კონფერენცია ჩატარდა შოთა
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეკონომიკური
კონცეპტები ქართულ მხატვრულ პროზაში“ (FR/101/1-20/14) - ფარგლებში.
კონფერენცია ჩატარდა
22 აპრილს, პარასკევს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში. თბილისი,
გუდიაშვილის 7. 15 საათზე
კონფერენციის
პროგრამა და თეზისები
·
ნონა კუპრეიშვილი – შესავალი სიტყვა და მოხსენება:
აკაკი წერეთელი და ქართული მწერლობის პროფესიონალიზაციის
პროცესი
· თამარ ლომიძე _ ახალი ეკონომიკური კრიტიკა (მარკ ოსტინისა და მარტა ვუდმანსის წიგნის, „ახალი ეკონომიკური კრიტიკის“,
მიხედვით)
·
ემზარ ჯგერენაია – კულტურული პარადიგმის
ცვლა, ანუ მეტაფორულ-მენტალური შემოტრიალება XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოში
·
ირმა რატიანი _
ბურჟუა მე-19 საუკუნის ქართულ დრამატურგიაში
·
მაია ჯალიაშვილი – ფული - მეხუთე სტიქია
·
ნინო ვახანია – ჟურნალების, „გუთნისდედისა“
და „საქართველოს მოამბის“, ეკონომიკური კონცეფცია
·
სოლომონ ტაბუცაძე – პოლიტეკონომიის,
როგორც ახალი მეცნიერული დარგისა და რომანის, როგორც მხატვრული ჟანრის, წარმოშობის
მიზეზ-შედეგობრიობა
·
გიული ქეშელაშვილი – მარქსისტული ეკონომიკურ-ფილოსოფიური
აზრის გამოძახილი ჟურნალ „კვალში“
კონფერენცია ჩატარდა
22 აპრილს, პარასკევს, საქართველოს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში. თბილისი, გუდიაშვილის 7.
15 საათზე
კონფერენციის თეზისები
აკაკი წერეთელი
და ქართული მწერლობის
პროფესიონალიზაციის პროცესი
თეზისები
1.
,,დიდი
რეფორმების“ ხანად წოდებულ
სოციო-კულტურულ მოძრაობას, რომელმაც
X1X საუკუნის დასავლეთ
ევროპის ქვეყნები მოიცვა,
პროფესიების ფორმირების აქტივიზებასაც
უკავშირებენ. ქართული კულტურის
კონტექსტში ამ პროცესში, როგორც მწერალი,
პუბლიცისტი,
რედაქტორ-გამომცემელი და საჯარო
ლექტორი, ჩართულია აკაკი
წერეთელიც. პროფესიონალი მწერლის
სტატუსმა გარკვეული გავლენა
მოახდინა აკაკის შემოქმედებით
ამოცანებზე, მისი მხატვრული
თუ პუბლიცისტური ტექსტების
აზრობრივ-კონცეპტუალურ დატვირთვასა და
სტრუქტურაზე.
2.
ქართული მწერლობის პროფესიონალიზაციის პირველი
ნიშნები X1X საუკუნის
40-50-იანი წლების მიჯნაზე
ჩნდება, თუმცა ძირითადად
მაინც ,,თერგდალეულთა“
მოღვაწეობას უკავშირდება.
ამასთან პოეტური მანიფესტაცია
ჯერ კიდევ მთლიანად
სოციალური ელიტის მიერაა
მონოპოლიზებული. პროფესიული
მწერლობის ისეთი სახეობა კი,
როგორიცაა ჟურნალისტიკა, მხოლოდ
იწყებს ფუნქციონირებას (ს.
დოდაშვილი, გ. ერისთავი,
ი. კერესელიძე).
3. ახალი დემოკრატიული
იდეების კონტექსტში საჯარო
სამსახურზე უარის თქმა (ა.
წერეთელი, ი. გოგებაშვილი)
პოლიტიკურ პროტესტად აღიქმება.
ეს კი მწერლობით
დაკავებული არისტოკრატიისა და მასთან ერთად ე.წ. რაზნოჩინური
ინტელიგენციის ლიტერატურულ შრომაზე
ორიენტირებას აძლიერებს. მწერლობის
პროფესიონალიზაციის სამივე ნიშანი
(მოწოდების, შემოქმედებითი ნიჭის სტაბილური შემოსავლის
წყაროდ გადაქცევა, ლიტერატურის
კომერციალიზაცია და ლიტერატურული
შრომით დაკავებულთა მიერ სოციალურ-ეთიკური ნორმების
დაცვა) ჩვენში ძირითადად
სუსტად ვლინდება.
3.
აკაკი საკუთარ თავზე გამოცდის პროფესიონალი მწერლისა და
ამასთან რეფორმატორი მოღვაწის
პოზიციის მთელ სირთულეს.
პუბლიკაციები გაზ. ,,დროებაში“
(,,ცხელ-ცხელი ამბები“)მას კალმის
ჩინებული ოსტატის სახელს
უმკვიდრებს. რაც შეეხება
ჟურნალებს ,,აკაკის თვიურ
კრებულსა“ (1897-1900) და ,,ხუმარას“
(1907), თავის ჟურნალისტური
მიღწევებთან ერთად ისინი დარჩებიან
მწერლის ხანმოკლე მცდელობად,
სტაბილური შემოსავლის წყაროდ
ექცია საგამომცემლო საქმეც
და რედაქტორობაც.
------------------------------------
კულტურული პარადიგმის ცვლა, ანუ მეტაფორულ-მენტალური შემოტრიალება XIX საუკუნის
მეორე ნახევარში
თეზისები
ყველა კულტურაში, და მათ შორის ქართულ კულტურაში, გარკვეულ
ისტორიულ ეპოქაში სხვადასხვა ფაქტორთა ზეგავლენით ადგილი აქვს რეფორმაციის ფუნქციური
ექვივალენტს, რეფორმაციის ტოლფასს, მის მაგვარ
მოვლენას, რომელმაც კულტურული პარადიგმის რადიკალურ ცვლილება გამოიწვია.
განმანათლებლური
იდეების ათვისებას საქართველოს შემთხვევაში ქართული ფეოდალიზმის ევროპულ
ფეოდალიზმთან მსგავსება აადვილებდა, რომლის პოლიტიკური თეოლოგიაც ევროპული
პოლიტიკური თეოლოგიის იდენტური იყო. ამ პოლიტიკური თეოლოგიის დეკონსტრუქცია კი XIX
საუკუნეში კვლავ ევროპული განმანათლებლური კონცეპტების მეშვეობით მოხდა.
ი. ჭვაჭავაძემ გზა გაუხსნა განმანათლებლურ დისკურსს
და საზოგადოებას ამ დისკურსზე აღმოცენებული პრაქტიკებით ცხოვრებისაკენ მოუწოდა, მაგრამ
ისე როგორც მ.ლუთერს ვერ წარმოედგინა, თუ რა "გვერდითი ეფექტი," "გაუთვალისწინებელი
შედეგი" მოჰყვებოდა მის საქმიანობას, ასვე ილიასაც არ შეეძლო დაენახა განმანათლებლური
იდეების შედეგები არა მხოლოდ ქვეყნისათვის, არამედ პირადად მისთვისაც.
განმანათლებლობა ამბივალენტობით ხასიათდება. ეს ყველაზე
მკაფიოდ მის მიერ ბიძგმიცემულ პოლიტიკურ ფენომენებში ვლინდება: გერმანული ნაციზმი და
რუსული კომუნიზმი, ისევე როგორც დასავლური წარმომადგენლობითი დემოკრატია, განმანათლებლობის
პროდუქტებია. მართალია, ი. ჭავჭავძემ თავისი
კონცეპტებით („ხალხი,“ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, „ერთობა ისტორიისა,“ ანუ საერთო
ეროვნული მეხსიერება, როგორც ნაციონალური იდენტობის მთავარი უზრუნველმყოფი და ა.შ.)
და საქმიანობით (საადგილმამულო ბანკი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება) ახალ ევროპულ განმანათლებლურ
იდეებს გაუხსნა გზა ქართულ კულტურაში, მაგრამ ამავე განამანათლებლობამ ასევე კარები
გაუღო განმანათლებლობის სხვა პროდუქტს - სოციალ-დემოკრატიას, რომლის მიერ გასროლილმა
ტყვიამ (გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის თანახმად) მას სიცოცხლე მოუსწრაფა. მაგრამ
ილიას გიგანტურ ფიგურას ჩვენს XXI საუკუნეში ახალი ტრასფორმაცია ელოდებოდა: მისი ერთი ნაწილი ეკლესიამ „მიითვისა“(ილია მართალი),
ხოლო მეორე ნაწილი ქართული ლიბერალიზმის ქვაკუთხედად მოგვევლინა.
თუ კულტურული პარადიგმის შეცვლაში ვიგულისხმებთ ტრადიციის რღვევას, ანუ „რელიგიური საზოგადოების“ „სამოქალაქო საზოგადოებაში“
გადასვლას („მოქალაქე“ „ქვეშევრდომის“ ნაცვლად,
ერთიანი ნაციონალური მეხსიერება, ნაცვლად ფეოდალური-მეფეების ისტორია-მეხსიერებისა)
და ფეოდალური ისტორიის ნაციონალურ ისტორიად ტრანსფორმაციას, ავტონომიური ინდივიდის
ერთობისაგან შემდგარ ეროვნულ სახელმწიფოს (ერი-სახემწიფოს) შეიძლება ვთქვათ, რომ ი.
ჭავჭავაძე (ცხადია, თერგდალეულებთან ერთად)
გვევლინება პიროვნებად, რომელმაც ქართული კულტურული
პარადიგმა შემოატრიალა: თეორიულად გაიზრა და ქართულ კულტურაში ნარატიულად გააფორმა
განმანათლებლური იდეები და ამით ქართულ საზოგადოებას
ახალი ჰორიზონტის დანახვის შესაძლებლობა მისცა, რომელიც ჩვენს XXI საუკუნეში ისხამს
ხორცს.
------------------
ნინო ვახანია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ეკონომიკური კონცეფცია „საქართველოს მოამბესა“ და „გუთნის-დედაში“
თეზისები:
1. XIX
საუკუნეში საქართველოში განსაკუთრებული სწრაფვა და ინტერესი შეინიშნება ევროპული კულტურისა
და, საერთოდ, ყოფის მიმართ. ქართველთა ბუნებრივი მსგავსება და ერთობა ევროპასთან თავის
გამოძახილს პოვებდა ამ სწრაფვაში. ამ ეპოქაში ჩვენი უმთავრესი სატკივარი და საწუხარი
სახელმწიფოს დაკარგვა და ამით გამოწვეული ეროვნული გადაგვარების საფრთხე გახლდათ. ერის
უკეთეს მამულიშვილთა აზრით, არასასურველი (და შეუძლებელი) იყო ყურადღების გამახვილება
ცხოვრების მხოლოდ ერთ, რომელიმე მხარეზე. საჭირო და აუცილებელი გახლდათ ეროვნულ ძალთა
გაერთიანება და საერთო, შეთანხმებული მუშაობა (მოქმედება) ყველა მიმართულებით, ყველა
სფეროში. ასე რომ გასაკვირი არაა განსაკუთრებული ინტერესი ეკონომიკისადმი (ვაჭრობა,
მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ბანკები...), რადგან ეკონომიკის წინსვლაც ეროვნულ ჭრილში
მოიაზრებოდა. მზადება ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გულისხმობდა ეკონომიკის
გარდაქმნასაც ევროპულ ყაიდაზე, რათა შემდეგ სრულუფლებიან ქვეყანას არ გასჭირვებოდა
არსებობა, განვითარება, დამოკიდებული არ ყოფილიყო სხვაზე, თუნდ _ ეკონომიკურად.
2. ილია
ჭავჭავაძის `საქართველოს მოამბე~ (გამოდის 1863 წელს) განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს
პოლიტეკონომიის საკითხებისადმი. აშკარად ჩანს, რომ სარედაქციო პოლიტიკა მიმართულია
ვაჭრობა-მრეწველობის პროპაგანდისკენ. ითარგმნება და იბეჭდება უცხოელ ავტორთა თხზულებები
(სრულად ან ნაწილობრივ). საგანგებოდ შერჩეულია ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც ჩვენს,
ქართველ მკითხველს დააინტერესებს. გამოქვეყნებულია ერთი თავი ფრანგი მოაზროვნის, კლოდ
ფრედერიკ ბასტიას `ეკონომიკური სოფიზმებისა~, იმავე ავტორის სხვა სტატიაც და ასევე
ფრანგი ეკონომისტის, ანარქისტ პიერ ჟოზეფ პრუდონის წერილი. სამივე პუბლიკაციის მთარგმნელია
ბ. ვ. ახალგაზრდა ილიამ, როგორც ვხედავთ, ფართოდ გაუღო თავისი ჟურნალის კარი ფრანგი
პუბლიცისტების ნააზრევს, რათა ეკონომიკური ცოდნის საფუძვლები გაევრცელებინა ქართველ
მკითხველთა შორის.
3. `გუთნის-დედა~
პირველი სასოფლო-სამეურნეო პერიოდული ორგანოა საქართველოში (ხან გაზეთად, ხან ჟურნალად
მოიხსენიებენ მას). ბუნებრივია, რომ მისი მიზანი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
ხელშეწყობაა. Gგამოქვეყნებული მასალები მოწმობს, რომ რედაქციას ორიენტირად ევროპული
ცხოვრება დაუსახავს და ცდილობს, ქართველი მეურნეებიც აიყოლიოს ევროპული გამოცდილების
ჩვენში გადმოსატანად. ხშირია ინფორმაციები ევროპის ამა თუ იმ ქალაქში ჩატარებული გამოფენა-გაყიდვების
შესახებ. Eეტყობა, საგანგებოდ აგზავნიდნენ იქ თავიანთ კორესპოდენტს. გაზეთი მკითხველებს
მოუთხრობს ხოლმე რომელიმე ქართველი მემამულის წარმატებული საქმიანობის შესახებ და ამითაც
პოპულარიზაციას უწევს იმ ახალ სამეურნეო იარაღებს, რომლებიც, საზღვარგარეთ უკვე აპრობირებული,
ჩვენში ის-ისაა შემოდიოდა. სტატიათა შინაარსობრივ მრავალფეროვნებაში გამოკვეთილია
`გუთნის-დედის~ მთავარი დანიშნულება: ქართველი გლეხის თეორიული განათლება სასოფლო-სამეურეო
საკითხებში და მშრომელისთვის პრაქტიკული დახმარების გაწევა ევროპული სამეურნეო იარაღების
შემოტანით, რუსეთთან თუ ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარებითა და სხვა.
-----------------------
სოლომონ ტაბუცაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
პოლიტიკური
ეკონომიის მეცნიერებისა
და რომანის
ჟანრის ურთიერთმიმართებისათვის
თეზისები
სოლომონ ტაბუცაძე
პოლიტიკური ეკონომიის
მეცნიერებისა და
რომანის ჟანრის
ურთიერთმიმართებისათვის
თეზისები
1.ადამიანური მოღვაწეობის პოლიტიკური და მხატვრული შემადგენლის განუწვალებლობა
და ურთიერთგანპირობებულობა;
2.პოლიტიკური ეკონომიკის დაბადება და მისი როგორც მეცნიერების განვითარების ეტაპები:
ა) საქონლის, სარგებლის, ღირებულებისა და ფულის ცნებები ანტიკურ ეპოქაში;
ბ) ეკონომიკური თეორიის მეორე ეტაპი _ მე-16 _ 17 საუკუნეები
როგორც გარდასულ ეპოქათა
ეკონომიკური გამოცდლებისა და დაგროვილი ცოდნის შეჯამების ხანა; ტერმინ „ პოლიტიკური
ეკონომიკის“ წარმოშობა მერკანტილიზმის წიაღში;
გ) პოლიტიკური ეკონომიკის მესამე ეტაპი:
ადამ სმიტის მიერ კლასიკური ეკონომიკური მეცნიერების საფუძველთა მომზადება
და მისი აკადემიურ დისციპლინად ქცევის პროცესი: შრომითი ღირებულების თეორია.
„უხილავი ხელი“ ანუ ობიექტური ეკონომიკური კანონების მოქმედების მუდმივა _ ადამიანთა ინტესების ჰარმონიის თეზისი, ეკონომიკური კანონის საძირკველი, მსოფლმხედველობა
და საბოლოო ჯამში _ „დიდი მეტაფორა“.
4. კლასიკური ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის გასრულება და XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი
სააზროვნო მეგადისკურსის _ ეკონომიკის მარქსისტული თეორიისა და მარქსისტული იდეოლოგიის
დასაბამი;
კარლ მარქსის „კაპიტალი“ როგორც „გერმანული გონის“ სააზროვნო ტრადიციის ნაყოფი და კლასობრივი საზოგადოების
კაპიტალისტური წარმოების წესის კრიტიკა;
ეკონომიკის თეორიისადმი მარქსისეული სისტემური მიდგომა
ანუ ეკონომიკური კანონის ფილოსოფიური და რევოლუციური წახნაგები როგორც გლობალურ „წითელ“
პროქტში კოდირებული ნაღმი.
5. ახალი დროება: ბურჟუაზიული რევოლუციების, სამრეწველო გადატრიალების, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების
ხანა.
6. სოციალურ - კულტურული ძვრები და ახალი ეთიკის ჩასახვა: ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების იდეა
საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების პირობებში
და რომანის ჟანრის
რელევანტურობა.
7. კომერციული კაპიტალიზმის დაბადება და რომანი
როგორც ბურჟუაზიული ცნობიერების ტიპური გამოხატულება ლიტერატურაში: შიდალიტერატურული
პროცესების განვითარება ინტენსიური
სოციალური და
კულტურული ძვრების
კონტექსტში.
8. რომანი როგორც კერძოობითისა
და გვარეობითის
ანუ „კერძო
ადამიანის ისტორიისა“ და „ადამიანთა მოდგმის
ისტორიის“ მხატვრულ სივრცეში
შენივთების ასპარეზი:
ა) ახალი
ლიტერატურული სისტემის
ავტონომიური ფარგლების
ჩამოყალიბება, რომანის
პოეტიკის განმსაზღვრელი
ნიშნების ფორმირება;
ბ) ახალი მხატვრული დისკურსის
ძალმოსილება და მისი გავლენა სადაგ ყოფაზე ანუ მხატვრული,
მოდელირებული სისტემიდან
ახალი ყოფითი
პარადიგმის დაბადება;
გ)
რომანული ცნობიერების ფორმირება ანუ მისი გავლენა საზოგადოების
ღირებულებრივ ორიენტაციასა და სამოქალაქო
ცნობიერების ფორმირებაზე.
9. რომანის ჟანრი როგორც „ხანგრძლივ
მეცხრამეტე საუკუნის“ (ერიკ
ჰობსბაუმი) ანუ „სხვათათვის დიდი საუკუნის“ (ილია) პირმშო და ე.წ. დასავლური ცნობიერების ტიპური ნაყოფი.
გიული ქეშელაშვილი, ეკონომიკის
მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
მარქსისტულ-ეკონომიკურ-ფილოსოფიური აზრის გამოძახილი ჟურნალ ,,კვალის“ ფურცლებზე
თეზისები
ჟურნალ ,,კვალში“ განხილული მარქსისტული, ეკონომიკური და ფილოსოფიური საკითხების გაანალიზების შედეგად შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:
1. XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრები მიმდინარეობდა. სოფლის მეურნეობაში ვითარდებოდა სასაქონლო-ფულადი ურთიერთობები, ფართოვდებოდა სასაქონლო პროდუქციის წარმოება, იქმნებოდა სოფლის მეურნეობის დარგობრივი სპეციალიზაცია, ხდებოდა მემემულური და გლეხური მეურნეობების რაციონალიზაცია;
2. გ. წერეთლის აზრით, მშრომელი თავისუფალი მაშინ იქნებოდა, როცა ის მესაკუთრე გახდებოდა. აგრარული სფეროს განვითარებისთვის მას მნიშვნელოვნად მიაჩნდა მემამულეთა მიწების რაციონალიზაცია და გლეხებისათვის მიწების გადაცემა. ის ფიქრობდა, რომ საქართველოში ევროპისაგან განსხვავებით, კაპიტალიზმის განვითარება უნდა მომხდარიყო მუშათა კლასის ჩამოყალიბების გარეშე, მხოლოდ კერძო საკუთრებისა და წარმოების ზრდის საფუძველზე, როცა თითოეული მშრომელი ერთდროულად მესაკუთრე და მწარმოებელი იქნებოდა. ეს შეუსაბამობაში მოდიოდა კაპიტალიზმის განვითარების ხასიათთან, რადგან კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელია წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრება;
3. მიწათმფლობელთა მეურნეობის რაციონალიზაციისათვის საჭირო იყო ფინანსური წყაროს არსებობა. იმ პერიოდის საქართველოში მემამულეთა დიდ ნაწილს გლეხთა გათავისუფლებაში აღებული თანხები უკვე გაფლანგული ჰქონდა, გლეხობა უსახსრობას განიცდიდა. გ. წერეთელს მნიშვნელოვნად მიაჩნდა ისეთი ფინანსური წყაროს გამონახვა, რომელიც მესაკუთრეს მეურნეობის განვითარების საშუალებას მისცემდა. ასეთ ფინანსურ წყაროდ მას ბანკები მიაჩნდა;
4. საქართველოში საადგილმამულო ბანკების დაარსება ფინანსური კრიზისიდან თავის დასაღწევად და საკუთარი მეურნეობის აღსადგენად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა ქართველი თავადაზნაურობისათვის. გ. წერეთელი აღნიშნავდა, რომ საადგილმამულო ბანკმა ქართველი ხალხი გააკოტრა და ,,გამოარკვია ის ამბავი, რომ ბანკები ერთი კაპიტალისტური დაწესებულებათაგანია, რომელიც შეუნიშნავათ აცლის ერს მიწა-წყალს და ჰხდის ნელ-ნელა თავადაზნაურობას პროლეტარად!“ [ჟურნალი ,,კვალი“, #47-45, 1897];
5. ევროპის ქვეყნებში არსებული ამხანაგობების სტრუქტურის, წესდებისა და მუშაობის გამოცდილების შესწავლის შედეგად გ. წერეთელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ,,კაპიტალის შედგენა ამხანაგობით“ დაიცავდა ქართულ მოსახლეობას მევახშეთა კაბალისა და სრული გაღატაკებისაგან. მისი აზრით, ამხანაგობის, ანუ კოოპერატივის წევრები ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ როგორც საერთო შრომით, ისე საერთო სავაჭრო-საკრედიტო დაწესებულებებით, სადაც მათი საკუთრების ნაწილი იქნებოდა გაერთიანებული: ,,საჭიროა ჩვენმა საადგილმამულო ბანკებმა გასცენ ფული სესხად სოფლის საზოგადოებებზე ახალი სამეურნეო მრეწველობის დასაარსებლად“ [გაზ. ,,კვალი“, #30 1897] ,,ამხანაგობათა წარმატებისათვის საჭიროა საჩქაროდ მივაშველოთ საკმაო ფული... სახელმწიფო ბანკს ნება აქვს სესხი მისცეს გლეხებს, მოხელეთა და მეურნეთა ამხანაგობებს“ [გაზ. ,,კვალი“, #40, 1895];
6. გ. წერეთლის აზრით, კრედიტი ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი პირისთვის: ,,ყოველი კაპიტალწარმოება რანაირი და რა ფორმითაც უნდა იყოს ის, მაგალითად ბანკები, თუ საურთიერთო-გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობა და სამრეწველო კრედიტი უნდა იყოს გამართული ყველასათვის, წოდების განურჩევლად“... [ჟურნალი ,,კვალი“,#5,1895];
7. გ. წერეთლის დაკრძალვაზე აკაკის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში ჩანს მისი დამოკიდებულება მარქსისტებთან: ,,შეიძლება რომ საზოგადოებისადმი მისწრაფების დროს ოდესმე გზას გადასცდენოდეს შეცდომით, ეს გადაცდენაც წმინდა განზრახვისა სრულების გამო ყოფილა გამოწვეული და არა საპირადო რამ გამოანგარიშებით“ [ჟურნალი ,,კვალი“, #4, 1900].
8. გ. წერეთელს XIX საუკუნის 90-იან წლებში უკვე აღარ აკმაყოფილებდა ,,თერგდალეულთა“ საზოგადოებრივი პროგრამა. ის დაუკავშირდა სოციალ-დემოკრატებს და ცდილობდა ეროვნული მოძრაობის ალტერნატიული გზის გამონახვას. მისთვის პრიორიტეტული იყო ეროვნული საკითხი და სჯეროდა, რომ სოციალური პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაიჭრებოდა. ამ პროგრამის მიმდევრებად მიაჩნდა მას მარქსისტები და ამიტომ გამოაცხადა მარქსიზმი ყველაზე პროგრესულ ძალად. თუმცა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მარქსიზმი წარმოების საშუალებებზე საზოგადოებრივ საკუთრებას აღიარებს, რაც შეუსაბამობაში მოდიოდა გ. წერეთლის მოსაზრებებთან, რადგან იგი ბურჟუაზიული კლასის პროპაგანდისტი იყო.
9. მნიშვნელოვანია გ. წერეთლის შეხედულებები ხალხისა და პიროვნების თავისუფლების, სახელმწიფო მმართველობის შესახებ საკითხებზე. მას მიაჩნდა, რომ სახელმწიფო მმართველობის ავ-კარგიანობას განსაზღვრავდა თითოეული პიროვნების თავისუფლების ხარისხი. ამ უკანასკნელს კი ჩვენი აზრით, საკუთრების ფლობის ხარისხი განსაზღვრავს.
დღეს, გლობალიზაციის პირობებში შეიცვალა კაპიტალიზმი, შეიცვალა მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და საბაზრო ეკონომიკა, თუმცა XIX საუკუნის 70-80-იან წლებში ჩასახული ,,ამხანაგობებისა“ და ,,სახალხო კაპიტალიზმის“ პრობლემები კვლავ პრობლემებად რჩება. ილიას იდეებმა ვერ შეიძინა სოციალურ-ეროვნული და საერთო-ეროვნული ფუნქციები, რადგან რუსეთის იმპერიის პირობებში შეუძლებელი იყო ნამდვილი თვითმმართველობების ჩამოყალიბება. ილიას იდეების განხორციელებას სახელმწიფო პოლიტიკა უნდა დაედოს საფუძვლად, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის განვითარება.
----------------------------------
----------------------------------
ირმა რატიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
შოთა რუსთაველის ქართული
ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი
გუბაზ ლეთოდიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი
არჩილ წერედიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი
თეზისები
ბურჟუა მე-19 საუკუნის ქართულ დრამატურგიაში
თეზისები
მე-19
საუკუნის
60-70-იანი
წლების
ქართული
მწერლობა
სრულიად
სამართლიანად
იხსენიება
„ქართული კრიტიკული რეალიზმის” სახელით. ამ ეპოქაში საფუძველი ეყრება არა მარტო ახალ კონცეპტებსა და ღირებულებებს (ანტიკოლონიური მოძრაობის
გადანაცვლება
ეროვნული
იდეის
სიბრტყეზე, ახალი იდენტობის ძიება), არამედ – ახალ ჟანრებს, თემებსა და გამომსახველობით ფორმებს. ქართული
კრიტიკული რეალიზმი, ერთი მხრივ, ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს რეალიზმის დასავლურ მოდელთან, ხოლო მეორე მხრივ – აღავსებს მას ქართული სინამდვილისათვის ნიშანდობლივი მახასიათებლებით.
ბურჟუას სახე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ დრამატურგიაში ასახვის ირონიულ-გროტესკული
მანერის
ჩარჩოებშია
მოქცეული.
ცნება
ბურჟუა ჩანაცვლებულია ცნებით ვაჭარი, რომელიც ბურჟუას გაგების შედარებით ადრეული
და პრიმიტიული მოდელის ექვივალენტია, ხოლო მთავარ
ოპოზიციად
განსაზღვრულია
სოციალური
ოპოზიცია:
ვაჭარი/თავადი,
იგივე - წვრილი ბურჟუა/არისტოკრატია, სადაც ვაჭარი
ანუ
წვრილი
ბურჟუა
ფულის
პრიმატზე
დაფუძნებული
ახალი
დროების
სიმბოლოა, თავადი ანუ არისტოკრატი
კი
– ისტორიულად, „ძველ დროში“ გამომუშავებული
ქართული
რაინდული
ცნობიერების დევალვაციისა. ქართული დრამატურგია
შეურიგებელია
როგორც
ერთის,
ისე
- მეორეს მიმართ: მას ჯერ არ სჯერა
ბურჟუაზიის,
რომელიც
ფულით
იკვლევს
გზას
და
უკვე აღარ სჯერა არისტოკრატიის, რომელმაც დაკარგა ზნეობრივი ორიენტირები. სრულიად ცხადია,
რომ ამ სახით არც ერთი მათგანი არ ერგება
ქართულ მიზანს; შესაბამისად, ტექსტებში ყოველ ნაბიჯზე შეიგრძნობა
სინანული
მიუღწეველი
სამართლიანობის,
დაუძლეველი
მერკანტილიზმისა
და
შეუსმენელი
ტკივილების
გამო.
მოვლენების მთავარ პერსონაჟებად ქართველმა დრამატურგებმა
ვაჭრები
და
თავადები
აქციეს,
ხოლო
ავანსცენად
- ქალაქი,
თანამედროვე
ქალაქის
ქუჩები,
მოედნები,
სახლები
და
მათი
ბინადარნი.
მიუხედავად
იმისა,
რომ
ქართული
კრიტიკული
რეალიზმის
ფუძემდებლებს,
უპირველესად
კი
ილია
ჭავჭავაძეს,
თვალთახედვის
არედან
არ
გამოჰპარვიათ
ქართული
საზოგადოებისათვის
საჭირბოროტო
არცერთი
საკითხი,
გარკვეულ
მიზეზთა
გამო,
რომელთა
შორის
უმთავრესად
უნდა
მივიჩნიოთ
რეალიზმის
ლიტერატურული
სკოლის
შედარებით
სწრაფი
განვითარება
საქართველოში,
მათ
შემოქმედებაში
ნაკლებად
აისახა
ქალაქის
ცხოვრება
(თუ
არ
ჩავთვლით
ლავრენტი
არდაზიანს,
რომლის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილიც“ ერთ-ერთი ადრეული ქალაქური ტექსტია). ქართულმა დრამატურგიამ და თეატრმა
სიამოვნებით
შეავსო
ეს
დანაკლისი
და
რეალიზმის
მხატვრული
პრინციპებით
შექმნილ
პოლემიკურ
გარემოს
წარმატებით
მიუერთა
ქალაქური
ცხოვრების
მოდელი,
როგორც
აუცილებელი
რგოლი,
მისი
რიტმით,
ფილოსოფიითა
და
სოციალური
სიჭრელით.
განსაკუთრებული
ყურადღება,
ცხადია,
დაეთმო
ახალ
სოციალურ
ფენას, ქალაქის ტოპოსის ახალ წევრს - წვრილ
ბურჟუაზიას,
რომელიც ჯერეთ ჩანასახოვან დონეზე მყოფი, მწერლების
ირონიასა
და
სატირულ
დაცინვას
იწვევდა.
მე-19 საუკუნის ქართული თეატრი ცდილობს, დააკმაყოფილოს ორივე მონიშნული კრიტერიუმი:
შესთავაზოს
ხალხს
სანახაობა,
რომელშიც
ის
თავის
თავსა
და
გარეშე
რეალობას
ამოიცნობს,
და
- შექმნას დოვლათი,
რომლითაც
საკუთარ
თავს
შეინახავს. ქართველი დრამატურგების მთავარი დაკვირვების საგნად მათი თანამედროვე ქალაქური საზოგადოება იქცევა, ცხოვრების წესის, დროისა და, მასთან ერთად, ღირებულებათა სისტემის ცვლილება.
ცვლილებები
კი
რადიკალურია:
ტრადიციული
ფოედალური
საზოგადოებრივი
სტრუქტურა
ინგრევა
- ვერც
თავად-აზნაურობა და ვერც გლეხობა საკუთარ ფუნქციას ვეღარ ასრულებს და სასოწარკვეთილი, კარგავს ისტორიულად
გამომუშავებულ ეთიკურ-ზნეობრივ ღირებულებებს; სამაგიეროდ, ასპარეზზე
გამოდის
წვრილ
ბურჟუათა
ფენა,
რომელიც
იხვეჭს
სიმდიდრეს,
მაგრამ,
ჯერ-ჯერობით
ვერ
ითავისებს
ტრადიციულ
ღირებულებებს.
სწორედ ასეთი რეალური პრობლემების გარემოცვაში იქმნება ახალი ქართული თეატრი და მისი ფუძემდებლის, გიორგი ერისთავის (1813-1864) დრამატურგია.
ერისთავის
დაინტერესება
კომედიური
ჟანრით („გაყრა“, „ძუნწი“, „დავა“, „წარსული დროების სურათები“ და სხვ.). შემთხვევითი არ ყოფილა. მე-19 საუკუნის 40-50-იანი წლების
საზოგადოებრივი
ცხოვრება,
თავისი
გარდამავალი
ისტორიული
პერიოდის
მოცემულობით,
სწორედ
რომ
შესაფერის
მასალას
იძლეოდა
კომედიისთვის:
გიორგი
ერისთავიც
კრიტიკულად
აღწერდა,
ერთი
მხრივ,
ფულით
აღტყინებული
წვრილი
ბურჟუების,
მეორე
მხრივ
კი
- ფეოდალიზმის
ძველი
სისტემის
ნანგრევებქვეშ
მოყოლილ
თავადაზნაურთა
ზნეობრივ-ეთიკური
გადაგვარების
პროცესს.
ერისთავმა
კომიკურ
პერსონაჟებად
აქცია
როგორც
ყოფილი
დიდებულები,
რომელთაც
არ
აღმოაჩნდათ
ალღო
ფეხი
აეწყოთ
ახალი,
ბურჟუაზიული
წყობისთვის
და
სასაცილონი
იყვნენ
თავიანთ
უმწეობასა
და
უსუსურობაში(„დავა“,
„გაყრა“),
ისე
- სავაჭრო
საქმეში
გაწაფული
წვრილი
ბურჟუები,
რომლებიც
ფულს
ეთაყვანებიან
(„დავა“,
„გაყრა“,
„ძუნწი“),
ყოფილ
„დიდებულთა“
ქონების
„გადაბარებით“
აგროვებენ
ფულს,
მაგრამ
აღარაფერი
ფულის
გარდა
მათთვის
აღარ
მნიშვნელობს.
-----------------------------
თამარ ლომიძე, ფილოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ახალი ეკონომიკური კრიტიკა (მარკ ოსტინისა და მარტა ვუდმანსის წიგნის, „ახალი ეკონომიკური კრიტიკის“, მიხედვით)
თეზისები
ლიტერატურისა და კულტურის კვლევისას ეკონომიკური მეთოდების გამოყენებამ შეიძლება მრავალი პრობლემა წარმოშვას. ერთ-ერთი ამგვარი პრობლემაა ტერმინ `ეკონომიკით~ განსხვავებათა ნებისმიერი სისტემის აღნიშვნა, განურჩევლად იმისა, მოიცავს თუ არა ეს სისტემა ფასეულობას, ფულს, დეფიციტსა და
შრომას. ამგვარად, ეკონომიკური კრიტიკისთვის არსებითია
ეკონომიკური ცნებების დახვეწა და დაზუსტება. ეკონომიკური კრიტიკა ახორციელებს ამგვარ მეტაკრიტიკულ ოპერაციებს, როდესაც აანალიზებს თვით ეკონომიკური კრიტიკის პრაქტიკებსა და
ჰიპოთეზებს: ეკონომიკური პარადიგმებისა და ტერმინების (მაგ., `ღირებულება~, `კაპიტალი~, `ეკონომიკური~) გამოყენებას; ჰომოლოგიური მეთოდის არსს; ხარისხს, რომლითაც
ეკონომიკური დისკურსი იცნობიერებს საკუთარ მოძველებულ წარმოდგენებს. რა თქმა უნდა, წინამდებარე ნარკვევიც ამ კატეგორიაში შედის, რადგანაც ცდილობს, აღმოაჩინოს როგორც ბზარები, ასევე _ შემაერთებელი
ხიდები ეკონომიკურ და ლიტერატურულ-კულტურულ კვლევებს შორის და ხელი შეუწყოს ცოდნის გაცვლა-გამოცვლას სხვადასხვა დისციპლინას შორის. კროსდისციპლინარული დიალოგის ამ საფეხურზე ეკონომიკური კრიტიკისთვის არსებითია _ როგორც ლიტერატურულ, ისე ეკონომიკურ ასპექტში _ შემოწმება და დახვეწა ვარაუდებისა და ცნებებისა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჭარბი განზოგადებები, ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება ან განვრცობა და გულუბრყვილო `ეკონომიზმი~, რომელიც რთულ კულტურულ
ფენმომენებს მარტივი მიზეზებით ხსნის.
-------------------------------
მაია ჯალიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი
ფული_ მეხუთე სტიქია
თეზისები
„მიწასთან, წყალთან, ჰაერსა და ცეცხლთან ერთად, ფული მეხუთე სტიქიად უნდა მივიჩნიოთ, სტიქიად, რომელსაც ადამიანი ყველაზე ხშირად უწევს ანგარიშს“, _ წერს იოსიფ ბროდსკი წერილში „დოსტოევსკის
შესახებ“, მისი აზრით, „კაცობრიობის უმრავლესობა სწორედ ამას ესწრაფვის _ მიაღწიოს ნორმალურ ადამიანურ პირობებს“. იგი დოსტოევსკის („რომლის შემოქმედებაშიც ადამიანური ფსიქიკის ლაბირინთი ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს“), მაგალითზე წარმოაჩენს, როგორ იქცევა ფული
გარკვეული ეპოქისა და ადამიანური ურთიერთობების წარმომჩენ-მახასიათებლად. განია ივოლგინი ეუბნება თავად მიშკინს: „ფულია ყველაფერზე საზიზღარი
და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს
ადამიანს და მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს“
(„იდიოტი“). ბროდსკი წერილში წარმოაჩენს,
რა მნიშვნელოვანი იყო თვით დოსტოევსკისთვის ის თანხა, რომელსაც ნასტასია ფილიპოვნა
(„იდიოტი“) ასეთი გულგრილობით შეაგდებს ბუხარში.
კაცობრიობის ისტორია მოწმობს,
რომ ფული გაჩენის დღიდან იქცა ერთგვარ კერპად და იმგვარი გამძლეობა გამოიჩინა, რომ
დღესაც არ აკლია თაყვანისცემა და მოწიწება.
საუკუნეების
განმავლობაში იცვლება ფულის ფორმა, ხარისხი და სხვა თვისებები, მაგრამ რჩება
როგორც გაცვლისა და დაგროვების მთავარი საშუალება. მის მიმართ ადამიანის
დამოკიდებულებაც უცვლელია. ადამიანი ფულთან აკავშირებს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ძალაუფლებას, საზოგადოებრივ
სტატუსს, კეთილდღეობას და ღირსებას. ფული,
როგორც ეკონომიკური კონცეპტი, საუკეთესოდ წარმოჩნდება ლიტერატურაში. სახარებისეული
„30 ვერცხლი“, იუდას სულიერი დაღუპვისა მიზეზი, იქცა ფულის სიყვარულის, როგორც
ადამიანური სისუსტის გამომხატველ პარადიგმად. კურტ ვონეგუტი თავის რომანში „სასაკლაო #5“ წერს: „კილგორ ტრაუტს ერთი წიგნი ფულმსხმოიარე ხეზეც აქვს დაწერილი. ფოთლების მაგიერ იმ ხეზე ოცდოლარიანი კუპიურები იზრდება; ყვავილების მაგიერ - ობლიგაციები, ნაყოფად ბრილიანტებს ისხამს. ის ხე ადამიანებს იზიდავს, რომლებიც მერე მის ძირში ხოცავენ ერთმანეთს და ხესაც სასუქი არ აკლდება“
ფრედერიკ
ბეგბედერმა თავის რომანში „99 ფრანკი“ კარგად წარმოაჩინა, როგორ შეიჭრა ფული ადამიანური
ყოფის საფუძველში. მისი აზრით, დეკარტისეული „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსობ“ დღეს
ასეა შეცვლილი: „ვხარჯავ, ესე იგი, ვარსებობ“.
ქართულ ლიტერატურაში არაერთი საგულისხმო მაგალითია, რომელთა მიხედვითაც დასტურდება ფულის მიმართ მრავალგვარი დამოკიდებულება.
საგულისხმო წახნაგები მოისინჯა ჩვენი მწერლობის ისტორიისა და კულტურისა საზოგადოდ.
ReplyDelete