ნინო ვახანია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
XIX საუკუნეში საქართველოში განსაკუთრებული სწრაფვა და ინტერესი შეინიშნება ევროპული კულტურისა და ყოფის მიმართ. ქართველთა ბუნებრივი მსგავსება ერთობა ევროპასთან თავის გამოძახილს პოვებდა ამ სწრაფვაში. Aამ ეპოქაში ჩვენი უმთავრესი საწუხარი სახელმწიფოს დაკარგვა და ამით გამოწვეული ეროვნული გადაგვარების საფრთხე იყო. ერის უკეთეს მამულიშვილთა აზრით, შეუძლებელი გახლდათ ყურადღების მიქცევა ცხოვრების ერთი, რომელიმე მხარისთვის. საჭირო და აუცილებელი შეიქნა ეროვნულ ძალთა გაერთიანება და საერთო (შეთანხმებული) მოქმედება (მუშაობა) ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში.. ასე რომ, გასაკვირი არაა განსაკუთრებული ინტერესი ეკონომიკისადმი ( ვაჭრობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ბანკები...), რადგან ამ პერიოდში ეკონომიკის განვითარებაც ეროვნულ ჭრილში მოიაზრებოდა. Mმზადება ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გულისხმობდა ეკონომიკის გარდაქმნასაც ევროპულ ყაიდაზე, რათა შემდეგ სრულფასოვან ქვეყანას არ გაჭირვებოდა არსებობა, განვითარება, რომ დამოკიდებული არ ყოფილიყო სხვაზე _ თუნდ ეკონომიკურად.
`ილია მთელი თავისი შეგნებით, ლიტერატურული ნაწერებით, მოღვაწეობით მშობელ ერს ეხმარებოდა, გაეცნობიერებინა ახალი ეპოქის მოთხოვნილებები: საჭირო იყო არა მხოლოდ ლიტერატურა, თეატრი, ლექსი, პოეზია, არამედ ბანკი, ვაჭრობა, აღებ-მიცემობა, უპირველესად კი ეკონომიკური, სოციალური მეცნიერებების განვითარება საქართველოში~(ნ. ჩიტაური, 2004, 336).
Aამ რწმენის რეალიზებას ემსახურებოდა თვით ილიას ბანკირობა. `არც თუ ისე შორეულ წარსულში ილიას საბანკო საქმიანობის დამცრობა ლიტერატურისადმი `წმინდა სიყვარულის~ რეპრეზენტაციის უტყუარი საშუალება იყო. განსაკუთრებული გულისწყრომა, გამოთქმული ბანკის გამო უქმად დაკარგული დროისა თუ პოეტური კალმის საანგარიშოზე გაცვლის შესახებ, ზედმიწევნითი სიზუსტით ავლენდა საზოგადოების ინფანტილურობასა და ზერელობას~,_ წერს ნონა კუპრეიშვილი (ნ. კუპრეიშვილი, 2007, 288). ხოლო აკაკი ბაქრაძე აღნიშნავდა, რომ მავანთათვის `სიახლე, გარდაქმნა თუ თამამი ინიციატივა ქვეყნის დასასრულთან იყო ასოცირებული~ (ა. ბაქრაძე, 2003, 387).
ილია ჭავჭავაძეს ქვეყნის წინსვლის საფუძვლად ხალხის განათლება მიაჩნდა. 1863 წელს გამომავალი ჟურნალის (`საქართველოს მოამბე~) მთავარ დანიშნულებად მან ხალხის ცხოვრების გამჯობინება დასახა და სხვა მრავალ საინტერესო თემასთან ერთად განსაკუთრებული გულისყური მიაპყრო პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებს. ჟურნალში დაბეჭდილია ნათარგმნი სტატიები ევროპელი მოაზროვნეებისა _ ბასტიასი და პრუდონისა. მთარგმნელი _ ბ. ვ. _ როგორც აღმოჩნდა, თვით ილია ჭავჭავაძეა. კლოდ ფრედერიკ ბასტია _ ფრანგი ეკონომისტი და ჟურნალისტი (1801-1850), მხარს უჭერდა კერძო საკუთრებას, თავისუფალ ვაჭრობას და მასში სახელმწიფოს ჩაურევლობას. მან მოამზადა ადამ სმითის საუკეთესო ნაშრომებიდან საკვანძო შინაარსის მქონე ამონარიდების კრებული. Bბასტიას მთავარი დამსახურებაა ეკონომიკური მეცნიერების გახალხურება. Mმან მონახა ენა და ლიტერატურული ხერხები, რომლებიც ყველასათვის, ყველა დროში გასაგები აღმოჩნდა. Pპიერ ჟოზეფ პრუდონი _ ფრანგი პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ანარქისტი (1809-1865). მთელი ხალხის სულიერი, სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური გათავისუფლება უნდოდა.
ბასტიას `ეკონომიკური სოფიზმებიდან~ ამოვიღე მარტო ერთი ნაწილი `მცარცველობის ფიზიოლოგია~, რომელიც ჩვენთვის, იქნებ, უნაყოფო არ იქნესო, - ამბობს სქოლიოში მთარგმნელი ( ჟურნალი `საქართველოს მოამბე~,1863, #8 ).
`სიმდიდრე _ ჩემის ფიქრით – ორიოდე პირის შეძლება კი არ არის, არამედ კმაყოფილება, კეთილმდგომარეობა, უშიშარობა, დამოუკიდებლობა, განათლება ყველასი~. ცხოვრების დაცვა, შემკობა და სისრულეში მოყვანა ორი რამით შეიძლებაო – `ნამუშევრობით~ (ანუ მუშაობით) და `მცარცველობით~.
მძარცველობაა: ომი და გამარჯვებულთა მიერ დამარცხებულებზე შეუცილებელი უფლება; `მონაობა~ – როცა ერთი მუშაობს და ნაყოფს სხვა იღებს და ბოლოს – `მონოპოლია~. ავტორი მკითხველს განუმარტავს მონოპოლიის არსს და აფრთხილებს იმ საშიშროების შესახებ, რაც მონოპოლიზმს მოსდევს ხოლმე.
როგორც წესი, ბევრი კი არ ჩაგრავს ცოტას, არამედ – პირიქით – ცოტანი ჩაგრავენ ბევრს. ოღონდ `ომიანობასა~ და `მონაობაში~ აშკარაა, რომ ღონე და ძალა ერევა უძლურებას. აქ ჩაგვრა თვალით ჩანს, არ იმალება. აი, `მონოპოლიაში~ კი ძარცვა ცბიერებით, მოტყუებით წარმოებს.
`მონოპოლია~ მძარცველების ერთი სახეა.
`მონოპოლია... მით უფრო დიდ ყბას აღებს, რამოდენადაც ჩასაყლაპავი ცოტავდება, სწორედ ისე, როგორც მწველელი მით უფრო დიდის ძალით ჰსწველის, რამოდენადაც ძუძუ შრება~ (გვ. 64).
მონოპოლისტები ხშირად ხალხს ყვლეფენ ისე, რომ ხალხმა ამის შესახებ არაფერი იცის და შეიძლება მძარცველის მადლიერიც ოყოს- იმისთვისაც, რასაც მას შეარჩენენ ხოლმე, იმისთვისაც, რასაც წაართმევენ და იმისთვისაც – რაც იკარგება. ასეთი მონოპოლიები ხალხის გონებრივი სიბნელით საზრდოობენ და მათ განათლება გააქრობთ. ლამპარი კი ამ შემთხვევაში საპოლიტიკო ეკონომიკაა, რომელსაც დიდი პრაქტიკული სარგებლობა მოაქვს.
დაწვრილებითაა საუბარია `საპოლიტიკო ეკონომიის~ სარგებლობაზე. სხვათა შორის, ამავე წელს, ცოტა უფრო ადრე, ამავე საკითხზე ანუ პოლიტეკონომიის სარგებლობაზე საუბარია `გუთნის დედაშიც~. აქ მთარგმნელი მიუთითებს პოლიტიკური ეკონომიკის პრაქტიკულ გამოყენებაზე და აღნიშნავს, რომ ეს მეცნიერება გამოააშკარავებს შეცდომებს და აღმოფხვრის იმ ურიგობას, რომელსაც მძარცველობას ვეძახით. `ვიღაცამ – მგონია ქალმა – საპოლიტიკო ეკონომია ჭეშმარიტად ახსნა ამნაირად: იგი ციხეაო, საცა ხალხის ქონებას არაფრის შიში არა აქვსო~.
ნათარგმნი სტატიას თვითონ მთარგმნელი ურთავს ახსნას, რომელშიც აღნიშნავს, რომ სტატიაში აზრები მოკლედ და ზოგჯერ ბუნდოვნადაც არისო გამოთქმული. ამის გამო ახსნაა საჭირო და თვითონვე შევეცდებიო (თითქოს ჩვილ ქართველ ხალხს ფხალით ზრდიდეს და კვებავდეს).
სამართლიანი კანონი ცხოვრებისა არის: თავისუფალი გაცვლა ღვაწლისა ღვაწლზედ ”(услуга за услугу)”. მძარცველობა, ძალადობა კი მაშინაა, როცა ღვაწლისა მიმღები ღვაწლის მომტანს არაფერს აძლვს. ეს წარმართვაა და ათი მცნებითაც ცხადად აკრძალული. თუ ეს ამბავი კერძო პირთა შორის ხდება, ქურდობაა და ისჯება და თუ ხალხთა შორის ხდება, დაპყრობას ეძახიან და დამპყრობელი დიდებით იმოსება. ეს იმიტომ ხდება, რომ ქურდი მარტო მოქმედებს და საზოგადოება კიცხავს, არცხვენს... დამპყრობელს კი თანამოაზრენი აქებენ, აგულიანებენ, ხოლო დაპყრობილთა საზოგადო ხმა მისგან შორსაა და არ ესმის. ასე რომ, დამპყრობელს უსამართლობის განცდა არა აქვს ხოლმე, თავის დანაშაულს ვერცა გრძნობს...
შემდეგ ავტორი საინტერესოდ და ვრცლად მსჯელობს, ფსიქოლოგის თვალით აკვირდება გამარჯვებულ-დამარცხებულის ურთიერთობას (ალბათ, საქართველოსა და რუსეთს გულისხმობს უპირველესად).
მონობის მაგალითებსაც ასახელებს და მიაჩნია, რომ მის მოსასპობად კაცთმოყვარეობისა და სარწმუნოების გრძნობა უღონოა. `იმოდენად მოველი, რომ ძალამ თავის თავს საზღვარი დაუდვას, რამოდენადაც მოველი, რომ მაღლიდან წამოსული ქვა თავის თავს შეაყენებს~, - ასეთ მოხდენილ შედარებას მიაგნო.
`საპოლიტიკო ეკონომია~ ამტკიცებს, რომ მონობა მოისპობა საზოგადო სარგებლობის გათვალისწინებით, თავისუფალი შრომით... (შრომის გათავისუფლებაზე ილია `აჩრდილშიც~ წერს). საერთოდ, საჭირო და აუცილებელია ხალხის განათლება, ეკონომიკური ცოდნის ქონა, რათა არ გაბრიყვდეს, მძარცველს არ დაუჯეროს. `ამის წამალი ცოდნაა, ჭეშმარიტებაა. აქედამ გამოდის, რომ ცოდნა უნდა გავრცელდეს, გონება უნდა განათლდეს და ამით წაერთოს საზდო ამ გვარს მცარცველობასა~ და სტატიის ბოლოს კიდევ ერთხელ დაბეჯითებით იმეორებს: `საითაც უნდა წახვიდე, ყოველთვის იმას ნახამ, რომ საზოგადო ხმისა და აზრის განათლება აუცილებელია. სხვა გზა არ არის, რომ ხალხი მცარცველობისაგან დაიხსნას~...
Bბასტიას მეორე სტატიასიც (`ორნაირი სწავლა~, #11) საუბარია იმაზე, რომ დამონებულმა თავი არ უნდა მოატყუებინოს, არ გააძარცვინოს მჩაგვრელს. კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ მძარცველობა ბედისწერა ყოფილაო... პოლიტიკური ეკონომიკა არ იკვლევს იმას, როგორი იქნებოდა საზოგადოება, ღმერთს რომ ადამიანი უკეთესი გაეჩინა, - ირონიას გამოურევს ავტორი. ალბათ, შემოქმედმა ზოგიერთი ბრძენი არ მოიწვია, როცა კაცს აჩენდა, რომ რჩევა ეკითხა. ეკონომიკა კი სწავლობს იმას, რაც არის... ამიტომ საზოგადოების კანონები უნდა გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ, რათა ცხოვრება გავაუმჯობესოთ.
ადამიანს თავისი ბუნებით უყვარს სიამოვნება და ძულს შრომა, - ეს ისტორიული დასკვნაა. მაგრამ ისტორია იმასაც გვიჩვენებს, რომ არსებობს ძალა, რომელსაც მძარცველობის, უსამართლობის დამარცხება შეუძლია. ბოროტის მოქმედს, მოძალადეს სარწმუნოება ასწავლის სიკეთეს და ანახებს ჭეშმარიტ გზას. თუმცა მხოლოდ ეს ხერხი საკმარისი არ არის ხოლმე სამართლიანობის დასამყარებლად. საჭიროა, რომ დაჩაგრულმა გაუწიოს წინააღმდეგობა მჩაგვრელს. Mმაგრამ როგორ, რა გზით? Pპასუხი ერთია _ ცოდნით, განათლებით, ეკონომიკის შესწავლით. ეკონომიკის დანიშნულება ის კი არ არის, რომ ადამიანს დაანახვოს თავისი უნუგეშო ყოფა და ამით გული ატკინოს, არამედ ის, რომ ახსნას და გამოიკვლიოს არსებული. მხოლოდ ამით დაიძლევა ბოროტებაო, დაასკვნის ავტორი. თუ ილიამ მწერლობის დანიშნულებად განსაზღვრა ხალხისთვის სიმართლის თქმა, მისი ყოფის შეულამაზებლად ასახვა, ბასტიამ იგივე მოვალეობა ეკონომიკურ მეცნიერებათა დანიშნულებად მიიჩნია. სარწმუნოება და განათლება – აი, ორნაირი, ორმხრივი ძალა, რომელმაც უნდა შეცვალოს ცხოვრება.
საქართველოს მოამბის #12-ში მოთავსებულია თერგდალეულის (ილიას) სტატია ამერიკაში ტყვეობის შესახებ. საუბარია ძალდატანებული, მონური შრომის მავნებლობასა და თავისუფალი (თუნდაც დაქირავებული) შრომის სარგებლობაზე. ეკონომიკური გაანგარიშებით, ციფრებით არის დადასტურებული, რომ სამხრეთი, სადაც მონები ჰყავთ, უფრო ღარიბია, ვიდრე ჩრდილოეთი, სადაც მუშას ქირაობენ და შრომის საფასურს უხდიან. მიზანი სტატიისა ქართველი მკითხველის დაინტერესებაა ეკონომიკის მეცნიერებით. სხვა ქვეყნის (ამერიკის) მაგალითით დადასტურებულია, რომ ეკონომიკურად გათვლა, შემოსავლისა და ხარჯის გათვალისიწნება საზოგადოებას, ქვეყანას ამდიდრებს, ხოლო მონური შრომა, მართალია, რამდენიმე პლანტატორს დიდ შემოსავალს აძლევს, თუმცა მთელ საზოგადოებას სიღარიბის ბეჭედს ასვამს.
`საქართველოს მოამბის~ #10-ში დაბეჭდილია თარგმანი პრუდონის წერილისა_ `სიღარიბე, როგორც ეკონომიკური პრინციპი~. Aაზრი პუბლიკაციისა ის გახლავთ, რომ რომელიმე ხალხის კეთილმდგომარეობა თურმე მარტო იმით კი არ გამოიხატება, სარჩო ბევრი აქვს თუ არა, უფრო იმით – ეს სარჩო ყველასთვის მისაწვდომია და თანასწორად განაწილებული თუ არა. რადგან ასეთი რამ არსად არ ხდება, ე.ი. ყველა ხალხი კეთილმდგომარეობას მოკლებულია. და საზოგადოება, თვალად მდიდარი, სინამდვილეში ღარიბია და უილაჯო.
ეკონომიკის პირველი და საშინელი კანონია ჭამა-სმის აუცილებლობა და მისი მოქმედებით პირუტყვებზე უარესნიც ვხდებით ხოლმე (მოტყუებას, ძალადობას, კაცის კვლასაც... არ ვერიდებით). მეორე კანონი ის გახლავთ, რომ ჭამა-სმის აუცილებლობის ძალით, აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ და ვიშრომოთ. ეს მარტო ხორცს კი არ არგებს, არამედ სულსაც ააყვავებს. მეცნიერება, ხელოვნება, სიმდიდრე – სულ შრომის ნაყოფია. ე.ი. საჭიროების კანონი გვამდაბლებს, მაგრამ შრომის კანონი გვამაღლებს.
ახლა მესამე კანონი ვნახოთ.
კაცს მოხმარების შესაძლებლობასა და სურვილებს საზღვარი არა აქვს, მაშინ, როდესაც კეთების, შექმნის ნიჭი, უნარი დასაზღვრულია.
სამყაროში ყველაფერი დასაზღვრულია და გარკვეულ წესრიგს ემორჩილება. კაცსაც თავისი შრომით იმდენი ეძლევა, რამდენიც საჭიროა მისი ხორცისა და სულისათვის. აი, ამას ჰქვია `სიღარიბე~ და ეს გახლავთ ეკონომიკის მესამე კანონი. აქ შემდეგ საუბრობს ზომიერების აუცილებლობაზე (რომელიც ოთხ სათნოებათა შორის უპირველესია). კაცის ცხოვრების წყარო შრომა და სიღარიბეა, `ბევრს მუშაობდე და გაუწყვეტლად სწავლობდე – აი წესი, რომლის მაგალითსაც სახელმწიფო თავის ხალხს უნდა უჩვენებდეს~. `უნდა... შრომა და ღვაწლი თანასწორად იყოს ყველასაგან კისრად აღებული თავის ნიჭის და შეძლების მიხედვით და ყოველს მუშაკს მის ნამუშევრის და გვარად ფასი უნდა ეძლევოდეს. თუ ეს თანასწორობა არ გექნებათ, თქვენ სიგლახაკეში იქნებით და მთელი თქვენი ნამუშევრობა თქვენთვის უბედურება იქნება~.
რადგან სიღარიბე რიგიანი, უძრახველი და ბედნიერია, არც უნდა გვინდოდეს ასეთი ყოფიდან გამოსვლა. ჩვენ უნდა ზნეობა გავამარტივოთ (ალბათ, განვიწმინდოთ), სიამოვნებას ზომიერად ვექცეოდეთ, შრომა შევიყვაროთ და ყოველი ჩვენი წადილი და მიდრეკილება სიმართლეს დავუმორჩილოთ.
პოლიტეკონომიკის კანონია: სიმდიდრის განვითარებისათვის უფრო და უფრო თანასწორად გაიყავით ცოდნაც, ღვაწლიც (ე.ი. მუშაობა) და ნამუშევარიცა.
დაახლოებით ეს თქვა ილიამ პოეტურად `აჩრდილში~ შრომის სუფევა, შრომის თავისუფლება რომ იქადაგა.
ვხედავთ, როგორ ემთხვევა ილიას შეხედულებანი ამ საკითხში პრუდონისას. E ამ ჟურნალში, ძირითადად, თეორიული ნააზრევია წარმოდგენილი და ეკონომიკური ცოდნა აუცილებელ პირობადაა დასახული სიმდიდრის მისაღწევად.
Uუფრო პრაქტიკული დანიშნულება აქვს 1861 წელს გამოცემულ `გუთნის-დედას~, რომელაც ხან გაზეთად, ხან ჟურნალად იხსენიებენ (გამოდიოდა 1861-1876 წლებში). Gგამოცემის მიზანია, ევროპული განათლება და გამოცდილება დანერგოს ჩვენში და პრაქტიკულად დაეხმაროს მეურნეს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში...
`ორმოცდაათი წელიწადია მას აქეთ, როდესაც დასავლეთის ევროპაში მიხვდნენ, რომ მიწის შემუშავების წარმატებისათვის საჭიროა ჰსწავლის საგნები~. ჩვენ იმ ხალხს ვეკუთვნით, რომელთაც თავიდან თქვეს, რა საჭიროა სწავლა, ისედაც ვიცით მეურნეობა, მაგრამ იმათ შეიგნეს სწავლის საჭიროება და `ახლა ჰსწავლით აყვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან~, _ ვკითხულობთ ჟურნალში. `ერთი სიტყვით, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და, შესაბამისად, საზოგადოების მატერიალური ყოფის გაუმჯობესებისათვის, `გუთნის-დედის~ ინიციატორთა და გამომცემელთა აზრით, აუცილებელი იყო მეცნიერული ცოდნისა (`ჰსწავლის საგნების~) და ევროპული გამოცდილების პრაქტიკული დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობაში~ (თ. ჯოლოგუა, 2011, 196).
ჟურნალი პროპაგანდას უწევს უცხოურ მანქანა-იარაღებს. მაგალითად, ერთ ნომერში მოთავსებულია შუმანის გუთნის სურათი, დაწვრილებით არის ის აღწერილი, გამოკვეთილია ნმისი უპირატესობა ქართულ გუთანთან შედარებით. გუთანი გამოსაცდელად მიუციათ ივანე მუხრან-ბატონისთვის და რა დარწმუნდნენ მის სიკეთეში, ნომრიდან ნომერში, მიზანმიმართულად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში რედაქცია მკითხველს ამ გუთნის შეძენას ურჩევს, ფასს აცნობს, გამოწერაში დახმარებას ჰპირდება.
ჟურნალი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ევროპული ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამის კვალობაზე ქართველ მკითხველს სთავაზობს ფერმის მოწყობას. ერთგან განმარტავს: `ფერმა ამ შემთხვევაში არის მამული, აშენებული ევროპიის რიგზედ. ანგლიაში და ფრანციაში ფერმას უწოდებენ ყოველს განსაკუთრებულ მამულსა (მიწისასა), რომელიცა ცალკე მიეცემა იჯარით~.
საუბარია საქართველოში ორი ფერმის აშენებაზე – ერთისა ქართლშო, მუხრანის ახლოს, ქსნის პირზე, ხოლო მეორის – ქუთაისის ახლო, იმერეთში. საყურადღებოა, რომ დასავლეთ საქართველოსაც სათანადო ყურადღებას აქცევენ. მუხრანის ფერმის მეპატრონემ, ივანე მუხრანსკიმ თურმე დაიქირავა სწავლული ფრანგი აგრონომი, ასევე მოიქცა ქუთაისის ფერმის პატრონი, მდიდარი მოსკოველი ვაჭარი ონანოვი, რომელსაც მამულის გამგებლად ჰყოლია აქაური სწავლული აგრონომი, ხატისოვი.
სტატის ავტორი (ივ. ს...ვი) ყურადღებას მიაქცევს, თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია ასეთ ფერმებს სხვა მემამულეებისათვის, საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვთ მათ მეურნეობის გაუმჯობესებისთვის.
სახალხოდ აზრის გამოთქმა, სიახლეების ერთმანეთისთვის გაცნობა უპირველეს საჭიროებად ესახება რედაქციას. ჟურნალი ერთ-ერთ ნომერში აცნობს მკითხველს სოლომონ ანდრონიკაშვილის გამოცდილებას. რედაქციას წაუმძღვარებია შესავალი, სადაც ნათქვამია: `ერთი ერთმანეთის მიბაძვა, გამოცდილება და მამულის შემუშავების გასინჯვა მებატონეთა შორის, რომელნიცა თან და თან შორდებიან მამაპაპათ მამულის მოვლის ჩვეულებას, შეადგენენ უპირველს საგანს მამულის მოვლის გამშვენიერებისათვის~.
ადგილობრივი მეურნეობის ევროპეიზაცია კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, დასახულია ეკონომიკური წინსვლის აუცილებელ წინაპირობად. ახლა ისე სასიამოვნოდ მიგვაჩნია `ჩვენის მდიდარი მიწების მოვლა, იმგვარ სასაიმოვნოდ, როგორც ოდესმე მიგვაჩნდა სამხედრო მუზიკის ხმა. ეს საზოგადოდ ახალის სიცოცხლით განღვიძება, შეიცავს მომავალს წარმატებას~. აქვე იმასაც დასძენს, რომ განახლება უნდა მოხდეს მშვიდად, გონივრულად, ვერიდოთ ფულის ამაოდ ხარჯვასა და სხვა.
ჩანს, ადვილი არ იყო ძველებური, ჩვეული, მამაპაპური მეურნეობიდან ახლებურ ყაიდაზე გადაწყობა, თუმცა ახლის შემოტანისა და დანერგვის აუცილებლობა აშკარა გახლდათ და ამ აზრის დამკვიდრებაში დიდ, მნიშვნელოვან ასრულებდა `გუთნის-დედაც~, რომელიც გვირჩევს, არ დაველოდოთ დროს, რომელიც თვითონ შეგვაჩვევს ახალი იარაღების მოხმარებას და არ დავივიწყოთ ინგლისური გამოთქმა, რომ `დრო იგივე ფულია”.
`ლონდონის ვისტავკის~ გახსნასთან დაკავშირებით ვეცნობით `ანგლიის გაზეთის~ ცნობას. ისე ცოცხლადაა აღწერილი ამბები, რომ თითქოს ჩვენც მონაწილენი ვხდებით გამოფენისა. ცისკარზე მზის ამოწვერვიდან საღამომდე, ხმაც გვესმის, ფერებსაც ვხედავთ, შენობასაც ვათვალიერებთ, ლონდონის მერის სადღესასწაულო ეკიპაჟს, კემბრიჯის ჰერცოგის, კენტემბერის არქიეპისკოპოსისასა და სხვათა მსვლელობას ვადევნებთ თვალს. სამეფო ტახტის ბრწყინვალებასაც ვამჩნევთ და არც ქალების ლამაზად მორთვა მოკაზმვა გამოგვრჩება. ერთი სიტყვით, ჩვენც იმ ოცდახუთი ათასზე მეტ ადამიანში ვურევივართ, გამოფენის გახსნის პირველ დღეს რომ შეკრებილა. ამ წერილით ჟურნალმა ლონდონის გამოფენა ქართველისთვისაც ხელმისაწვდომად აქცია, შორეული მოგვიახლოვა, საკაცობრიო გაგვიშინაურა.
შხვა დროს რედაქცია მოკლე ინფორმაციას ბეჭდავს `ტფილისის ვისტავკის~ შესახებ. ჩანს, გამოფენებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რედაქცია. გახსნას გრიგოლ ორბელიანიც დასწრებია, რაც საგანგებოდაა აღნიშნული ქრონიკაში.
1863 წლიდან რედაქცია ჰპირდება მკითხველს, რომ მამულის სარგებლობის გარდა, ყურადღებას მიაქცევს ვაჭრობის განვითარებასაც. ამისათვის ჩვენ გვიშოვია დიდი აღებმიცემობის პატრონი და ვაჭრობის შესახებ ამბების მცოდნე კაციო. საინტერესოა, რომ სათაურის ქვეშმინაწერი გახდა: მამულის პატრონობის და ვაჭრობის გაზეთი
მანმადე იყო: ადგილ-მამულის მართვის ფურცელი (1861წ. #1)
მამულის-პატრონობისა ფურცელი (1862 წ. #1)
მამულის – მოვლისათვის (# 2-დან)
ი.ს. (ივანე სერებრიაკოვი) საქართველოსთვის დიდად სასარგებლო საქმედ მიიჩნევს ევროპასთან ვაჭრობის განვითარებას. შამილის დამარცხების შემდეგ მშვიდობა დამყარდა და ხალხს საშუალება მიეცა, თავის მამულს მიხედოსო. `რამდენი ხელი და თავი მიემატა მიწის მუშაობას?...~ მთავარი სათქმელი კი ავტორისა ეს გახლავთ: `ხელისა და თავის გარდა მიემატა მიწას მესამე უმთავრესი საჭიროება მამულის კეთებისა-ფული ანუ თანხა~.
და შემდეგ საუბარია პოლიტიკური ეკონომიის წესზე, თუ როგორ და რანაირად (რა გზით) იშოვება ფული. `თვით გამრავლება ტფილისში ფრანციელების მოდის მაღაზაიებისა, რომელიცა პირველის შეხედვით მხოლოდ მფანტველობისა და ბედოვლათობის ნიშანი ჰგონია კაცსა, არის სასარგებლო ჩვენის მიწის გამოსავლისათვის...~ ასე მსჯელობს სტატიის ავტორი და ამტკიცებს, რომ ევროპელები თავიანთ ქვეყანაში ფულის გაგზავნას ამჯობინებენ ადგილობრივი საქნლის გაგზავნას, რათა უფრო დიდი მოგება ნახონ. Eს კი სასარგებლოა ჩვენთვის, ჩვენი მეურნეობის განვითარებისათვის (ამ ბოლო დროს ევროპელები ყიდულობენ ჩვენს ბამბას, აბრეშუმს, მატყლს, წმინდასანთელსა და სხვასო). ურჩევს ქართველებს, ღვინის გასაღების ბაზარი ეძებონ რუსეთში, ისწავლონ დაყენებისა და შენახვის ევროპული წესი, რათა საქონელი გზაში არ გაფუჭდეს. საუბრობს ქარხნების აუცილებლობასა და მათ სარგებლობაზე.
რა არის გამორჩენა (მოგება) რით განისაზღვრება მისი სიდიდე? გაზეთი ასწავლის: მარტო მოგების დათვლით ამას ვერ გავიგებთ. საჭიროა ვიცოდეთ, რა შრომა და ხარჯი ჩაიდო მოსავალში. ასე რომ, ზოგჯერ მცირე მოგება უფრო სარფიანია ხოლმე დიდ მოგებაზეო.
საგულისხმოა ანტონ ფურცელაძის `სასოფლო წერილები~. ოთხივე ნაწილი ცალ-ცალკე და ერთად ძალიან საინტერესოა, მიმზიდველი ენითაა დაწერილი, წარმოადგენს თეორიულ განსჯასაც ჩვენი მეურნეობის დაკნინების მიზეზების შესახებ და პრაქტიკულ რჩევებსაც მოსავლისა და ვაჭრობის გასაუმჯობესებლად. სხვათა შორის, ანტონ ფურცელაძესაც აკაკის, ალ. ორბელიანისა და სხვათა მსგავსად, მიაჩნია, რომ ჩვენში ძველად ბატონყმობა არ იყო ძალმომრეობითა და სისასტიკით აღბეჭდილი.
Aავტორის აზრით, ევროპიდან ჩვენში სიკეთე რომ შემოდიოდეს, კი არ დაგვჩაგრავდა, დიდ წარმატებას მოგვცემდა. ჩვენი გონება ყველაფერს მიიღებდა, მაგრამ სწავლა გვაქვს მცირე (თარგამოსის დროინდელი, წარღვნამდელი...). ანტონ ფურცელაძე გლეხის განათლებაში ხედავს მომავალ წარმატებას. გამოთქვამს ხალხოსნურ იდეებსა და შეხედულებებს.
ასეთი გახლავთ ჟურნალების, `საქართველოს მოამბისა~ და `გუთნის-დედის~, ძირითადი ეკონომიკური კონცეფცია.
Lლიტერატურა:
1. ჟურნალი `საქართველოს მოამბე~, 1863, @ #8, #10, #11, #12.
2. ჟურნალი `გუთნის-დედა~, 1861-1873.
3. ბაქრაძე ა., თხზულებანი, ტ. 1, თბ., 2003.
4. კუპრეიშვილი ნ., ილიას ბანკი და სოციოცენტრიზმის დეფიციტი. წიგნში: ილია ჭავჭავაძე _ 170, თბ., 2007.
5. ჩიტაური ნ., დროთა შესაფერისი სამამაცონი ზნენია, კრებ.: `ილია ჭავჭავაძე გლობალიზაციის სათავეებთან~, თბ., 2014.
6. ჟოლოგუა თ., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, ნაკვეთი I, თბ., 2011.

No comments:
Post a Comment