდისმარქსის განსაზღვრებითარის სამრეწველო კაპიტალი.
მარქსის ეკონომიკური მოძღვრებაში მნიშვნელოვანია კაპიტალისა და ზედმეტი ღირებულების საკითხიკაპიტალი ნივთი კი არანივთში წარმოდგენილი წარმოებითი ურთიერთობაარომელიც ამ ნივთს სპეციფიკურ საზოგადოებრივ ხასიათს ანიჭებსზედმეტი ღირებულება არის მუშის შრომის გადაუხდელი პროდუქტის ღირებულებაამ ცნების შემოტანით ნათელი ხდება თუ როგორაა შესაძლებელი ღირებულების კანონის დაურღვევლად მუშისთვის მისი შრომის საზღაურის მხოლოდ ნაწილობრივი ანაზღაურება.
მარქსმაასე ვთქვათგახსნა შრომის პროცესი.
ამასთან დაკავშირებით მახსენდება _ ლიტერატურის კრიტიკოსთა შორის კლასიკური მაქრქსიზმის ყველაზე გავლენიანი ტრანსლატორიტერი იგლტონი, რომელიც  წერსრომ მარქსმა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პოლიტეკონომიაშიარამედ პრინციპულად შეცვალა იგითუ მანამდე პოლიტეკონომია ცალკეულ პიროვნებათა თეორიული მოსაზრებებსა კონცეფციებს ეყრდნობოდამარქსმა სისტემური მიდგომით იგი ერთიანმთლიან მეცნიერებად აქცია და სწორედ ამით ჩადო მასში ის ნაღმირომელიც XX საუკუნეში აფეთქდასაქმე ის არისრომ მარქსი არა მხოლოდ ეკონომისტიარამედ ფილოსოფსი და დიდწილად რევოლუციონერიც იყორომელმაც შექმნა ის “წითელი” გლობალური პროექტირომელიც საბჭოეთსა და სოციალისტურ სისტემად დაედო საფუძვლად.
და კიდევ ერთიამჟამად ჩვენი კონკრეტული შემთხვევისთვის მნიშვნელოვანი წახნაგიიგლტონი ლაპარაკობს ავტორზე როგორც მწარმოებელზე და ამბობსრომ მწერალი ტრანსინდივიდუალური მენტალური სტრუქტურების უბრალო გამტარი კი არ არის მხოლოდიგი იმავდროს გამომცემლის მიერ საქონლის საწარმოებლად დაქირავებული მუშაკიარომელიც ბაზარზე იყოდებაო და მოაქვს მაქსის ციტაცირომლის მიხედვითაც “მწერალიო, _აღნიშნავს თურმე მარქსი ზედმეტი ღირებულების თეორიებში, _ წარმოადგენს მუშას არა იმიტომრომ იდეებს აწარმოებსარამედ იმიტომრომ ის ამდიდრებს წიგნის გამომცემელსრადგან გი მუშაობს ხელფასზე”. აქედან გასაგები ხდებარომ შემოქმედი ექსპოატაციის მსხვერპლია.
მგონიარომ სადღეისი პოლიტეკონომიკური ტენდეციების გასააზრებლად იგლტონის მარქსისადმი დამოკიდებულება ყურადსაღებო უნდა იყოსმოგეხსენებათრომ უკვე გაჭირდა დღევანდელ გლობალურ ტენდენციათა სახელდებაც კი და ამიტომ მარქსის მოძღვრების ახლოსმცნობი ადამიანები ლაპარაკდნენ მის წინასწარმეტყველურრევოლუციურ ენერგიათა გამომღვიძებელდიდი ფანტაზიისა და ღრმა ერუდიციის მქონე პირვნებაზერომელმაცფაქტიამართლაც გააღვიძა (თუმცა არცარასდროს სძინებია!) ეშმაკური ძალა და შეცვალა ისტორიის სავალი.
მართალია, XIX .-ის დასასრულისთვის დასავლეთში პოლიტეკონომია აკრძალეს და ეკონომიკსი უწოდესმაგრამიმაზეც ლაპარაკობენრომ ეკონომიკის მარქსისეული ანალიზი მაინც ფავორშია და მასზე ნიღბისა და ფარდის ჩამოფარება,პოლიეკონომიკური კანონის მოქმედებას ვერ ფარავს და დღესაც ხორცს ისხამს მისეული კონცეპტებიმხედველობაში აქვთ ხოლმე სკანდინავიური სოციალიზმირომელიცვფიქრობკაპიტალიზმის ნაირსახეობა უფროავიდრე იმ ტიპის რამრას ჩვენსკონრეტულად ჩვენსმეხსიერებას შემორჩენიადიდი ეჭვი მაქვსთუმცა შეიძლება ვცდები და გამისწირეთრომ ჩვენი პროექტის თეორიული ბაზისი _ ეკონომიკური კრიტიკა _ მარქსიზმის ანასხლეეტია და ეს არი არის არც ცუდი და არც კარგი...
რადგან უკვე ლიტერატურას მივუახლოვდითმოვიტან მარკ ოსტინისა და მარტა ვუდმანსის იმ თვალსაზრისსრომლდანაც ჩვენი თემა ამოიზარდა:
1978 წელს მარკ შელმა გამოსცა წიგნი “ლიტერატურის ეკონომიკა”, რომელშიც ავითარებს აზრსრომ ლიტერატურული ნაწარმოები შედგება ტროპული შენაცვლებებისგანრომელთა გაანალიზება ეკონომიკური ცნებებითაც შეიძლებაეკონომიკური ლიტერატურული კრიტიკისათვის აქ საგულისხმოა ლიტერატურულ მიმოცვლასა და სასაქონლო მიმოცვლას შორის ანალოგია და იმ დისკურსთა გაერთიანებარომელთაც სწავლობს ლიტერატურის თეორია და ეკონომიკის თეორიააქ უნდა გავიხსენოთოწერენ ოსტინი და ვუდმანსირომ პოლიტიკური ეკონომიკის მეცნიერება წარმოიშვა ტიპურ ბურჟუაზიულ ლიტერატურულ ფორმასთან _ რომანთან ერთადომკვლევარნი მოიშველიებენ დევიდ კაუფმანის აზრსაც: “კომერციული კაპიტალიზმის სწრაფმა განვითეარებამ და ინსტიტუციურმა კონსოლიდაციამ მეთვრამეტე საუკუნეში წარმოქმნა ეკონომიკისსახელმწიფოსმორალისა და სამოქალაქო უფლებების ახლებური აღწერებისა და აპოლოგიის საჭიროებარომელიც დაკმაყოფილებულ იქნა პოლიტიკური ეკონომიისისე როგორც რომანის მიერ”.
მკვლევარნი მარტებულად აღნიშნავენმაგრამ ჩვენის მხრივაც ვთქვათრომ ეკონომიკა და ლიტერატურა არათუ უკავშირდება ერთმანეთსარამედ სრულიად განუწვალებელნი არიან ერთმანეთისგანრადგან ერთმანეთს ასახავენ და ერთმანეთში აისახებიან.
ანტიკურობიდან მოყოლებულილიტერატურის ძირითად ფუნქცია იყო საზოგადოებაში არსებულ წინააღმდეგობათა მხატვრულ სახეებში ნათლად ასახვა და წარმოჩენაწარსულში ფორმირებული პრაქტიკა გვიჩვენებსრომ ვიდრე სოციოლოგია და პოლიტეკონომია/თეორიული ეკონომიკა მიჰყოფდნენ ხელს საზოგადოებრივი საკითხების ასახვასმისი არსობრივი მხარეები მხატვრულ ლიტერატურაში აისახებოდაამიტომშეიძლება ითქვასრომ ეკონომიკური პრობლემების თავწყაროს მონიშვნაშემოწერა და მოჩარჩოება სწორედ მხატვრული ლიტერატურაში ხდებოდარაც უფრო ზუსტად და დამარწმუნებლადაა აღწერილი ეკონომიკური პრობლემატიკამით უფრო ნათელია მხატვრულ სახეთა წყება და მით მეტი ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება ნაწარმოებსყოველმა ჩვენგანმა კარგად უწყისრომ ყოფის ამა თუ იმ პასაჟის ეკონომიკური წახნაგის წარმოჩენის მიხედვით მხატვრული ტექსიტის ამოცნობასაც კი შევძლებთ ხოლმეგანგებ არ ჩამოვთვლი ამ მხატვრული მოვლენებნათა პერსონიფიკატორებს და მხოლოდ რამდენიმე ვითარებასა თუ სცენარს  გავიხსენებმხატვრულ სივრცეში შეიძლება აისახოს უკვე ძველი და დაღმავალი არისტოკრატიის ეკონომიკური სახერომლის შესახებაც რევოლუციონერი კლიშირებული რიტორიკით აღნიშნავსრომ კედელი დამპალა და მისი საბოლოო ჩამოშლისათვის ოდანავი ბიძგიღაა საჭიროანრომანტიკულად განწყობილი პერსონაჟი ქალი ყურადღებას არ აქცევს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და თავის ამ გადაწყვეტილებას ეწირება კიდეცან:  მწერალი აჩვენებს მოხელეთა ბუნებრივ გამყიდველობასა და მექრთამეობასმათ ზეწოლას პროგრესის განმასახიერებელ ვაჭრებზე დაძნელი არ არის მიხვედრარომ სალიტერატურო სივრციდან უამრავი ამგვარი ვითარების გახსენება შეიძლება.
რომანის დაბადებას რაც შეეხებანათქვამიდანაც ცხადიარომ ცნობიერების რომანული ტიპი საზოგადოების დინამიკას უკავშირდება.
ლიტერატურათმცოდნენი ვლაპარაკობთ რომანის ანტიკურ სახეობაზეცმაგრამ თანამედროვე მნიშვნელობა რომანმა როგორც სინთეზურმა მხატვრულმა მოვლენამ აგერგუშინწინანუ XVIII_ XIX საიკუნების მიჯნაზე (გუშნწინაა?)შეიძინარომანს ჰქონდარასაკვირველიაწინარე ისტორია.
შუასაუკუნეების ეპოქაში ევროპულ ენებში ფიგურირებდა ზედსართავი სახელი ‘რომანს’ (რომანს), რომელიც აღნიშნავდა ზეპირ, “ხალხურ” ენას წერილობითი ლათინურის საპირისპიროდ. XII საუკუნიდან ამ სახელდებით აღნიშნავენ ტექსტებსრომლებშიც ფიქსირებული იყოადრე ზეპირი ფორმით არსებულითხრობითი სიტყვიერება და აგრეთვე ის ენაცრა ენაზეც ეს ტექსტები იქნა ჩაწერილი (ანუ “რომანს”- ერქვა ტექსტსაც და ენასაც).  მხოლოდ კომუნიკაციის ტექნიკურ _ ენობრივ და წერილობით _ ფორმას მიუთითებსგვიანდელი ფრანგული არსებითი სახელი “რომანისტი” (“რომანციერ“) იმდროს არსებობდა როგორც ზმნა და აღნიშნავდა “გადათარგმნას ლათინურიდან ფრანგულზე”, ხოლო XV საუკუნიდან _ “ფრანგულად მოყოლას”.
რომანის თვითმყოფადობას უპირისპირდებოდა სასულიეროთა გარკვეული წრეები (იეზუიტებიკალვინისტები). მათ ემატებოდნენ კლასიციზმის გემოვნებაზე ორიენტირებული ლიტერატურის კანონმდებელნი (ბუალოვოლტერიდიდრო).
რომანის ჟანრის წინარეისტორია და დაკანონება ლიტერატურის სისტემაში (გარდა “კეთილშობილი წინაპრებისა” _ აღმოსავლური ზრაპრისაანტიკური ეპიკისაშუასაუკუნეების სარაინდო თხრობებისა)  მიმდინარეობს ორი მიმართულებით.
ერთი მხრივ იგი გამოიმუშავებს საკუთარ ესთეტიკურ წესებსაფუძნებს “რეალისტურ” პირობითობათა სიმრავლესროდესაც ძალას იკრებს რეფლექსურობისთამაშებრივი დრამატიზაციისა და ანალოგიის წარმოსახვითი ფორმები ფიქციური წერილობითი თხრობის _ დიალოგისა და პოლილოგისპირდაპირიარასაკუთრივ-პირდაპირი და ირიბიმეტყველებისდღიურისჩანაწერებისმიმოწერისა და სხვა _ ფარგლებშიიხვეწება დოკუმენტურობის ეფექტის შექმნის სხვადასხვა საშუალებები/ხერხები.
მეორე მხრივხაზი ესმის რომანის კითხვის ზნეობრივი სარგებლიანობისა “ღირსეული პუბლიკისათვის”. თვითდადგინების ძიებისას რომანების უწინდელი ავტორები და რომანის ჟანრის თეორეტიკოსები მიმართავენ ახალი დროების  ბუნებისმეტყველებითი და ზუსტი მეცნიერებებისფილოსოფიისა და ისტორიის მიღწევებსსწორედ ამ ინტელექტურლური არსენალიდანაა ნასესხები “რეალიზმის”, “კონვენციის” და “ფიქციის” ცნებები და პრინციპები.
ამასთან ერთადრომანი სეკულარიზებულ საზოგადოებრივი ჯგუფების ცნობიერებაში იკავებს ცხოვრების საზრისის რელიგიური დაფუძნების ადგილს და თავის თავზე იღებს “საერო წერილობის” როლსრომანი მრავალი მაშუალი რგოლის წიაღ ითვისებს ქრისტიანულ “მორალური” წარმოდგენებს პიროვნულ პასუხისმგებლობაზე და ზნეობრივ ფრომირებაზერომლებიც გაიაზრება “საბოლოო” პესპექტივიდანუკიდურესი ღერებულებრივი პოზიციებიდანაქ ინგლისისათვის მნიშვნელადია ანგლიკანური პრინციპებიგერმანიისათვის პროტესტანტიზმისა და პიეტიზმისასაფრანგეთისათვის _ მორალისტური ესეისტიკის მიერ ადაპტირებული კონცეფციები იანსენისტებისა (რომლების ადამიანის ღვთაებრივი დანიშნულების ყოვლიშემძლეობას განადიდებდნენ ) და მათი ზემოქმედება რომანზეკერძოდაბატი პრევოს რომანზე და სხვა.
ეს შიდალიტერატურული პროცესები ვითარდებოდა ინტენსიური სოციალური და კულტურული ძვრების კონტექსტში.
XIX .-ის პირველ ათწლეულებში ევროპის სოციალური და კულტურული მასშტაბური ცლილებების პროცესის რელევანტური მხატვრული ფორმა ხდება რომანი როგორც სინონიმი “თანამედროვეობისა”. თვით რომანის როგორც ლიტერატურული ფორმის გამოჩენა დაუკავშირდა სოციალური წყობის რადიკალურ ძვრებსდგება რომანის “ოქროს ხანა”, ამ ჟანრის უდიდესი მიღწევების ჟამი და ამასთან ერთადსაზოგადოდ ლიტერატურისა და ახალი “კლასიკოსების” ზეობის ეპოქა.  მათ შორის არიან ის მწერლებირომლებმაც ჯერ დაამხეს და შემდეგ შექმნეს ჟანრის პოეტიკა.
სწორედ რომანი იქცა ახალი დროების ყველაზე დიდ მიღწევად.
და ეს ყველაფერიცხადია ახალმა დროებამ მოიტანაკულტურის რაციონალიზაციასა და სეკულარიზაციას თან მოჰყვა ცხოვრების ობიექტური წესის პრობლემატიკიდან ყურადღების თანდათანობითი გადატანა სუბიექტურ აქტორზეინვივიდზე. ადამიანური არსებობისცხოვრების გაზრება ხდება სუბიექტური საწყისის წიაღკარსმომდგარი ახალიგართულებული რეალობის მოწესრიგების ცენტრად აღიქმება პიროვნებაამ პრობებში სიტყვიერ ხელოვნებას უჩნდება მთლიანად კულტურის მფლობელის სტატუსის პრეტენზიარადგანხელოვნების სხვა დარგების _ ფერწერისა და  მუსიკისაგან _ განსვავებით მას ძალუძს ცხოვრებისეულიყოფითი მთლიანობის რეალური ძვრების იმიტირება
შემოქმედის პრეროგატივით აღჭურვილი ავტორის ნებელობით გაერთიანებული ნაწარმოები თავისი მთლიანი და ჩაკეტილიწარმოსახულიდროითი ხანგრძლივობისა და გააზრებული სტრუქტურის მქონე “კერძო ადამიანის ისტორია” წარმოგვიდგება “ადამიანის მოდგმის ისტორიად”. კერძოობითისა და გვარეობითის მხატვრულ სივრცეში ამგვარი შენივთება ბადებს ახალდაინტერესებულ მკითხველს და უაღრესად ზრდის რომანის ჟანრის პოპულარობას ახალ დროებაშიახალი ლიტერატურული სისტემის ავტონომიური ფარგლების ჩამოყალიბებარომანის პოეტიკის განმსაზღვრელი ნიშნების ფორმირებაესთავის მხრივსადაგ ყოფაზეც ახდენდა გავლენას და მხატვრულიმოდელირებული სისტემიდან ახალი ყოფითი პარადიგმა მკვიდრდებოდაესთავის მხრივგავლენას ახდენდა საზოგადოების ღირებულებრივ ორიენტაციაზე და საბოლოო ჯამში ხდებოდა იმ სამოქალაქო ცნობნიერების ფორმირებარომელსაც დღეს დასავლურს ვუწოდებთ.
ეს ყველაფერი ხდებოდა “იქ”, ჩვენგან შორსროგორც ბრიტანელმა ისტორიკოსმა ერიკ ჰობსბაუმმა უწოდახანგრძლივ მეცხრამეტე საუკუნეში დაროგორც მერე ილიამაცა თქვასხვათათვის დიდ საუკუნეში”, რაც იმასაც ნიშნავსრომ კაპიტალიზაციის ის პროცესი ჩვენ არ და ვერ გვეხებოდა.
იქ კი კარგა ხანია იდგა ახალი დროება, რომელიც იყო ბურჟუაზიული რევოლუციებისსამრეწველო გადატიალების ხანადემოკრატიული პოლიტიკური სივრცის და სამოქალაქო საზოგადოებების ფორმირებისადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების იდეისა და საბაზრო ეკონიმიკის დამკვიდრების ეპოქამოვლენათა მხოლოდ უბრალო და არასრული ჩამონათვალითაც კი ჩანსრომ ძველ სამყაროსთან ანუ შუასაუკუნეებთან შედარებითამ საგრძნობლად მოკლე ეპოქას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპულ ისტორიაში.
რა თქმა უნდაჩვენშიაც ესმოდათ იქაურობის ხმა დაილია ვახსენეთ და ისიც დავძინოთრომ სწორედ მას ესმოდა “ხმა ტკბილი” ყველაზე კარგად. სხვა რამდენიმე მოყურადეც იყო, მაგრამ ყრუთა ქვეყანას, ჯელსომინოსი არ იყოს, ეს არ კმაროდა.
ეს ხმა გაისმა გიორგი წერეთლის “პირველ ნაბიჯშიც”, როდესაც “ქალაქ ფოთის ნავსადგურში პირველად იწივლა ცეცხლის გემმამისმა წივილმა პირველად განუფრთხო ძილი მტრისგან მოუძლურებულ საქართველოს ერსეს იყო ახალი დროის მამლის ყივილი...”, მაგრამცხადიაერთი “დაწივლებით” კაპიტალიზმი ვერც შემოვიდოდაკოლონიაში ყველაფერი შორიდან გვესმოდა დარაც ყურთასმენამდე აღწვდაისიც ჯერ რუსულ დარჯაკგამოვლილიმეორეული და მილეული იყორუსეთში კი იდგა დიდი ფეოდალიზმის ხანა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.მარკ ოსტინი, მარტა ვუდმანსი. ახალი ეკონომიკური კრიტიკა (შესავალი წიგნისა, შემოკლებით). ნიუ-იორკი, 2005. იხ. მისამართზე: http://ekonomikurikonceptebi.blogspot.com/2015_09_01_archive.html
2. ჯონ ბ. თომპსონი. მედია და მოდერნულობა (მედიის სოციალური თეორია). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა, 2014.
3. ზაზა კვერცხიშვილი. მშვიდობით რაინდო და... . წგ-ში: საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე. თბ., არეტე, 2005.
4. ზაზა აბზიანიძე. ლიბერალიზმის ეპოქა და მისი მნიშვნელობა ჩვენი თანამედროვეობისათვის. კრ.-ში:ლიბერალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში.ლიტერატურუს ინსტიტუტის გამომცემლობა, 2015.
5. ილია ჭავჭავაძე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრების საზრუნავი. თზულებანი ათ ტომად, ტ. 7, თბ.,1956.
6. Михайл Гронас. Новая экономическая критика (вступительная заметка). «НЛО» 2002, № 58
7. Георг Лукач. К истории реализма. М.: 1939.
8. Вальтер Беньяминю Маски времены.(Эссе о культуре и литературе). Санкт-Петербург, semposium 2004.

9. Уильям Сомерсет Моем. Подводья итоги. М.: 1991.

No comments:

Post a Comment